როდის გათოვდება თბილისში? – მოსალოდნელია თოვლი, ყინვა, ქარბუქი

სინოპტიკოსები, საქართველოში, 18-22 იანვარს ამინდის მკვეთრად გაუარესებას ელოდებიან.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 18-20 იანვარს საქართველოში მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის მნიშვნელოვანი დაცემა, ნალექი, ზოგან ძლიერი, 19-20 იანვარს უმეტესად თოვლის სახით, მთაში ზოგან ნისლი და ქარბუქი, ზღვაზე 2-3 ბალიანი ღელვა, საავტომობილო გზებზე ლიპყინული, ელექტროგადამცემ ხაზებზე შემოყინულობა, მთიან რეგიონებში ზვავსაშიშროება.

19-22 იანვარს ღამის საათებში კოლხეთის დაბლობზე ჰაერის ტემპერატურის -4, -6 გრადუსამდე მოსალოდნელმა დაწევამ შესაძლებელია ციტრუსები, განსაკუთრებით ლიმონის ნარგავები დააზიანოს.

თბილისში 18 იანვარს მოსალოდნელია მცირე წვიმა, ხოლო 19 იანვარს სინოპტიკოსები თოვლს ელოდებიან. ტემპერატურა ღამის -1 გრადუსამდე დაეცემა, ხოლო დღისით +2 გრადუსამდე მოიმატებს.

  •  
  •  

2 Comments

  1. ჭურნალისტი

    “გათოვდება”-ს ავტორს დედაენა თუ აქვს წაკითხული?

  2. გოჩა

    არ მოდის თბილისში თოვლი🙄🙄🙄🙄

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.