“როდესაც საკუთარი შვილების ცხოვრებაც კი არ ვიცით, სხვას რაღას უნდა ვთხოვდეთ?”

ეკონომიკის ექსპერტი, ირაკლი ლატარია, სოციალურ ქსელში, წერს:

“სახელმწიფო არ არის მხოლოდ მთავრობა, პარლამენტი, სასამართლო და ტელევიზია.

სახელმწიფო ვართ ჩვენ, თითოეული ჩვენი ოჯახი, ჩვენი შვილები, მეგობრები და ა.შ. სახელმწიფოს როლი არ და ვერ იქნება იქ, სადაც საუბარია ოჯახზე, შვილზე, ურთიერთობასა და აღზრდაზე.

სკოლაში ბავშვი მიდის ოჯახიდან და არ მგონია იყოს სწორი, ყველაფერი მოკითხო პედაგოგს.

ყველამ, ჩვენ – ჩვენი პასუხისმგებლობა რომ გავითავისოთ და შევიგნოთ, ყველაფერზე სხვისკენ თითს აღარ გავიშვერდით. ყოველთვის სხვასთან ან სხვაში რომ ვეძებთ გამოსავალსა და გასაღებს, ჩვენი როლი სადღა არის ამ დროს?

მოკლედ, ყველამ რომ ზუსტად ისე იფიქროს საკუთარი შვილის აღზრდასა და მომავალზე, როგორც მას თითის გაშვერა შეუძლია, ბევრად ბედნიერი და სრულყოფილი ერიც ვიქნებოდით!!!

პოსტი არ არის პოლიტიკური, უბრალოდ გული მტკივა, როდესაც საკუთარი შვილების ცხოვრებაც კი არ ვიცით, სხვას რაღას უნდა ვთხოვდეთ?”

  •  
  •  

კომენტარი

  1. ანონიმური

    და რისი თქმა გინდა,რომ სახელმწიფო ძალიან მაგარი გვაქვს და ჩვენ ადამიანები ვუშლით ხელს და თავებს ვიხოცავთ?

  2. მამხილებელი!

    განვარცობ, ხალხო !…პასუხები ამ თემებზე პირველ რიგში, უფლის წიაღში ეძიეთ. სადაა საპატრიარქო?,რატომ არ აკეთებს განცხადებებს?,მაგალითად რა გაფთხილებებს გვაძლევს ამით უფალი?… კაცობრიობა შევიდა ოფიციალურად მერწყულის პერიოდში…უდიდესი გარდაქმნების პერიოდია დაწყებული: მეოთხე განზომილება,დედამიწის ვიბრაცია და სიხშირე(შუმანის ტალღები ) არის ძალზე გაზრდილი… აქედან გამომდინარე, ზოგიერთ ადამიანში მესამე თვალის გახსნის პროცესებია დაწყებული(არის შემთხვევები, რომ ადამიანებმა 50 წლის და ზემოთ ასაკში, თავიანთ თავში ახალი პროფესიები და სხვა უამრავი რამ აღმოაჩინეს),არაფერს ვამბობთ ინდიგო ბავშვებზე…და ა.შ…ვერ ხვდებით რომ, ჩვენი შემქმნელი, ამ უბედური ამბებით, პირდაპირ გვეუბნება; შეიცვალეთ და შეცვალეთ თქვენი ცხოვრების წესიო,თუ არა კიდევ უფრო დაგჟჯითო და ახალ სამყაროში არ მიგიღებთო!. ხალხო გამოღვიძების(პრაბუჟდენია) პერიოდია დაწყებული მთელს მსოფლიოში…ჩვენ კი ისევ ვგვძინავს(ან მერამდენედ უნდა შევიღვიძოთ, რომ ისევ დავიძინოთ?)… ეს მარტო,ხელისუფლების ბრალი არაა!.რაც ხდება ყველას ბრალია!. რა “საზოგადოებაცაა”, ისეთია ხელისუფლება…ეხლა არ მითხრათ, მშიერია ხალხი და მაღალი ზნეობებისათვის და ა.შ…არ ცალიაო. იმისთვის ხომ ცალიათ რომ, მტყუანები თუ მართლები არიან, ერთმანეთს ოღონდ უაპელაციოდ, საწინააღმდეგო უთხრან?. იმისთვის ხომ ცალიათ დიდების და პატარების 90%-ზე მეტმა 24 სთ გაჯეტებზე უაზროდ უკაკუნოს?…ამ უბედურებებთან ერთად ჩვენს ქვეყანაში, პირველ რიგში; უინტერესობა, გაუნათლებლობა,გაუტანლობა,”დებილიზმი ხდება(ჩვენთან უკვე გამხდარია),ახალი საზოგადოებრივი ნორმა”ა.დ…გიზგიზებს!. საადა ეკლესია რატომ არ აყენებს საკითხს, სკოლებში რელიგიის სწავლებასთან დაკავშირებით?…და სხვა რამდენი ცხოვრებისეული პრობლემებია?… მოკლედ ვიცით რომ, მგელ ვუკითხავთ სახარებას, მაგრამ იმედით ცოცხლობს ადამიანი!. P.S.ხალხო არ უნდა გიხაროდეთ რომ,საქართველო მინიმუმ არის, წარღვნის შემდგომი კაცობრიობის ცივილიზაციის აკვანი და ამას, მალე მსოფლიო (იძულებული გახდება)ოფიციალურად აღიარებს…უფლის მეორედ მოსვლა სინამდვილეში არის ლაზარეს(ქართული ენის) აღდგინება. ამ ენებით და ანბანით, ბიბლის ბეჭდების ახსნა…!!!.(თქვენ კი გააგრძელეთ ისევ ძილქუში,ვისაც გამოფხიზლება, ვერ და არ გინდათ!)

  3. ანონიმური

    და რისი თქმა გინდა,რომ სახელმწიფო ძალიან მაგარი გვაქვს და ჩვენ ადამიანები ვუშლით ხელს განვითარებაში და თავებს ვიხოცავთ ან ერთმანეთს ვხოცავთ?ერთი კია,მოაზროვნე ხალხი რომ უფრო მეტი იყოს ქვეყანაში შემძვრომზე,თქვენი ბუნდღა აქამდე აღარ იქნებოდა!!!

  4. ანონიმური

    ჩემი პოსტი ეკუთვნის ლატარიას,არა მამხილებელს.

  5. მმმ

    ვეთანხმები პოსტს. მოვისმინე დედის ინტერვიუ და ყველაფერზე არ ვიცი, არ ვივიო ამბობდა. როგორ შეიძლება 23 წლის ქალიშვილი ღამის 12 საათზე ბრუნდებოდეს სახლში ცუდ ხასიათზე, ტირილით და არაფერი არ იცოდე რა ხდება. აბა გახარიას უნდა ცოდნოდა სად დადიოდა მისი შვილი? მერე რომ იძახიან საფრანგეთში სწავლობდაო, ეს ხომ ტყუილია. საფრანგეთში ყოფილა მხოლოდ ერთი სემესტრი ერაზმუსის პროგრამით. ერთი სემესტრი კიდევ სხვაგან. ერაზმუსის ოროგრამა უფრო ინტეგრაციულია, ვიდრე მეცნიერული…. ვიცი ეს დანამდვილებით. ასე რომ საინფორმაციო საშუალებები ცრუ ინფორმაციას ავრცელებენ.

    1. ანონიმური

      ვინ გქოქავს, შე მძორო…

  6. ანონიმური

    ლატარია შენ ხარ მაგარი ვითომ შენიღბული პროჭი….

  7. მარიამი

    თუ ორ სემესტრს ისწავლი საფრანგეთში, ეგ რა, არ არის სწავლა?! ვის დავალებას ასრულებთ, ქადაგად დავარდნილო ლატარია, რატომ ცდილობთ გარდაცვლილისა და მისი ოჯახის დაკნინებას?
    ასეა, ,, სხვა სხვისა ომსა ბრძენია”.

  8. ანონიმური

    რატომღაც თამარის საფრანგეთში გატარებული სწავლის წლები ვიღაც-ვიღაცებს ყელზე ადგებათ. ალბათ შემთხვევით არ აქცენტირებენ ამაზე.

  9. ანონიმური

    rhen xar bizinas eqsperti he matxovaro Zaan ginda heeteno parlamenthi mara ar daijero he matyuara da bogmiano adamiano kacis garda yvelaferi xar he matxovaro vin mogxems xmas

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.