როდემდე გაგრძელდება საქართველოში თბილი ამინდები

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 17-18 ოქტომბერს საქართველოში თბილი და უნალექო ამინდი შენარჩუნდება.

ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოში +27, +32, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში +23, +28 გრადუსია მოსალოდნელი.

19 ოქტომბერს დასავლეთ საქართველოში გაწვიმდება და შედარებით აგრილდება.

ამინდი თბილისში

თბილისში თბილი და უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა +25, +27 გრადუსი დაფიქსირდება.

  •  
  •  

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.