როდის უნდა გადაიხადოთ კარანტინის დარღვევის ჯარიმა და რა გაუგებრობებია აკრძალვებში?

საქართველოში მეორე დღეა უკვე საყოველთაო კარანტინი და კომენდანტის საათი მოქმედებს, რომლის პირობებშიც 31 მარტს უკვე დააჯარიმეს 17 ადამიანი – თითოეული 3 000 ლარით, რაც იმას ნიშნავს რომ ოდესღაც, ჯერ ვერ გავარკვით როდის (ცოტა ქვემოთ დავწერთ, რატომ ვერ გავარკვიეთ) სახელმწიფოს ბიუჯეტში 31 მარტის მონაცემით ჯარიმებიდან შევა 51 ათასი ლარი.

ვინ ჯარიმდება?

ჯარიმდება ადამიანი, რომელმაც დაარღვია კომენდანტის საათი. მაგალითად, კონსულტანტი ან ფარმაცევტი, რომელიც სამსახურიდან გამოვიდა 20.15 საათზე და არ უზრუნველყო მაღაზიის ან აფთიაქის მეპატრონემ მისი გადაადგილება. კი, კარანტინის დროს, დამსაქმებელი ვალდებულია უზრუნველყოს დასაქმებულის გადაადგილება, თუ დასაქმებულს არა ჰყავს საკუთარი ავტომობილი. ოღონდ, იქვე იგივე კანონში არ ჯარიმდება მაღაზიათა და აფთიაქთა ქსელის უფროსები, რომლებმაც არ უზრუნველყვეს დასაქმებულთა გადაადგილება და არც იმას კითხულობს ვინმემ, კონსულტანტმა, რომელსაც რაღაც სასწაულით მანქანა ჰყავს, საიდან უნდა იშოვოს საწვავის ფული.

მოკლედ, ჯარიმდება ის, ვინც სახლამდე ვერ მიასწრებს და კანონის მიხედვით, არავის აინტერესებს მიზეზი!

ჯარიმდები მაშინაც, თუ გადაადგილდები სამ პირზე მეტი ადამიანი ერთი ავტომანქანით.

მაგალითად, გყავს 4 შვილი – ჯერ უნდა გადაიყვანა 2 და მეორე ორი და მესამე გზაზე უკვე ცოლი, რომელიც შენს გვერდით ვერ დაჯდება, რადგან როგორც მთავრობა განმარტავს, მძღოლის გვერდით სავარძელი უნდა იყოს ყოველთვის თავისუფალი.

კარგი ამბავი ის არის, რომ როგორც მთავრობის მიერ შექმნილ ცხელ ხაზზე მოგვახსენეს, თუ მანქანით გადაადგილდება სამზე მეტი ადამიანი (როგორც მთავრობა განმარტავს, არასრულწლოვანზეც არ ვრცელდება შეღავათი და 1 წლამდე ბავშვიც ითვლება ამ სამ ადამიანში) – ჯარიმდება მხოლოდ ერთი ადამიანი – მძღოლი.

მაგალითად, მარტივად რომ ავხსნა, თუ 5 ადამიანს მოუნდება გადაადგილება ერთი ავტომანქანით, დაჯარიმდება მხოლოდ მძღოლი და მერე 3 000 ლარი 5-ზე „გატყდება“.

დაჯარიმდები მაშინაც თუ დაარღვიე კანონი და დაჯექი მძღოლის გვერდით.

მაშინაც კი, თუ ეს მძღოლი შენი ქმარია, ან ძმა, ან მამა, ან შვილი და ერთ ჭერქვეშ ცხოვრობთ.

როგორც ბატონმა ამირან გამყრელიძემ დღეს დილით განმარტა – მძღოლის გვერდით ჯდომა ჩვენივე ჯანმრთელობის მდგომარეობისთვის აიკრძალა, რადგან იქნებ მძღოლს აქვს ვირუსი, ან შენ გაქვს ვირუსი და არ იცი, არ გაქვს სიმპტომი.

მართალია ერთხელ ბატონმა პაატამ თქვა, თუ სიმპტომები არა გაქვს, არ არის ვირუსი გადამდებიო, მაგრამ ეს მხოლოდ ერთხელ თქვა და ისიც მხოლოდ პატონმა პაატამ, ბატონი თენგიზ ცერცვაძე, პირიქით, სულ იმას გვეუბნება, უსიმპტომო პაციენტი ყველაზე დიდი გადამდებიაო, ასე რომ ჩავთვალოთ, იმ ერთხელ იხუმრა ბატონმა პაატამ და მართლაც საფრთხის ქვეშ არის მძღოლი ან მგზავრი.

და თუ ამ მძღოლთან ერთად ერთ ჭერქვეშ ცხოვრობთ?

თუ მანქანაში არ შეიძლება სამ პირზე მეტის ყოფნა და ჯანმრთელობისთვის საზიანოა სამ პირზე მეტის ყოფნა მანქანაში – სახლში 24 საათით 7 ადამიანის ყოფნა არ არის სახიფათო?

ჩემი მეგობარი, რომელსაც 3 შვილი ჰყავს და ქმარი, ითხოვს, გააცალკევოს მთავრობამ, გადაიყვანოს ცალკე მისი ქმარი და ორი შვილი ერთად და თავად ცალკე დარჩება სახლში უფროს შვილთან ერთად.

დავრეკე ისევ 144-ზე – მითხრეს, რომ საკუთრების კონსტიტუციურ უფლებას ვერ დაარღვევს სახელმწიფო და სახლში ვერ შეეჭრება მოქალაქეს, რომ ნახოს, 5 ცხოვრობს თუ 15.

მომიწია ახსნა, რომ საგანგებო მდგომარეობის დროს, ისედაც აქვს ხელისუფლებას საკუთრების უფლების დარღვევის უფლება. მიპასუხეს, რომ ამ ეტაპზე, ამის საჭიროება არ არის.

ანუ, განა უფლება არა აქვს სახელმწიფოს რომ შემოვიდეს სახლში და ქმარი და ორი შვილი გადაიყვანოს (და ქმრის და შვილების ცალკე გადაყვანა – საკუთრების უფლების დარღვევა რომ ყოფილა ეს ცალკე ისტორიაა) – აქვს უფლება, მაგრამ არ სჭირდება. სახლში თავიც გიტეხია, მანქანაშია საშიში და საზიანო.

ჩემი მეგობარი მაინც ჯიუტად ითხოვს, თუ საშიშია ავტომანქანაში სამზე მეტი ადამიანის ყოფნა, სახლშიც საშიში იქნება და გამოუყონ დამატებითი ფართი. ამიტომ, მეც ისევ მომიწია მთავრობის ცხელი ხაზის ოპერატორისთვის თხოვნის გამეორება – მიპასუხა, რომ ამ მოქალაქეს შეუძლია გამგეობას მიმართოს.

მოკლედ, ოჯახებმა, სადაც ცხოვრობთ სამ ადამიანზე მეტი, შეგიძლიათ გამგეობას მიმართოთ თხოვნით, რომ გადაგანაწილონ, რადგან სახიფათოა სამ ადამიანზე მეტის ყოფნა ერთ სივრცეში. თქვენს გამგებელს რა სახე ექნება ამ თხოვნის მოსმენისას, ამის წარმოდგენა თქვენთვის მომინდვია.

-თუ გამგებელმაც უარი უთხრა – რა ქნას? ხომ საშიშია ერთად სამ ადამიანზე მეტი და ქუჩაში გაუშვას ქმარი და შვილები?

-ქუჩაში თუ გავლენ, დააჯარიმებენ.

სოფელში უნდათ ოჯახის გაყვანა, მართლა უნდათ.

-ერთად ვერ წავლენ სამწუხაროდ სამი შვილით – დააჯარიმებენ.

და რაიონში რომ ორ შვილს წაიყვანს და უკან დაბრუნდება ცოლის და მესამე შვილის წასაყვანად – ძიძას გამოუყოფს ვინმე იმ ორ ბავშვს, რომელიც სოფელში უნდა დატოვოს?

-არა, ქალბატონო, ძიძა სახელმწიფოს არ ეხება, ეს უკვე კერძო ხელშეკრულებებით რეგულირდება.

ხო, ამ ამბავში კარგი ისაა, რომ თუ 3 ადამიანზე მეტნი სხედხართ მანქანაში და ერთი მძღოლის გვერდითაც ზის – ორს დარღვისთვის არ გაჯარიმებენ, მხოლოდ ერთ ჯარიმას გამოუწერენ მძღოლს და როგორც ზემოთ აღვნიშნე, მერე შეგიძლიათ „გატეხოთ“. აი, ცოლ-ქმარზე და სამ შვილზე როგორ გატყდება, ეგ არ ვიცი.

კიდევ უკეთესი ამბავი ისაა, რომ საბარგულზე არ არის არაფერი ნათქვამი, ნათქვამია, რომ მძღოლის უკან სავარძელზე არ უნდა ისხდეს ორ ადამიანზე მეტი, მაგრამ არ არის ნახსენები არსად საბარგული, ასე რომ… მე არაფერი მითქვამს…

რაც შეეხება ჯარიმის გადახდას, რა თქმა უნდა, ეგაც ვიკითხეთ. გვითხრეს, რომ ალბათ, დარეგულირდება ადმინისტრაციული კოდექსით და როცა პასუხმა, რომელიც იწყება – ალბათ – სიტყვით, არ დამაკმაყოფილა, მოუწიათ ეთქვათ, რომ ეგ არ იციან. საგანგებო მდგომარეობის დასრულებამდე ჯარიმას მაინც ვერ გადაიხდის და მერე ვნახოთო.

ჯარიმას რატომ ვერ გადავიხდი საგანგებო მდგომარეობის დასრულებამდე, სამი დღის წინ დენის და გაზის გადასახადი გადავიხადე! რა თქმა უნდა, ჯარიმის და გადასახადების გადახდა შეიძლება, არავის შეუზღუდავს, საქმე იმაშია, რომ კონკრეტულად ამ ჯარიმების გადახდის ვადა, ჯერ მთავრობის მიერ შექმნილმა და გადამზადებულმა ცხელმა ხაზმაც არ იცის.

ისევე როგორც, სინამდვილეში, სამ პირზე მეტი ადამიანის აკრძალვა მხოლოდ ტაქსებისთვის შემოიღეს, მაგრამ მერე უკან აღარ დაიხიეს, თან  თვლიან, რომ ასე პატრულს საქმე გაუადვილეს, სად არკვიოს ახლა ტაქსია თუ ოჯახი, მაგრამ აბა ერთი იმ პატრულს ჰკითხეთ, სამი შვილით რომ მამა შეხვდება, იმისი დაჯარიმება გაუხარდება, თუ არა?

ხო, ასევე დაჯარიმდებიან პირები, რომლებიც ეცდებიან ალკოჰოლის რეალიზებას – სახლში ჩამჯდარი ხალხი რომ არ გალოთდეს, ალბათ.

იკრძალება ონლაინ გაყიდვებიც, გარდა პროდუქტისა და ის კომპანია რომელიც აკრძალვებს დაარღვევს – დაჯარიმდება 15 000 ლარით.

ხო, სხვათა შორის, ევროპაში, მათ შორის იტალიაშიც არის ჯარიმები, იქ ჯარიმდება მაღაზიები, აფთიაქები, რომლებიც პროდუქტს გადამალევენ ან გააძვირებენ.

„ალია“ დაუკავშირდა ბატონ ამირან გამყრელიძესაც, რადგან, როგორც პრემიერი გვეუბნება, ბატონი ამირანისა და სხვა ექიმების რჩევებითა და რეკომენდაციებით მოქმედებს, შესაბამისად, სხვას ვის ექნება პასუხი კითხვაზე, რატომ არ შეიძლება სამ პირზე მეტი ავტომანქანაში და რატომ არ შეიძლება მძღოლის გვერდით იჯდეს ცოლი.

ბატონო ამირან, 5 წუთი დამჭირდება სულ, ორი კითხვა მაქვს.

-5 წუთი ბევრია, მაგდენი დრო არა მაქვს. უცებ მკითხეთ.

შეიძლება თუ არა მძღოლის გვერდით იჯდეს ცოლი, და, დედა – ის ადამიანი, რომელთან ერთადაც 24 საათს ატარებ ერთ ჭერქვეშ?

-იზღუდება ხო, მაგრამ ცოლ-ქმარს შეუძლია გვერდი-გვერდ რომ დასხდნენ.

ჩემს მეგობარს ჰყავს სამი შვილი, უნდა სოფელში წავიდეს ოჯახით, სამ ადამიანზე მეტის მგზავრობა აკრძალულია, როგორ მოიქცეს?

-არავინ დასჯის, ალბათ, თუ ოჯახი მიჰყავს.

ხოო, არ მაქვს სხვა კითხვა.

ვინ მისცა ჩვენს მთავრობას ეს რეკომენდაცია, აბა?

მართალია ბატონი ამირანი დროს არ იშურებს, როცა ტელე-მედიასთან საუბრობს და მათზე მერე ასე ბრაზობს, მაგრამ ბეჭდური და ონლაინ მედიისთვის 5 წუთი ბევრი ყოფილა.

საქართველოს პრემიერს და მთავრობას ყოველ საღამოს შეუძლიათ არსებულ დადგენილებებზე იფიქრონ, მათ სუსტ მხარეს დააკვირდნენ და მეორე დღეს ახალი დადგენილებით გამოასწოროს.

იმედს ვიტოვებთ, დაინახავს ჯარიმების არასწორ პრინციპს პრემიერი და გამოასწორებს, თორემ, გვესმის, ამ შემთხვევაში, როცა არასოდეს გიმართია საგანგებო მდგომარეობა, შეცდომები დასაძრახი არ არის. დასაძრახი ხალხის ხმის არ მოსმენა და სიჯიუტეა.

საყოველთაო კარანტინი, დღე მეორე – 01.04. 2020.

„ალია“, თამო კეშელავა

  •  
  •  

კომენტარი

  1. მედეა

    გაიხარეთ, ვიხალისე ამის წაკითხვისას, დიდი მადლობა. კურიოზები ბევრია და გასაკვირი არც არის. დაიხვეწება ალბათ დრო და დრო, მაგრამ მე მინდა მ ა ლ ე დამთავრდეს ეს კარანტინი! კოვიდ-19 -ს არ ესმის არც ხვეწნა, არც საყვედური, არც ლანძღვა-გინება, მოდის და გ ვ ი ტ ე ვ ს! კიდევ კარგი სიკვდილიანობა 2-3 %-ია და იმედი გვაქვს 97 %-ში მოვხვდებით, თორემ ეს იმედი რომ არ გვქონდეს–ამ სახალისო სტატიაზეც ვერ გავიცინებდით. რას ვიზამთ, თავს ზევით ძალა არ არის!

  2. გელა

    მყავს ცოლი 2შვილი და 1შვილიშვილი.ვარ რაიონში და როგორ გადავიყვანო.24 საათს ერთად ვატარებთ და მანქანით არ შეიძლება გადავაადგილდე 3 საათის განმავლობაში?ვის მივმართო?არც იმდენი საშუალება მაქვს ორჯერ ჩავიდე თბილისში და ჩამოვიდე.

  3. კეᲗროვანივიᲗომ

    არგცხვენია ბატ პრემიერო გამოდიხარᲗ და Თავი Შესაწირ კრავაᲗ რომ მოგაქვᲗ ვისაქვს 3000 ლარები ცოᲗა ᲐზრზემოდიᲗ არ დსგავიწყდეᲗ საიდან მოდიხარᲗ ხალხის ფესვევიდან მოდიხარᲗ Ჩვენაირი ხალხის ცოტა ფრᲗხილად !

  4. კეᲗროვანი

    არგცხვენია ბატ პრემიერო გამოდიხარᲗ და Თავი Შესაწირ კრავაᲗ რომ მოგაქვᲗ ვისაქვს 3000 ლარები ცოᲗა ᲐზრზემოდიᲗ არ დსგავიწყდეᲗ საიდან მოდიხარᲗ ხალხის ფესვევიდან მოდიხარᲗ Ჩვენაირი ხალხის ცოტა ფრᲗხილად !

  5. კეᲗროვან

    დაჯარიმეს Ჩემი Ძმა და მამაᲩემი რომელიც ერზᲗ ჯერ ᲥვეᲨ ცხოვრობენ აეხლა მიᲗხარიᲗ ეს სამარᲗლიანია ?

  6. ანონიმური

    დროზე გადახედეთ ოჯახის წევრების ერთი მანქანით გადაადგილების აკრძალვას განსაკუთრებით არასრულწლოვნების მიმართ

  7. მარინა

    აბსურდის თეატრი.

  8. ანონიმური

    Nu motyanit ra tvini tqve dedit yle nacebo,

  9. ანონიმური

    Wqdittqven ojaxebtan eetad da emtxviet mkvlel saakashvils yleze

  10. ანონიმური

    Amowydit suyvela nacebo jurnalistebis tamadobit..pu rogor mezizgebit tqven dedebs sheveci

    1. ანონიმური

      მაინტერესებს ქართველები ყველაზე მდიდარი ხალხია თუ რატომაა ეცროპის ყველა ქვეყანაში დაწესებულ ჯამირიმაზე მეტი აქაური ჯარიმები. ალბათ პარლამენტარები მათი ხელფასებით მსჯელობენ, არა ვართ მასა მდიდრები, მიხვდით, თავი ძლივს გაგვაქვს. ყველას ვალი გვაგვს. თუკი რაიმე გაგვიკეთებია მხოლოდ ვალით და ვახშით, ჰოდა დააწესე ისეთი ჯარიმა შევძლოთ გადახდა, დაგვაძეხით ეხლა ჯარიმებზე,

  11. კატო

    ძალიან დიდი იმედი მაქვს რომ ეს კანონიც მალე გადაიხედება და შეცვლიან. რადგან მართლა უაზრობაა კოლოსალური თანხა გადაიხადო მეუღლის ან ოჯახის სხვა წევრთან გვერდით ჯდომის გამო. დავამატებ, მაშინ როცა ძალიან ბევრი უმუშევარი დარჩა და ამის გამო გადავადდა სესხები, კომუნალური გადასახადები და საინტერესოა რისთვის გაკეთდა ეს სიკეთე თუ კი ისევ ვალში და სესხში უნდა ამოგაყოფინონ თავი.

  12. Svdhs

    Jarimas vinc ver gadaixdis 1 tveshi. Mere ramoelit imat? An ahegavati xo unda ikos mainc da tu ajarimebt gadaanawilet mainc 3000 exla vis udevs xalxs Puri enatrebat samushaoebi gacherebulia da xalxze aravin fikrobs esec mtavroba me ver video jarmias mere ?

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.