როგორ მიულოცა კახა კალაძემ გურამ დოჩანაშვილს დაბადების დღე

თბილისის მერი, კახა კალაძე მწერალ გურამ დოჩანაშვილს დაბადების დღეს სოციალური ქსელის მეშვეობით ულოცავს და წერს:

„დაბადების დღეს ვულოცავ ქართველ კლასიკოსს, თანამედროვეობის გამორჩეულ მწერალს, გურამ დოჩანაშვილს.

ჩვენ ყველას გვყავს ჩვენი წილი დოჩანაშვილი, კაცი, რომელიც გვაყვარებს არა მხოლოდ ლიტერატურას, არამედ კაცობრიობას, მთელ სამყაროს.

დიახ, დედამიწას სიყვარული ამოძრავებს და დღეს, მთელი მსოფლიოსთვის რთულ პერიოდში, ეს კიდევ უფრო თვალნათელია.

ჯანმრთელობას და ხანგრძლივ შემოქმედებით სიცოცხლეს ვუსურვებ ბატონ გურამს ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ!“.

ცნობისთვის, თანამედროვე ქართველი კლასიკოსი მწერალი, თანამედროვეობის ერთ-ერთი უდიდესი ქართველი შემოქმედი, გურამ დოჩანაშვილი 81 წლის გახდა.

  •  
  •  

კომენტარი

  1. ანონიმური

    ვულოცავ ბატონ გურამს ,დიდ ქართველს დაბადების დღეს,ჯანმრთელობას და ბევრ სიხარულს ვუსურვებ კიდევ დიდ ხანს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.