რომელი მუხლით ედავებიან დაკავებულ სპორტსმენებს? – “გაჩერდით, პატრული მოდისო!”

არსებული ინფორმაციით, გიორგი შაქარაშვილის საქმეზე 17 პირი დააკავეს.

საქართველოს პირველი არხი ერთ-ერთი დაკავებულის ადვოკატს, დავით ჭიკაიძეს დაუკავშირდა, რომელიც აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი ძალადობის ბრალდებითაა აყვანილი.

„ერთ-ერთი დაკავებულია ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი. ის სსკ-ის 126-ე – ძალადობის მუხლით არის აყვანილი. დიღომში არის გადაყვანილი. მე სხვებზე ვერ გეტყვით, მაგრამ გიდასტურებთ, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი დიღომშია ნამდვილად“, – აცხადებს ადვოკატი.

მოგვიანებით, ჭიკაიძე, რომელიც საბა ჩხარტიშვილის ადვოკატია, კიდევ ერთ განცხადებას აკეთებს მედიასთან:

“რაც შეეხება საქმის ვითარებას, ამ მცირე დროში მასთან ვერ მოვახერხე საუბარი. ჯერ ჩვენ ბრალი არ წარგვდგენია. აქედან გამომდინარე, ვერ გეტყვით რა პოზიციას აირჩევს, გამოიყენებს თუ არა დუმილის უფლებას. დაკავების განჩინებას გავეცანით, ამ განჩინების მიხედვით, მას ბრალი ედება 126-ე მუხლით გათავალისწინებული დანაშაულის ჩადენაში, ეს არის ძალადობა, სავარაუდოდ, ჯგუფური. კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ ამ ძალიან დიდი უბედურების დროს, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ფიზიკურად არ ყოფილა მაგისტრალზე, ის ამ დროს დაახლოებით სამი საათით ადრე იყო გადასასული ლისზე. შესაბამისად, მას აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით ინფორმაცია არ აქვს. როცა წარგვედგინება ბრალი, მაშინ გვეცოდინება, რით ხელმძღვანელობს ბრალდება”

კიდევ ერთი ადვოკატი მუხრან ღურცკაია საქართველოს პირველ არხს უდასტურებს, რომ დაკავებულია 17 პირი.

მისი თქმით, დაკავებულთა შორის მისი დაცვის ქვეშ მყოფები არ არიან.

„ჩემი დაცვის ქვეშ მყოფები ამ საქმის მოწმეები არიან, ისხდნენ ერთ-ერთ ავტომობილში. ისინი არ დაუკავებიათ, მაგრამ გიდასტურებთ, რომ სხვა პირები, 17 პირი დააკავეს ძალადობაზე“, – აცხადებს ადვოკატი.

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულებს შორის შავი “ტოიოტა ქამრის” მძღოლი და მისი მგზავრი, მორაგბეები არჩილ გაგნიძე და ვასილ მახარაძე არიან. დაკავებულების ადვოკატის ვასილ მამულაშვილის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფები რამდენიმე საათის წინ, მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს. დაკავებულებმა სავარაუდოდ, სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის “ა” პუნქტით გათვალისწინებულ დანაშაულს – თავისუფლების უკანონო აღკვეთას ედავებიან.

ძიუდოისტ გიგა ტატიაშვილის მამის, რამაზ ტატიაშვილის ინფორმაციით, გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულ 17 პირს შორის, მისი შვილიც არის. აღნიშნული ინფორმაცია რამაზ ტატიაშვილმა „პალიტრანიუსთან“ საუბრისას დაადასტურა.

„დაფიქსირებულია კამერების ჩანაწერები, სადაც გიგა არც აგარაკზე არ ჩხუბობს, არც მაგისტრალზე, გიგამ დაუძახა ყველას გაჩერდით, პატრული მოდისო, ამის შემდეგ თავი დაანებეს და წამოვიდნენ, ყველაფერი დაფიქსირებულია, როგორი სუფთაც გიგა არის, ასეთი სუფთა არავინ არ არის, დიახ იმ 17 პირთან ერთად გიგაც დააკავეს. რას ედავებიან არ ვიცი“ – აღნიშნა რამაზ ტატიაშვილმა.

არსებული ინფორმაციით, ტატიაშვილი სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით არის დაკავებული, რაც გულისხმობს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას, მასში მონაწილეობას.

ცნობისთვის, ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე სამართალდამცავებმა 17 პირი დააკავეს.

  •  
  •  

კომენტარი

  1. ის

    რომლის მშობელი და ადვოკატი იტყვით,დამნაშავეა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი და შვილი.დარწმუნებული ვარ რამდენი ბებია_ბაბუებიც არ უნდა გამოჩნდეს,ძალოვანები პასუხს აგებინებს ყველას.ასე რომ არ შეგრჩებათ გიორგის სიკვდილი.

  2. ანონიმური

    არავინა რ დარჩება დასუჯელი ამაშ დარწმუნებული ვარ

  3. ანონიმური

    კარგად მუშაობს შსს

  4. ანონიმური

    Amowwdit visaw brali migiw am sakmesi nervebi mawwdeba sawagelo adamiani erti ar ipikre rom sulieri da ğmertis svils rom aeamebdi da klavdl etti xeli ar agikankalda?aracın ar dagidga tvalwin an seni da anwma an natesavi mag situawiasi rom agmoceniliwo?gmera rogorw gekutvnit ise gadagixadot samagiero Novo siwiwxlis mospobistvis sazarelebooo

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.