„როგორ შევასრულო ხელისუფლების მოწოდება, როდესაც არ მაძლევს ამის შესაძლებლობას?“

ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია სოციალურ ქსელში წერს:

„ჩემს სოფელში უახლოესი მაღაზია სამ კილომეტრშია, სადაც, ცხადია, ფასები თბილისის ფასებზე უფრო მეტია. გუშინ ჩამოვედი თბილისში, რომ ამ დღეებში ცოტა პროდუქტი მეყიდა და წავსულიყავი კვლავ სოფელში ორიოდე კვირით მაინც, სანამ პროდუქტი მეყოფოდა. დღეს გავიგე, რომ ხვალიდან არანაირი ტრანსპორტი აღარ ივლის მთელ რაიონში. პრაქტიკულად გარესამყაროს მოწყდება ათობით სოფელი. არც მე ვიცი, როგორ უნდა წავიდე, თან მაშინ, როდესაც იზოლაციას და სახლში დარჩენას მთხოვს ხელისუფლება.

ვიმეორებ, ორ კვირაში ერთხელ მინიმუმ აუცილებელია ჩამოვიდე, შევიძინო პროდუქტი, დავეკონტაქტო ჩემს ექიმს საჭიროების მიხედვით და კვლავ გავაგრძელო “დარჩი სახლში”, მაგრამ ესაა, რომ სახლში ვეღარ წავალ ტრანსპორტის არ არსებობის გამო.

ამას გარდა, რეგიონში თბილისიდან სამსახურში დადიან პოლიციის თანამშრომლები, რამდენიმე ექიმი და ა.შ. არც მათ იციან, როგორ იარონ თავიანთ სამსახურში.

და როცა ვამბობ, რომ ეს არის უპასუხისმგებლობა, ამდენი ადამიანის მოწყვეტა, ხელისუფლება თავის დაგეშილ პროპაგანდისტებს მიქსევს.

მიკროავტობუსები გაუქმდა, მაგრამ ავტობუსი არ დანიშნულა რაიონულ ცენტრამდეც კი, აღრაფერს ვამბობ სოფლებზე.

ვინმე აპირებს ამის გამოსწორებას ან პასუხისმგებლობის აღებას? როგორ შევასრულო ხელისუფლების მოწოდება, როდესაც არ მაძლევს ამის შესაძლებლობას?“

  •  
  •  

კომენტარი

  1. ანონიმური

    მართალი ხარ!

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.