როგორ უნდა დაასრულოს მოძრაობამ “დავასრულოთ” -“ნაცმოძრაობა”, სოროსის ქსელი, “მთავარი”, “ტვ პირველი” და “ფორმულა”?


ცოტა ხნის წინ, ჟურნალისტმა გიორგი იაკობაშვილმა (სააგენტო FOR.GE-ს დამფუძნებელი), ანალიტიკოსმა სოსო მანჯავიძემ და ია მეტრეველმა ჩამოაყალიბეს არასამთავრობო ორგანიზაცია – „დავასრულოთ“. საზოგადოებამ, ორგანიზაციის მთავარი ლოზუნგი – „ნაცების“ დასრულების ანონსად მიიღო და ია მეტრეველმაც ასე განმარტა მედიასთან – „მთავარი მიზანი „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური ველიდან გაქრობაა და ამ საზოგადოებრივ ორგანიზაციაში საზოგადოებასთან ერთად, „ნაციონალური მოძრაობის“ დროს დაზარალებული პირები და ოჯახები იქნებიან“.

თუმცა, ცოტა განსხვავებულად უყვება „ალიას“ თავის მიზნებზე, ორგანიზაციის კიდევ ერთი დამფუძნებელი, სოსო მანჯავიძე.

-დააფუძნეთ ორგანიზაცია, რომლითაც, როგორც მივხვდით, აპირებთ „ნაცმოძრაობის“ დასრულებას, ხო?

-არამარტო. საქართველოში ჩამოყალიბდა საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ მებრძოლი კლასტერი, რომელიც შედგება სამი კომპონენტისგან, ეს არის პოლიტიკური, მედია და ენჯეო კომპონეტი. ეს სამი კომპონენტი მოქმედებს, როგორც ერთიანი და მიზანმიმართულად ამკვიდრებს დღის წესრიგს – მათი დღის წესრიგია, სახელმწიფო ორგანოების დელეგიმიტაცია, ტრადიციული ღირებულებების მოშლა, ეკლესიის დისკრედიტაცია, განათლებულს და კულტურის დეგრადაცია. უნდა ვაღიაროთ, რომ ჩვენმა საზოგადოებამ ჯერ ვერ გამოიმუშავა იმუნიტეტი ამ მავნებელი მოვლენის წინააღმდეგ, ვინაიდან ის სარგებლობს მძლავრი საერთაშორისო იდეოლოგიური, პოლიტიკური და ფინანსური მხარდაჭერით. ჩვენი მიზანი არის ამ ტრიადის განეიტრალება. ამ მიზნის მისაღწევად დაგეგმილია ღონისძიებები: პირველ რიგში, თანამოაზრეთა გაერთიანება, წესიერ ხალხს ყოველთვის უჭირს გაერთიანება, ავაზაკები და დამნაშავეები მარტივად ერთიანდებიან, ამიტომ, ძალიან რთული ამოცანაა, მაგრამ სხვა გამოსავალი არა გვაქვს, კონსოლიდაცია უნდა მოვახდინოთ. საზოგადოებრივი კონსოლიდაციის შედეგად უნდა მოვახდინოთ ზეწოლა საკანონმდებლო ორგანოზე, რომ მან მიიღოს კანონი. კანონების ინიცირებასაც მოვახდენთ – უხამსობის, ცილისწამების, მიზანმიმართული მავნებლობის წინააღმდეგ მიმართული საკანონდებლო პაკეტია საჭირო.

-მაგალითად?

-ცილისწამების შესახებ, უნდა გამკაცრდეს კანონმდებლობა, ფეიკნიუსების წინააღმდეგ უნდა იქნეს კანონი მიღებული და ა.შ.

-ბატონო სოსო, ცილისწამების წინააღმდეგ არის უკვე კანონი მიღებული, მაგრამ დასჯილი თითქმის არავინ გვინახავს, არსებული კანონით, თუ არავინ ისჯება, გამკაცრებული კანონი რას მოგვცემს?

-აქვე გეტყვით უნდა გამკაცრდეს კანონმდებლობა, რომელიც პროკურატურის პასუხისმგებლობასაც აყენებს, ის რომ შეიძლება პროკურატურამ არ გამოიძიოს და რაც უნდა ის გამოიძიოს და რაც არ უნდა – არა – ეს მიდგომა უნდა აღმოიფხვრას. თქვენ რომ მკითხეთ, „ნაცების“ წინააღმდეგ არის თქვენი ორგანიზაციაო, არ არის მარტო „ნაცების“ წინააღმდეგ, ეს იმის წინააღმდეგაა, რაც აი, ამ ვაქხანალიას იწვევს ქვეყანაში. „ნაცები“ ამ ვაქხანალიით სარგებლობენ, რა თქმა უნდა, მაგრამ ვინც ასარგებლებს, ის არანაკლები პრობლემაა. ვიღაცამ ისე გაიგო, რომ არჩევნებისკენაა მიმართული, მაგრამ არაა ასე.

-ახლა რასაც ამბობთ, ამას საზოგადოება 8 წლის მანძილზე ითხოვს, ამის გასაკეთებლად აირჩია 8 წლის წინ „ოცნება“ მაგრამ ხელისუფლება აიგნორებს ხალხს, რატომ ხართ თქვენ ხმას შეისმენს?

-ყველა ვხედავთ, რომ ბელორუსის სცენარით ემზადებიან არჩევნებისთვის, ამას ბრმაც კი დაინახავს, აქედან გამომდინარე, არ შეიძლება ხელისუფლებას, თუ მას აქვს თვითგადარჩენის ინსტიქტი, არ უნდოდეს საზოგადოების ჯანსაღი აზრი. ამაზეა ჩვენი გათვლა. კოკა ყოველთვის წყალს ხომ ვერ მოიტანს.

-იქნებ, არ უნდათ წყლის მოტანა, თორემ, ჩარეცხეს 2012-იანები, არ უსმენენ თანამებრძოლებს. იქნებ, საზოგადოების ნაწილი, რომელიც ამბობს, რომ „ოცნება“ ემზადება „ნაცებისთვის“ ხელისუფლების გადასაბარებლად, მართალია?

არა, არ არსებობს ისეთი ხელისუფლება, რომელსაც უნდოდეს, რომ არჩევნები წააგოს. რაც შეეხება იმას, რომ არ გვისმენენ და ჩაგვრეცხეს, ეს ბევრი მიზეზითაა განპირობებული, საერთაშორისო ზეწოლით, იმ ხალხით, ვისაც არ უნდა რომ მისი დანაშაული ამხილონ და  ა.შ. კლანებია იქაც, ხელისუფლებაშიც, რომლებსაც, არ უნდათ სამართლის დადგენა, არ აწყობთ.

-და რატომ არიან მერე ხელისუფლებაში კლანები? ვერ ერევა „ოცნება“ ამ კლანებს?

რეგიონს შევხედოთ, ჩრდილოეთით რუსეთია, რუსეთში პუტინის დიქტატურაა, სამხრეთით, აზერბაიჯანში, დინასტიური მმართველობაა. სომხეთზე დელიკატურად თავს შევიკავებ, იქ გაცილებით მძიმე სიტუაციაა, თურქეთში 85000 ადამიანია დაკავებული და რეპრესიები მიმდინარეობს და ახალი თურქული იმპერიის ჩამოყალიბების პროცესია, შუა აზიაზე აღარაფერს ვიტყვი… ჩვენ რეგიონს კარგად შევხედოთ, როცა ვსაუბრობთ პოლიტიკურ სისტემაზე და კატასტროფას ვეძახით, მიმოვიხედოთ გარშემო, რა სივრცის ნაწილი ვართ? გარწმუნებთ, რომ ყველაზე უარესი ნამდვილად არა ვართ, პირიქით და ეს უნდა დავაფასოთ.

-იმით, რომ ყველაზე უარეს სიტუაციაში არა ვარ, დიდი შეღავათი ვერ ვიგრძენი, რომ არ მოგატყუოთ.

-ყველა ადამიანს უნდა იდეალისტური სიტუაცია, მაგრამ რეალობიდან ხომ უნდა გამოვიდეთ? კლანები რომ შევადაროთ, საინტერესო სურათს მიიღებთ, სიხარბით და სისასტიკით თუნდაც, როგორ განსხვავდებიან.

-შეიძლება ქართულ კლანებთან მსგავსებაც ვიპოვნოთ.

-ჩვენ როცა რაღაც უარყოფითზე ვსაუბრობთ, ასე ვადარებთ ხოლმე – რუსეთი ხომ არა ვართ? ან თურქეთი ხომ არა ვართ? ეს ნიშნავს, რომ მდგომარეობას ვაფასებთ უკეთესად აპრიორი, ვიდრე ზემოთ ჩამოთვლილ ქვეყნებშია. ეს ახლა იმიტომ მოვყევი, რომ თქვენ საქართველოში არსებული კლანურობა კატასტროფულად წარმოაჩინეთ…

-მე საერთოდ არ მიხსენებია კლანი, ბატონო სოსო, მიუხედავად იმისა, რომ „ალია“ მუდმივად წერდა და წერს კლანებზე, ახლა, თქვენთან საუბარში, მე არ მიხსენებია, თქვენ მითხარით, რომ კლანები უშლიან ხელს სამართლის აღსრულებას და თუ სამართლის აღსრულებისთვის ვიბრძვით და 8 წელია კლანები გვაფერხებს – ეს კატასტროფა არ არის?

-არა, კლანები ზოგადად აფერხებენ-მეთქი, მაგრამ ეს კლანურობა ჩვენში ისეთ კატასტროფულ სახეს არ ატარებს, როგორც სხვაგან.

-კარგი. თქვენ ბრძოლაში ხელისუფლებაში მყოფი კლანები ხელს შეგიშლიან, თუ არა?

-ჩვენ ხელს თუ შეგვიშლიან, ვიბრძოლებთ.

-ბრძოლის ფორმებზეც რომ მოგვიყვეთ, ვამბობთ, რომ სამართალი არ აღსდგა, თუმცა, არასოდეს არავინ გარეთ არ გამოსულა, აქციები არ მოუწყვიათ, არ მისულან ხელისუფლებასთან და არ მოუთხოვიათ, ან შეასრულე დაპირება და ან წადი. თქვენ რას იზამთ? გამოხვალთ ქუჩაში, თუ თქვენი ხმა არ შეისმინეს?

-რა თქმა უნდა. მე წინააღმდეგი ვარ ზოგადად, ყველას ერთ ქვაბში მოქცევით. ხშირად, აი, ამ სამართლის მოთხოვნის ლოზუნგებს ეფარებიან არასაიმედო ადამიანები. ყველა კონკრეტული შემთხვევა განსახილველია კონკრეტულად. შევეცდებით ვიმოქმედოთ შეძლებისდაგვარად.

-მაგალითად, უახლოესი წარსულიდან, რომელ კონკრეტულ მოვლენას გააპროტესტებთ?

-მაგალითად, სამართლის შერჩევითი გამოყენება. არ შეიძლება პოლიტიკაში ყოფნა იყოს ინდულგენცია. როცა საუბარია აშკარა კრიმინალზე, საუბარია საბიუჯეტო სახსრების ფანტვაზე და ეს იმალება პოლიტიკური ელფერით და მერე ჩამოიწერება ანტირუსული ტრენდით, ეს მიუღებლად მიმაჩნია. 2008 წლის ომის მაგალითი არის ყველაზე უფრო რელიეფური. ვიღაცას რომ არ მიეჩნია, რომ რაღაც ანტიდასავლური კეთდებოდა, ის ხალხი, ვინც ამ კატასტროფას გადაგვყარა და მერე თავადაც მოაწერა ხელი იმას, რომ საქართველოს ბრალი იყოო, ეს ხალხი აგერ არიან პოლიტიკურ ველზე და ისე ახამხამებდა თვალებს ბაქრაძე „რუსთავი 2“-ში, თითქოს მე ვყოფილიყავი მაგ დროს პარლამენტის თავმჯდომარე. მაგ ძალას, რომელმაც საქართველო სამ ნაწილად დაშალა, დღესაც ჰყავს მომხრეები და გვემუქრებიან რევოლუციით.

-აღმოჩნდა, რომ ამ ძალას ბევრი კარგი ადამიანი ჰყოლია, უამრავი პორტირება განახორციელდა „ოცნებაში“, უამრავი კადრი წაიყვანეს და რა გამოდის, მხოლოდ რამდენიმე ადამიანი არ ვარგოდა? მხოლოდ რამდენიმე ადამიანი არ მოგვწონდა? გაივსო „ნაცებით“ „ოცნება“ და არავინ აპროტესტებს.

-როგორ არ აპროტესტებენ, მაგრამ პროტესტი რჩება „ხმად მღაღადებლისა უდაბნოსა შინა“.

-იმიტომ რომ აპროტესტებენ სოციალურ ქსელში, ან მხოლოდ რომელიღაცა ერთ მედიაში. ერთი აქცია გინახავთ მაგ მიზეზით? ცინიკურად, მხოლოდ არჩევნების წინ გვესმის, დავასრულებთ ნაცებს და პარალელურად, კანდიდატებად ხდება პორტირებული ნაცების წარდგენა.

-კი, ბატონო, მაგრამ ძალიან სკულპულოზური მუშაობა უნდა, რომ ყველა ერთ ქვაბში არ მოიხარშოს, ვინც ნამდვილად დამნაშავეა და ჩვენ გვარბევდა ღიად მიტინგებზე, რომელი პროკურორიც პოლიტიკური ნიშნით გვსჯიდა, იმათი საქმეები უნდა იყოს გამოძიებული – ამ პოზიციაზე ვდგავარ. იმისათვის, რომ ეს გახდეს შესაძლებელი, პირველი რიგის ამოცაანაა, რომ არ დავუშვათ რევოლუციური სცენარის განვითარება ქვეყანაში. საქართველო ამას ვეღარ გადაიტანს. დააკვირდით, რითი მთავრდება ეს ფერადი რევოლუცია? უკრაინა დაიშალა სამ ნაწილად და გრძელდება დაშლის პროცესი. დავაკვირდეთ სირიაში რა მოხდა, სერბიაში, ლიბანში და ა. შ.

-რევოლუციამდე რომ არ მივიყანოთ ხალხი, გარდა უგულავას მოპარული მილიონებისა, თუნდაც კვირიაკშვილის მილიონებზეც, უნდა ვთქვათ ღიად, იზორიას, ქუმსიშვილის, ალავიძის… თორემ, ამდენი უპასუხო კითხვა გროვდება ხალხში და საშიშ სახეს მიიღებს.

-სულ ამაზე ვსაუბრობ, როცა საზოგადოებაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ კოლოსალური თანხებია გაფლანგული და მითვისებული, ეს კითხვა არ უნდა დარჩეს პასუხგაუცემელი, თუ არ გვინდა მივიღოთ საზოგადოებრივი პროტესტი. პასუხგაუცემელი კითხვები საზოგადოებაში აგროვებს სულიერი ქიმიის ისეთ ელემენტებს, რომლებიც ფეთქებადსაშიშია.

-და საზოგადოების ამ „სულიერი ქიმიის“ აფეთქებას ელოდებით ოქტომბერში?

-ეგ ყოველთვის საშიშია ჩვენი ტიპის ქვეყნისთვის, რომელიც ასეთი მოწყვლადია ბევრი მიზეზის გამო. ოქტომბერში კი არ ველოდები, ვხედავ გამოხატულ განზრახვას, რომ უნდათ განავითარონ იგივე ტიპის მოქმედებები, რაც ხდება ბელორუსში.

-დღეს ბელორუსში ხდება ის, რომ უბრალო მოქალაქეები არიან გამოსულნი, ოპოზიციური ლიდერის გარეშეც კი დგანან ქუჩაში. თუ ამდენი უკმაყოფილო ადამიანია საქართველოში, რა თქმა უნდა, გამოვლენ…

-დავუშვათ გაიმარჯვა ერთმა ძალამ 55 პროცენტით და უკმაყოფილო არის 45 პროცენტი, ე.ი. ხომ? გამოვიდა ეს 45 პროცენტი, გაუწიეს ორგანიზება, საიდანღაც ფული მოვიდა, საიდანღაც მედიას დაუჯერეს – გამოვიდა, არ ცნობს არჩევნებს და აწყობს რევოლუციას. ეს რევოლუცია ლეგიტიმურია? მაშინ არჩევნებს რატომ ვატარებთ? პირდაპირ გამოვიდნენ და ვინც ერთმანეთს ყბებს დაუმტვრევს და მოიგებს, ის იყოს ხელისუფლებაში, ასე ვიმოქმედოთ. რა მოყვება იცით საქართველოში არჩევნების შედეგების დელეგიტიმაციას? ქვეყანა დაიშლება კიდევ უფრო მეტ ნაწილად, მივიღებთ ეკონომიკური კატასტროფას და ასე შემდეგ. გავლილი გვაქვს ჩვენ ეს საძმოები, სადოები და ავტომატები, ხომ უნდა ვისწავლოთ ერთხელ და სამუდამო ჭკუა? ჩვენი პირველი რიგის ამოცანაა, რომ ეს არ მოხდეს და მერე ყველას უნდა მოეთხოვოს პასუხი.

-თქვენ მეუბნებით, რომ ფული შეიძლება ჰქონდეს ოპოზიციას. მხარდამჭერები და მედია ჰყოლია ოპოზიციას, საერთაშორისო კავშირები ჰქონია ოპოზიციას, რას აკეთებს აბა, „ოცნება“ 8 წლის მანძილზე, თუ არც ფული აქვს, არც საერთაშორისო მხარდაჭერა, არც მედია უვარგა, არც თავისი ენჯეოები ჰყავს, რას აკეთებს, თავისი ჯიბისთვის არის მარტო?

-ამ კითხვას სერიოზულად მისვამთ? რა შუაშია „ოცნება“ რას აკეთებს? ფერადი რევოლუციების ტექნოლოგიები წაიკითხეთ, ეს არის ორგანიზებული უმცირესობების მიერ ხელისუფლების მიტაცების ტექნოლოგია და იმის ლაპარაკი, რას აკეთებს ამ დროს ხელისუფლება… საერთაშორისო მხარდაჭერა რა შუაშია? როგორ არა აქვს. უამრავი ტიპის საერთაშორისო მხარდაჭერა არსებობს, მათ შორის, აგრესიული, ლიბერალური ძალები, ბრძოლა არის ეს, ჩემი და ჩემი მეგობრების ამოცანაა, ამ ბრძოლაში საქართველო არ დარჩეს დამარცხებული. რა შუაშია საერთაშორისო დახმარება?

-ბატონო სოსო, არც ეგ მიხსენებია მე! თქვენ დაიწყეთ ინტერვიუ ზუსტად ასე, მითხარით, რომ დესტრუქციულ ძალებს აქვთ საერთაშორისო პოლიტიკური და ფინანსური მხარდაჭერა. თორემ, ფერადი რევოლუციების ტექნოლოგიები მარტო თქვენ არ გაქვთ წაკითხული, მეც წაკითხული მაქვს და ხალხის გარეშე, კარგად მობილიზებული ძალების გარეშე, ვერ მოახდენენ ფერად რევოლუციას. მე მაინტერესებს, მეორე მხარე რას აკეთებს, სანამ ეს ძალები, საერთაშორისო მხარდაჭერას იღებენ? აქეთა მხარეს რატომ არა აქვს საპირწონე საერთაშორისო მხარდაჭერა?

-შეიძლება ჰქოდეთ, მაგრამ იმათ არ აინტერესებთ… ხელისუფლება ყოველთვის უფრო მოწყვლადია, ვიდრე ექსტრემისტული ძალები, იმათ ქვეყნის მომავალი არ აინტერესებთ, შეუძლიათ იკადრონ ის, რასაც ნორმალური არ იკადრებს.

-თქვენ თქვით, რომ თქვენი ორგანიზაცია არ არის არჩევნებისთვის შექმნილი. ამბობთ, რომ უნდა ებრძოლოთ ძალას, რომელიც აპირებს რევოლუციას და გჭირდებათ საკანონმდებლო ცვლილებები. მოესწრება საკანონმდებლო ცვლილებები ოქტომბრამდე? არჩევნებამდე?

-არჩევნები რა შუაშია? არჩევნების მერე ცხოვრება გაგრძელდება და პრობლემები თუ არ გამწვავდება, ნაკლები არ იქნება. ორ თვეში საკანონმდებლო რევოლუციას ვინ მოახდენს? რახან არასამთავრობო შეიქმნა, თვისობრივად რამე კი არ შეიცვლება? ჩვენ იგივეს ვითხოვთ სულ. პრიორიტეტი არის, რომ არჩევნებმა არ გამოიწვიოს უმართავი პროცესები, თორემ უკან მოგვრჩება საკანონმდებლო ინიციატივები.

-ამ საკანონმდებლო ინიციატივებით გარეშე როგორ მოახერხებთ აბა, ამ პროცესებს წინ აღუდგეთ?

-საკანონმდებლო ინიციატივები იქნება, მაგრამ ორი თვე დარჩა საპარლამენტო არჩევნებამდე და ორ თვეში ვინ რას მიიღებს?

-შესაბამისად, ორი თვე დარჩა, როგორც მეუბნებით, დაანონსებულ რევოლუციამდე.

-ხო, კი, თუმცა, ორ თვეში მაგის განეიტრალება შეიძლება.

-ხოდა, როგორ?

-საზოგადოებივი აქტიურობით, მაგის მეთოდოლოგია არსებობს, ვიცით რასაც აპირებენ, რაც ბელორუსიში გაკეთდა, იმ ტექნოლოგიებით აპირებენ მუშაობას, ასე თათბირობენ და აი, ეს არ უნდა დავუშვათ.

-ხომ არ გგონიათ რომ გამოუძიებელი საქმეებიც წინ დახვდება ხელისუფლებას.?

-რომელ გამოუძიებელ საქმეებს გულისხმობთ?

-წინა 9 წლის მანძილზე, მერე 8 წლის მანძილზე გამოუძიებელს.

-კი, ბატონო გამოუძიებელი საქმეები არ უნდა არსებობდეს, ეს გამოუძიებელი საქმეები დამოკლეს მახვილივით კიდია მათ და რომელ გამოუძიებელ საქმეებს გულისხმობთ მაინც?

-ყველას. „ოცნების“ მხარდამჭერები ითხოვენ, იმ 9 წლის საქმეების გამოძიებას, ახლაც, ახალი საქმეები გვაქვს, უამრავი, იგივე სარალიძის საქმე არ დასრულებულა, ბაჩალიაშვილის საქმე, შაქარაშვილის საქმეში კითხვებია უპასუხო…

-ეგ უკვე… რომელი? სარალიძის საქმე, თვითონ სარალიძის მამამ თქვა, რომ… როგორ არ დასრულებულა?…

-ზუსტად ახლა ვესაუბრე დათუნას მამას, ბატონო სოსო, ზუსტად ვიცი, რომ დაუკავშირდეთ ან მამას ან ადვოკატს დაწვრილებით აგიხსნიან.

-რას ნიშნავს არ დასრულებულა, არ ზის კალანდია და ისა, კიდევ ერთი?…

-არა, მხოლოდ ორი დანა არ ფიგურირებდა საქმეში და სამოხელეო დანაშაულის გამოძიება არც დაწყებულა და ასე შემდეგ, უამრავი დეტალია, რომ იცოდეთ.

-მე არა ვარ საქმის კურსში.

დათუნა სარალიძე

-ხო, ეტყობა არა ხართ, თქვენსავით ასე ბევრი ამბობს დასრულდაო, თუმცა, როგორც ჩანს, ისე საუბრობენ, რომ არც ისინი არიან საქმის კურსში. ნამდვილად არ დასრულებულა.

-ანუ, ეგ ცალკე თემაა. რამდენადაც ვიცოდი, დასრულებული იყო. ვნახოთ.

-აგერ ბაჩალიაშვილის საქმე, დედამ კიდევ ერთხელ გამოუცხადა ნდობა მთავარ პროკურორს, ეს იმას ნიშნავს, რომ ოჯახი მზადაა, თუ ვინმე დაელაპარაკება, თუ კითხვებზე უპასუხებენ, მოუსმინოს და ენდოს, თუმცა, თუ არ შეუსრულებს მთავარი პროკურორი დაპირებებს, მასაც იმედი გაუცრუვდება, ალბათ…

-ბაჩალიაშვილის საქმეზე სანამ არ დამთავრდება გამოძიება, მანამდე ლაპარაკი საერთოდ მიმაჩნია, რომ არის არანორმალური. რაზეა ლაპარაკი, ძალიან ტრაგიკული შემთხვევაა, მაგრამ ისეთი ტიპის სპეკულაციებს ვხედავთ, რომელიც უბრალოდ შემაწუხებელია. ისეთი ხალხი ერთვება და ისეთ ხალხს აქვს პრეტენზია… მანამდე ყველა ეპიდემიოლოგი იყო და ახლა ყველა კრიმინალისტი გახდა. სასაცილოც არ არის ეს, ტრაგედიაა ეს. შაქარაშვილის საქმეზე ჭირისუფლების ლანძღვა, თუნდაც. „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი განაყოფები ეძებენ საკრალურ მსხვერპლს, ეს გასაგებია, ტექნოლოგია ასეთი. გადავიდენ უკვე ყოველგვარ ზღვარს.

-აი, ბაჩალიაშვილის ოჯახი ნდობას უცხადებს პროკურატურას, ეს საკრალური მსხვერპლები „იპოვნოს“  „ოცნებამ“ და დაეხმაროს, აღარ დარჩება ნაციონალის დასადგომი ადგილი,„ ნაციონალის“ გამოსაძიებელი საქმე.

-გეთანხმებით ამაში, რა თქმა უნდა.. მეც მაგი არ მინდა? გამოძიებას გამოუცხადებს ნდობას, იმიტომ რომ  ამ შემთხვევაში გამოძიების დაინტერესების თემა ამ საქმეში არ ჩანს, თუ იმ კონსპიროლოგიურ შიზოფრენიას არ ავყვებით, გარწმუნებთ, რომ გამოძიებას, არანაირი მიზეზი არა აქვს დაინტერესების.

-თუმცა, დარღვევები როგორც ჩანს იყო, რადგან შოთაძემ, მთავარმა პროკურორმა, საქმეს ზედამხედველი პროკურორი ჩამოაშორა.

-დარღვევები და შეცდომები არის ხოლმე გამოძიების დროს და ეს არის ყველაზე ცუდი ამ ქვეყანაში, რაც, როგორც თავშივე ვთქვი, არის დასარეგულირებელი კანონმდებლობით.

-ბატონო სოსო, თქვენ ინტერვიუს დასაწყისშივე თქვით, რომ არ იბრძოლებთ, მხოლოდ „ნაცების“ წინააღმდეგ და რომ იბროლებთ იმათ წინააღმდეგ, ვინც შედგება სამი კომპონენტისგან, ეს არის პარტია, მედია და ენჯეო – კონკრეტულად, რომ გვითხრათ, ვის მოიაზრებთ, რომელ პარტიებს, რომელ მედიას და რომელ ენჯეოს?

-რად უნდა ამას დასახელება: 1. ენჯეოებით დავიწყებ – სოროსის ქსელი, პირდაპირ ვთქვათ, 2. მედიასაშუალებები: „მთავარი“, „ტვ პირველი“ და „ფორმულა“ და 3. პარტიები – „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი ანასხლეტები.

თამო კეშელავა, ალია №30

  •  
  •  

8 Comments

  1. ანონიმური

    აბა დაეწყვეთ ნაცებო!!! თქვენი დედის პირებში იყოს ზანგის ზანგიზლარ-ბადრიჯანი!!!
    …ყოველ საათში, თქვე დედამოტ@ნულებო!!!

  2. ანონიმური

    “ЛЕБЕДЬ,РАК И ЩУКА”!

  3. ანონიმური

    შენ კაცი გგონია თავი? ვაი შენს გარშემო მყოფ ქალებს, უბედურებს .

  4. ანონიმური

    მანჯავიძეს დამთავრება გათავება გონია))))

  5. ანონიმური

    რა უნდა და ბიძოს კოკლო

  6. ანონიმური

    ნაცები მართლა უნდა დამთავრდნენ ამ ქვეყანაში

  7. ანონიმური

    დაასრულეთ მერე~!

  8. ანონიმური

    მოკლეთ, ერთ რამეში მაგრად ივარგეთ ….გინებაა არნახული

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.