როდის გაანახლებენ ფრენას Wizz Air-ი და Ryanair-ი საქართველოში? – მინისტრის პირობა

რამდენიმე კვირაში დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიები Wizz Air-ი და Ryanair-ი საქართველოს მიმართულებით ფრენებს განაახლებენ. როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა, Wizz Air-ი საქართველოს მიმართულებით ოპერირებას სექტემბრიდან განაახლებს, ხოლო Ryanair-ი კი ოქტომბრის ბოლოდან ან ნოემბრის დასაწყისიდან.

“დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიების შემოყვანა არის ჩვენი ხელისუფლების პოლიტიკური ამოცანა და მონაპოვარი. 2016 წელს ჩვენი ხელისუფლების ფარგლებში ყველაფერი გავაკეთეთ, რომ შემოსულიყო კომპანია Wizz Air-ი. შემდეგ მან გააორმაგა მიმართულებები.

2019 წელს დავასრულეთ მოლაპარაკება და შემოვიყვანეთ მსოფლიო დაბალბიუჯეტიანი ავიაგიგანტი Ryanair-ი და ჩვენ ამ მონაპოვარს არ დავთმობთ.

პირდაპირ გეტყვით, რომ უკვე ამ თვეში აღდგება გარკვეული უსაფრთხო მიმართულებებით ფრენები Wizz Air-ის მიერ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში. ჩვენ ასევე დარწმუნებულები ვართ, რომ ოქტომბრის ბოლოდან ან ნოემბრის დასაწყისიდან Ryanair-ი აღადგენს ფრენებს. რა სიხშირეები იქნება, რა მიმართულებები იქნება ამაზე ავიაკომპანიებთან ვმუშაობთ”, – განაცხადა Euronews Georgia-სთან საუბარში ნათია თურნავამ.

AVIANEWS.GE

  •  
  •  

One Comment

  1. ::::

    თუ ნელნელა გახსნით საზღვრებს, ხალხის აგრესია შემცირდება და ხმებსაც მიიღებთ.იფიქრეთ ამაზე

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.