როგორ შექმნეს თამბაქოსგან კორონავირუსის ვაქცინა და როდის გამოცდიან ადამიანზე?

ბრიტანული სიგარეტის კომპანია აცხადებს, რომ თამბაქოზე დაფუძნებული კორონავირუსის ვაქცინა მზად არის ადამიანზე გამოსაცდელად.

Bloomberg-ში გამოქვეყნებული სტატიის თანაახმად, FDA-ის დასტურის შემდეგ, კომპანიას შეეძლება, ვაქცინა ადამიანებზე გამოსცადოს.

Kentucky BioProcessing-მა ვაქცინაზე მუშაობის დაწყების შესახებჯერ კიდევ აპრილის თვეში განაცხადა. ეს არის თამბაქოს ერთ-ერთი უმსხვილესი მწარმოებლის, BAT-ის შვილობილი და ის ბიოტექნოლოგიების მიმართულებით საქმიანობს.

ინოვაციური მიმართულება, რომელიც კომპანიის მიერ არის დანერგილი, თამბაქოს ფოთლების მეშვეობით, ახალი თაობის ვაქცინების წარმოებაა.

კომპანია FDA-ისგან პასუხის მიღებას უახლოესი კვირების განმავლობაში ელის.

Kentucky BioProcessing-ი, ვაქცინას მცენარეული ორგანიზმით აწარმოებს, რასაც კომპანიის ინფორმაციით, რამდენიმე უპირატესობა გააჩნია ვაქცინის წარმოების ტრადიციულ ტექნოლოგიასთან მიმართებით, კერძოდ:

აღნიშნული ტექნოლოგია უსაფრთხოა, რადგან თამბაქოს ფოთლები არ შეიცავენ იმ ტიპის პათოგენებს, რაც იწვევს დაავადებებს ადამიანში.

უფრო სწრაფია, რადგან ვაქცინის ელემენტების აკუმულირება თამბაქოს ნერგში ხდება გაცილებით სწრაფად – 6 კვირაში, ტრადიციულ მეთოდებით კი მას მრავალი თვე სჭირდება.

ვაქცინა ვარგისია ოთახის ტემპერატურის პირობებშიც კი, როცა ტრადიციული ვაქცინები ხშირად სპეციალურ მაცივრებს საჭიროებენ.

წყარო: „პრაიმტაიმი“

  •  
  •  

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.