როგორ უნდა დამარცხდეს ოლიგარქიული მმართველობა და რატომ ვერ იქმნება „მესამე ძალა“

„ალიას“ პოლიტოლოგი, ლევან ლორთქიფანიძე ესაუბრება.

–  ლევან,  კარგად ვიცი თქვენი  ნეგატიური დამოკიდებულება, ზოგადად,  ოლიგარქიული მმართველობის  და  შესაბამისად, ჩვენი ხელისუფლების მიმართ. რა უნდა გავაკეთოთ, რომ შევცვალოთ  ამ ტიპის  მმართველობა? რა უნდა გავაკეთოთ ხალხმა, სამოქალაქო აქტივისტებმა, პოლიტიკოსებმა, რომ ეს მახინჯი რეალობა შევცვალოთ?  

–         სამწუხაროდ, ოლიგარქიის ჩანაცვლების ზუსტი რეცეპტი არ არსებობს. მათ ფესვი აქვთ გადგმული საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში და პოლიტიკის, ეკონომიკის, კულტურის დარგთა უდიდეს უმრავლესობას აკონტროლებენ. თუმცა, მაინც შეიძლება რამდენიმე მეთოდის გაზიარება დასავლეთიდან. ოლიგარქების ძალაუფლების მთავარი წყარო ფულია. შესაბამისად, სახელმწიფო უნდა შეეცადოს, რომ მდიდრებს გაცილებით მაღალი გადასახადები დაუწესოს, ვიდრე დანარჩენ საზოგადოებას. ოლიგარქებმა უნდა იცოდნენ, რომ თავიანთი შემოსავლის 40-45%-ის ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდა მოუწევთ. ამასთანავე, მნიშვნელოვანია მათთვის რეგულაციების დაწესებაც, ყოველი ნაბიჯის დაგადგმისას მათ სახელმწიფოს მიერ დაწესებული მაღალი სტანდარტების შესრულება უნდა უწევდეთ. რეგულაციები და მკაცრი საგადასახადო პოლიტიკა ოლიგარქებს დაუკარგავს რესურსების იმ ნაწილს, რომელსაც ისინი პოლიტიკური მანიპულაციებისთვის იყენებენ.

–         ამ თემაზე პოლემიკაც არ ღირს, რადგანაც  უპერსპექტივო იდეაა და ბევრ ევროპულ ქვეყანაშიც კი არ დიდი ამბავი ატყდა.

– ამგვარი პოლიტიკის გატარება შორეული პერსპექტივაა. მანამდე კი საჭიროა, რომ ხალხმა, აქტივისტებმა, ჟურნალისტებმა უარი თქვან ოლიგარქიასთან თანამშრომლობაზე და ალტერნატივების შექმნაზე დაიწყონ ფიქრი. ოლიგარქიასთან უმცირესი კომპრომისიც კი დაუშვებელია, ნეკს თუ დავუთმობთ მთელ ხელს წაიღებენ. 2020 წლის არჩევნებზე 1%-იანი საარჩევნო ბარიერი იქნება, რაც ამგვარი უკომპრომისო ალტერნატივების ჩამოყალიბების წინაპირობას ქმნის.

–  წინა  არჩევნებზე,  ამომრჩეველს ორ პოლიტიკურ ძალას შორის უწევდა არჩევანის გაკეთება–  „ქართული ოცნება“ და „ნაცმოძრაობა“. „ნაცმოძრაობაში“ „ევროპულ საქართველოსაც“ ვგულისხმობ, რომელმაც ფორმა შეიცვალა და შინაარსი იგივე დარჩა. 2016   წლის საპარლამენტო არჩევნებიდან მოყოლებული, მატულობს იმ ამომრჩეველთა რაოდენობა, რომელიც ამ ორი პოლიტიკური ძალიდან არც ერთს არ  უჭერს მხარს, რომელიც სახლში დარჩენას ამჯობინებს, არ მიდის არჩევნებზე.  არადა,  საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის მონაცემებით, მათმა რაოდენობამ 48% შეადგინა, ამომრჩეველთა თითქმის ნახევარი.  შეძლებს დღევანდელი ე. წ. გაერთიანებული ოპოზიცია ამ ამომრჩევლის ნაწილის მიმხრობას?

– გაერთიანებული ოპოზიცია ნეიტრალური ამომრჩევლის მომხრობას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებს, თუ რეალურად დაადგება განახლების გზას, ახალი იდეებითა და ადამიანებით აღიჭურვება. დღეს ამ ტენდენციის უმცირესი ნიშნებიც კი არ შეიმჩნევა, პირიქით! გაერთიანებული ოპოზიცია წარმოადგენს მხოლოდ ძალაუფლების მოპოვების მიზნით ჩამოყალიბებულ ერთობას. მის წევრებს ერთმანეთთან არაფერი აქვთ საერთო. მეტიც, ერთი მაგიდის ირგვლივ თავმოყრილ პოლიტიკოსებს სძულთ ერთმანეთი და პირველივე შესაძლებლობისთანავე სასტიკად გაწირავენ თანამებრძოლებს, ახალ ბანაკში გადაბარგდებიან. ამასთანავე, ოპოზიციონერთა უდიდესი ნაწილი ვერ გრძნობს პასუხისმგებლობასა და სინანულს ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობის გამო. რიგითი მოქალაქეები ოპოზიციონერთა ურთიერთსიძულვილს, მხოლოდ ხელისუფლების ხელში ჩაგდებაზე კონცენტრირებასა და უპასუხისმგებლობას შესანიშნავად ამჩნევენ. შესაბამისად, ხელოვნურად და დროებით შეკოწიწებულ ძალაში ვერ ხედავენ მტანჯველი ოლიგარქიის ალტერნატივას.

– საზოგადოების დიდი ნაწილი, ე.წ. მიუმხრობელი ნაწილი  არ მალავს, რომ  მესამე პოლიტიკური ძალის გამოჩენას ელოდება. სურთ, შეიქმნას პოლიტიკური ცენტრი, სადაც არც „ნაციონალები“ იქნებიან, არც „ქართული ოცნება“ და არც მათ მიერ, ამ პარტიათა სატელიტებად მიჩნეული პარტიები. საზოგადოების ეს ლეგიტიმური მოთხოვნა, როგორ უნდა იქცეს რეალობად? ხედავთ თავად საზოგადოებაში ძალებს, რომლებიც  ახლო მომავალში შეძლებენ ალტერნატიული პოლიტიკური ძალის  შექმნას? თუ არიან ასეთები, პიროვნებები, საზოგადოებრივი მოძრაობები, ვინ და რომლები არიან?

– დიდი ხანია საუბრობენ „მესამე ძალის“ გამოჩენის აუცილებლობაზე. თუმცა, ეს ადვილი საქმე არ არის. რეალური ალტერნატივის გაჩენას სამი ხელშემწყობი ფაქტორი სჭირდება. უპირველესად, ახალ ძალას განსხვავებული პოლიტიკური ხედვები და დღის წესრიგი უნდა ჰქონდეს. დღეს ქართულ პოლიტიკაში ყველა ძალა ნეოლიბერალიზმის მიმდევრად შეგვიძლია მივიჩნიოთ, მათ ერთნაირი ეკონომიკური ხედვები აქვთ, არც ერთს არ სურს ჩვენი სისტემის ფუნდამენტური გარდაქმნა, სახელმწიფოს გაძლიერება, მდიდრების დაბეგვრა, სახელმწიფოს მხრიდან განათლებასა და ჯანდაცვაზე პასუხისმგებლობის აღება და ა.შ. მეორე ხელშემწყობი ფაქტორი ადამიანების ორგანიზების საკითხს უკავშირდება. „მესამე ძალამ“ უნდა მოახერხოს სხვადასხვა სოციალური ჯგუფის, საზოგადოებრივი ფენების ერთმანეთთან დაკავშირება, მათ შორის მუდმივი ურთიერთობების ჩამოყალიბება. სოციალური დასაყრდენის გარეშე ალტერნატივა არ იქმნება. სამწუხაროდ, ალტერნატივის შექმნის დროს მნიშვნელოვანი ფუნქცია ენიჭება ხოლმე მატერიალურ რესურსებს. შეიძლება გქონდეს ალტერნატიული იდეოლოგია, ხედავდე კავშირს სხვადასხვა სოციალურ ჯგუფებს შორის, მაგრამ მობილიზება, დარაზმვა, პოლიტიკურ ძალად ფორმირება დაფინანსებისა და ინფრასტრუქტურის გარეშე შეუძლებელია.

„ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ თანამმართველობის გარღვევას ბევრი ცდილობს. მაგალითად, ანა დოლიძე, დათო ჭიჭინაძე, ბექა ნაცვლიშვილი, მაგრამ ისინი მაინც პერსონალური კონფლიქტებით ცდილობენ ფონს გასვლას. ზოგიერთმა მათგანმა მატერიალური რესურსების მობილიზება შეძლო, მაგრამ ალტერნატიული იდეების ერთგულებასა და სხვადასხვა ჯგუფების ახალ სოციალურ ფენად შეკავშირებას ისინი ვერ ახერხებენ. შესაბამისად, შეუძლებელია, რომ დასახელებული პოლიტიკოსები ნამდვილ „მესამე ძალად“ იქცნენ. თუმცა, კარგია, რომ დისკომფორტს შეუქმნიან „ქოცებსა“ და „ნაცებს“, ამ გადმოსახედიდან ესეც საქმეა!

– რუსთაველზე  ამჟამად (ინტერვიუ ჩაწერილია 20 ივნისს) მიმდინარე საპროტესტო აქციების რეალური მიზანი რა არის,  თქვენი აზრით?

– რუსთაველზე მიმდინარე აქციით,  საარჩევნო კამპანია გახსნეს ოპოზიციურმა პარტიებმა. რუსთაველის დემონსტარაციები წინასაარჩევნო მობილიზების ჩვეულებრივ პოლიგონად იქცა. აქციის ლიდერებს არც ოკუპაცია აღელვებთ, არც კანონის უზენაესობა და დემოკრატია. მათთვის მთავარ მიზნად ხელისუფლების დამარცხება იქცა. ხელისუფლების დამარცხების მიზნით აქციის ლიდერები ყველაფერზე წავლენ რევოლუციურ სცენარზეც, დუღილის მაღალი ტემპერატურის ნახევარი წლით შენარჩუნებაზეც, პროვოკაციებზეც და ა.შ. მათ შესანიშნავად იციან, რომ ჩვენ უსუსური, სუსტი, არათანმიმდევრული და საყრდენების არმქონე ხელისუფლება გვყავს, რომელიც ნებისმიერ წაბორძიკებაზე შეიძლება სასტიკად დაენარცხოს.

– მაქვს მეორე ვარაუდიც. შესაძლოა, ეს აქცია რევოლუციური პროცესების ასაგორებლად, დესტაბილიზაციისთვის იქნეს გამოყენებული, რომელიც ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობით დასრულდება.  იმ ხალხისგან, ვისაც იქ ვხედავ, არ გამიკვირდება. ყველას არ ვგულისხმობ, მაგრამ უმეტესობისთვის ეს დიდი ხნის ოცნებაა.

– გეთანხმებით. თან პროცესებს ისეთი ადამიანები მართავენ, რომელთაც არც ცოდნა, არც სინდისი არ აქვთ და ყველაფერს მოაწერენ ხელს.

– თუ მშვიდობიანად ჩატარდა არჩევნები, ახალი საარჩევნო სისტემით,  შეძლებს „ქართლი ოცნება“ უმრავლესობის მოპოვებას თუ  კოალიციური პარლამენტი გვეყოლება?

– „ქართული ოცნება“ ყველაფერზე წავა, რათა ერთპარტიული მმართველობა შეინარჩუნოს. დახარჯავენ ძალიან ბევრ ფულს, ააგორებენ უამრავ უბინძურეს კამპანიას, სრულად გამოიყენებენ ადმინისტრაციულ რესურსს. თუმცა, მათ დაკარგეს დასავლეთის მხარდაჭერა, ევროპელი და ამერიკელი პარტნიორების ყოველკვირეული კრიტიკის პირობებში ცხოვრობენ. მათ გამადიდებელი შუშის ქვეშ დააკვირდებიან. შესაბამისად, ჩნდება შანსი, რომ თუ ჩვენ პატარა პარტიებსა და ჯგუფებს (დოლიძე, ჭიჭინაძე, ნაცვლიშვილი და ა.შ.) მასობრივად დავუჭერთ მხარს. შეიქმნას ვითარება, სადაც არც „ქოცებს“ და არც „ნაცებს“ უმრავლესობა არ ექნებათ. სახელისუფლებო გამოცდილების მქონე პარტიებისთვის უმრავლესობის ჩამორთმევა, დიდი ნაბიჯი იქნებოდა ხელისუფლების მრავალპარტიული დანაწილებისთვის. მაშასადამე, შანსი არსებობს იმისა, რომ ერთპარტიული ქედმაღლობისა და უზურპაციისგან გავთავისუფლდეთ. ვნახოთ, როგორ გამოვიყენებთ ამ შანსს.

ლევან ჯავახიშვილი, ალია №21

  •  
  •  

კომენტარი

  1. ანონიმური

    egeni ro damarcxdes kotes garks da esed damplebs raeshveleba vigas autlikaven

  2. ანონიმური

    დღეს საქართველოში არ არსებობს არც ჯგუფები, არც პარტიები, რომელსაც ენდობა ქართველი ხალხი; არც ჭიჭინაძე, არც ნაცვლიშვილი და მით უმეტეს, არავითარ შემთხვევაში … ანა დოლიძე… არ იმსახურებენ ნდობას.
    ქართველი ხალხის უდიდესი უმრავლესობა მოთმინებით ელოდება ახალგაზრდა და ახალი სახეების შემოსვლას ქართულ პოლიტიკაში, რომლებიც ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ კრიმინალური ნაცრეჟიმის ნარჩენები გააქრონ თვალთახედვის არეალიდან.
    ბიძინა ივანიშვილის დიდი შეცდომა სწორედ ის იყო, რომ კოჰაბიტაციაში იმყოფებოდა სისხლიანი ნაცრეჟიმის ნარჩენებთან, კრიმინალებთან, რაც ძალიან ძვირი დაუჯდა: დაკარგა ხალხის ნდობა.
    მან თავისი კოჰაბიტაციით ფაქტიურად გააცოცხლა კრიმინალების პარტია.

    1. ნათი

      მართალს ამბობთ

  3. Giorgi kakaladze

    მომავალი თაობა ჩვენ ვართ:მე, გიგა მაქარაშვილი სიმონ გოგსაძე ანუკი გოგიტიძე მიშა მშვილდაძე მარიამ გეგუჩაძე და სხვა სამოქალაქო აქტივისტები.

    1. თბილისელი

      არა,თქვენ არა ხართ ის თაობა ვისაც ავირჩევდით. თქვენც გაყიდულები ხართ ასე ჩანს დღეს.

  4. ანონიმური

    ოცნმებაზე უკეთესი ალტერნატივა არცერთი არ არის რაც არ უნდა გვინდოდეს

    1. ბათუ

      მართალია გეთანხმები.უკეთესი ძალა თუ გამოჩნდა კი ბატონო,მაგრამ მაგ კარგა ხანს არ იქნება,რადგან არც კი მოჩანან ჰორიზონტზე….

    2. ანონიმური

      იი მართლაა?

  5. ანონიმური

    ოცნება იქნება ლდიერი მაინც!

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.