როგორ მივხვდეთ, გაყინული ხინკალი ან პელმენი ხორცისგანაა დამზადებული, თუ სოიოსგან? – რჩევები

სა­სურ­სა­თო გა­ყი­ნუ­ლი ნა­ხე­ვარ­ფაბ­რი­კა­ტე­ბი­დან ყვე­ლა­ზე გავ­რცე­ლე­ბუ­ლი და მო­თხოვ­ნა­დი პრო­დუქ­ტია გა­ტა­რე­ბუ­ლი ხორ­ცის­გან (ფარ­შის­გან) დამ­ზა­დე­ბუ­ლი ნა­წარ­მი, რომ­ლე­ბიც მცი­რე თუ დიდ სუ­პერ­მარ­კე­ტებ­ში იყი­დე­ბა. მომ­ხმა­რე­ბელ­მა ზოგ­ჯერ ბევ­რი რამ არ იცის, რო­გო­რი უნდა იყოს მა­გა­ლი­თად, მო­უ­ხარ­შა­ვი, გა­ყი­ნუ­ლი ხინ­კა­ლი, პელ­მე­ნი, შე­საწ­ვა­ვი კოტ­ლე­ტი და ხორ­ცი­ა­ნი ბლი­ნე­ბი შე­ძე­ნი­სას. ამ თე­მა­ზე სურ­სა­თის უვ­ნებ­ლო­ბის სპე­ცი­ა­ლის­ტი, სურ­სა­თის უვ­ნებ­ლო­ბის სა­კონ­სულ­ტა­ციო ცენ­ტრის დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი ირაკ­ლი არა­ბუ­ლი “ambebi.ge”-თან საუბრობს:

– ნა­ხე­ვარ­ფაბ­რი­კა­ტე­ბი, დღეს­დღე­ო­ბით ძა­ლი­ან გავ­რცე­ლე­ბუ­ლი და პო­პუ­ლა­რუ­ლი სა­სურ­სა­თო პრო­დუქ­ტია. დრო­ის უქონ­ლო­ბის გამო მომ­ხმა­რე­ბე­ლი ხში­რად ყი­დუ­ლობს და მი­ირ­თმევს აღ­ნიშ­ნულ სურ­სათს. ყვე­ლა ტი­პის მა­ღა­ზი­ა­ში თუ დიდ სუ­პერ­მარ­კეტ­ში არა­ერ­თი და­სა­ხე­ლე­ბის გა­ტა­რე­ბუ­ლი ხორ­ცის­გან (ფარ­შის­გან) დამ­ზა­დე­ბუ­ლი ნა­ხე­ვარ­ფაბ­რი­კა­ტი (ხინ­კა­ლი, პელ­მე­ნი, კოტ­ლე­ტი, გუფ­თა და სხვ.) გვხვდე­ბა. ნა­ხე­ვარ­ფაბ­რი­კა­ტის გემო და ხა­რის­ხი და­მო­კი­დე­ბუ­ლია მას­ში შე­მა­ვალ ხორცსა და სხვა ინ­გრე­დინტზე. სწო­რედ ეს გა­ნა­პი­რო­ბებს რამ­დე­ნად ხა­რის­ხი­ა­ნი და გემ­რი­ე­ლი იქ­ნე­ბა სურ­სა­თი. მისი შე­ძე­ნი­სას აუ­ცი­ლებ­ლად უნდა მი­ვაქ­ცი­ოთ ყუ­რა­დღე­ბა მის გა­რე­გან ია­ერ­სა­ხეს. თუ დაბ­ზა­რუ­ლია, ფორ­მა­შეც­ვლი­ლი (ხინ­კლის, პელ­მე­ნი) თუ აქვს ყი­ნუ­ლის კრის­ტა­ლე­ბი, თუ ერ­თმა­ნეთ­ზეა მი­წე­ბე­ბუ­ლი, ეს ტემ­პე­რა­ტუ­რის ცვლი­ლე­ბა­ზე მე­ტყვე­ლებს, რაც და­უშ­ვე­ბე­ლია! მისი გად­ნო­ბა და ხე­ლა­ხა­ლი გა­ყინ­ვა, კა­ტე­გო­რი­უ­ლად აკ­რძა­ლუ­ლია ხორ­ცპ­რო­დუქ­ტე­ბის შემ­თხვე­ვა­ში.

– თუ შე­ძე­ნის შემ­დეგ მა­შინ­ვე არ ვა­პი­რებთ პრო­დუქ­ტის გა­მო­ყე­ნე­ბას, რო­გორ უნდა მოხ­დეს მისი სახ­ლის პი­რო­ბებ­ში შე­ნახ­ვა ისე, რომ პრო­დუქ­ტი არ გაგ­ვი­ფუჭ­დეს?

– შე­ძე­ნის შემ­დგომ თუ არ აპი­რებთ მის სრულ გა­მო­ყე­ნე­ბას, აუ­ცი­ლებ­ლად უნდა შე­ი­ნა­ხოთ მა­ცივ­რის სა­ყი­ნუ­ლე გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში -18 გრა­დუს­ზე, ეცა­დეთ, სახ­ლში მო­ტა­ნი­დან მა­ლე­ვე შე­ი­ნა­ხოთ მა­ცი­ვარ­ში ან მო­ამ­ზა­დოთ.

– არ­სე­ბობს თუ არა რა­ი­მე წესი, ან რა­ი­მე გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მი­თი­თე­ბა თუ რო­გორ უნდა მო­ი­ხარ­შოს და შე­იწ­ვას შე­ძე­ნი­ლი გა­ყი­ნუ­ლი პრო­დუქ­ტი?

– მწარ­მობ­ლე­ბი და­ფა­სო­ე­ბულ პრო­დუქტს ეტი­კტ­ზე აწე­რენ მისი მომ­ზა­დე­ბის წესს, ხინ­კა­ლის და პელ­მე­ნის შემ­თხვე­ვა­ში ადუ­ღე­ბულ მა­რი­ლი­ან წყალ­ში ვხარ­შავთ 8-10 წუთი, ხოლო შე­საწ­ვავ ნა­ხე­ვარ­ფაბ­რი­კა­ტებს, მა­გა­ლი­თად, კოტ­ლე­ტი ნელ ცე­ცხლზე 8-10 წუ­თის გან­მავ­ლო­ბა­ში თა­ნამ­ბრად უნდა შე­იწ­ვას. მომ­ხმა­რებ­ლებ­მა უნდა გა­ით­ვა­ლის­წი­ნონ, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი სურ­სა­თი აუ­ცი­ლებ­ლად გა­ყი­ნულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში უნდა მო­ი­ხარ­შოს და შე­იწ­ვას.

– თუ პრო­დუქ­ტი და­პა­კე­ტე­ბუ­ლი არ არის, ანუ ვა­კუ­უმ­ში არაა მო­თავ­სე­ბუ­ლი, არც რა­ი­მე ეტი­კე­ტი აქვს და მა­ცი­ვარ­ში უბ­რა­ლოდ ცე­ლოფ­ნის ღია პარ­კებ­შია გან­თავ­სე­ბუ­ლი, ამ შემ­თხვე­ვა­ში არის რა­ი­მე მით­თე­ბა?

– ნა­ხე­ვარ­ფაბ­რი­ა­კტე­ბის დიდი მო­თხოვ­ნის და რე­ა­ლი­ზა­ცი­ის გამო, ხში­რად სუ­პერ­მარ­კე­ტებ­ში გვხვდე­ბა ღია მა­ცივ­რებ­ში მო­თავ­სე­ბულ კონ­ტე­ი­ნე­რე­ბით ასა­წო­ნი ნა­ხე­ვარ­ფაბ­რი­კა­ტე­ბი, ამ შემ­თხვე­ვა­ში, აუ­ცი­ლებ­ლად უნდა მო­ვი­თხო­ვოთ სა­ე­ტი­კე­ტო მო­ნა­ცე­მე­ბი, სა­დაც დე­ტა­ლუ­რად არის ამ სურ­სა­თის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია. მას­ში შე­მა­ვა­ლი ინ­გრე­დი­ენ­ტე­ბი, ენერ­გე­ტი­კუ­ლი ღი­რე­ბუ­ლე­ბა, მწარ­მო­ებ­ლის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია და ა.შ. სა­სურ­ვე­ლია, მო­ვი­თხო­ვოთ მისი ვა­დის დამად­ას­ტუ­რე­ბე­ლი დო­კუ­მენ­ტი.

– ზო­გა­დად ასეთ პრო­დუქ­ტის შე­ნახ­ვის ვადა რამ­დე­ნია?

– ასე­თი ნა­ხე­ვარ­ფაბ­რი­კა­ტე­ბის შე­ნახ­ვის სა­შუ­ა­ლო ვადა და­ფა­სო­ე­ბუ­ლი პრო­დუქ­ტის შემ­თხე­ვა­ში არის 90 დღე -18-დან -22 გრა­დუ­სამ­დე, ხოლო ასა­წო­ნის შემ­თხვე­ვა­ში კი – 45 დღე -18 დან -22-მდე. სხვა­დას­ხვა მწარ­მო­ებ­ლის შემ­თხვე­ვა­ში შე­საძ­ლოა, რამ­დე­ნი­მე დღის გან­სხვა­ვე­ბა იყოს.

მინ­და, ყუ­რა­დღე­ბა ამა­საც მი­აქ­ცი­ოთ: ხში­რად არა­კე­თილ­სინ­დი­სი­ე­რი მწარ­მობ­ლე­ბი, ნა­ხე­ვარ­ფაბ­რი­კა­ტე­ბის მომ­ზა­დე­ბი­სას იყე­ნე­ბენ მცე­ნა­რე­ულ ნედ­ლე­ულს, რო­გო­რი­ცაა სოიო. მისი გა­მო­ყე­ნე­ბა აკ­რძა­ლუ­ლი არ არის, მაგ­რამ სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნომ­დებ­ლო­ბით აუ­ცი­ლე­ბე­ლია მის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია ეტი­კეტ­ზე იყოს და­ტა­ნი­ლი და მომ­ხმა­რე­ბელს ჰქონ­დეს ინ­ფორ­მა­ცია.

თუ მომ­ზა­დე­ბის დროს შიგ­თავ­სი უც­ვლელ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში დარ­ჩა ან უფრო გა­დი­და, ეს მას­ში სო­ი­ოს შემ­ცვე­ლო­ბა­ზე მე­ტყვე­ლებს, ხოლო თუ და­პა­ტა­რავ­და, მა­შინ ის ხორ­ცის­გან არის დამ­ზა­დე­ბუ­ლი.

– ასე დამ­ზა­დე­ბუ­ლი პრო­დუქ­ტი სა­ში­შია?

– ჩვე­ნი სა­კონ­სულ­ტა­ციო გვერ­დის ჯგუფ­ში დიდი ინ­ტე­რე­სი გა­მო­იწ­ვია ამ სურ­სა­თის უვ­ნებ­ლო­ბამ და აზ­რე­ბიც ორად გა­ი­ყო – ჩემი გა­მოც­დი­ლე­ბით, მისი მირ­თმე­ვა, არ არის სა­ში­ში თუ და­ვუკ­ვირ­დე­ბით შე­ძე­ნის დროს, მის ეტი­კეტს, მას­ში შე­მა­ვალ ინ­გრე­დი­ენ­ტე­ბის, შე­ნახ­ვი­სა და რე­ა­ლი­ზა­ცი­ი­ის პი­რო­ბებს. და­ვი­ცავთ მისი მოხ­მა­რე­ბის დღი­ურ ნორ­მას მა­გა­ლი­თად, პე­ლე­მე­ნის შემ­თხვე­ვა­ში დღი­უ­რი ნორ­მა 250 გრა­მია.

ამბები.ჯი

  •  
  •  

5 Comments

  1. 41(3)

    +32

  2. სადაა ამდენის ნერვი?!

    უფრო მარტივია იყიდოთ(თუ ფული იშოვეთ) ნაცნობი და უკვე გასინჯული ბრენდების პროდუქტი: მაგალითად სპეცი ივერია უკონკურენტოა ვაკის, პელმენები და ხინკალი აგროჰაბისა, სამწვადეც მანდვე შეიძლება აარჩიო, პროსტო ძვირია ნამეტნავად….

  3. არსენა მარაბდელი

    ეს დედა აფეთქებული,როცა სოიოს ხორცად ასაღებ ეს ჩვეულებრივი თაღლითობაა რომელიც ისჯება კანონმდებლობით.მომხმარებბლები რატომ უნდა ვფიქრობდეთ იმაზე,ხინკალში ხორცია თუ სოიო?ნუთუ მართლა ჩალით დახურულ ქვეყანაში ვცხოვრობთ?სამართალდამცველები და მაკონტროლებლები რაში იღებთ ხელფასებს?

  4. vreyro linomit

    Wow that was odd. I just wrote an extremely long comment but after I clicked submit my comment didn’t show up. Grrrr… well I’m not writing all that over again. Regardless, just wanted to say fantastic blog!

  5. amarres quito

    I have been exploring for a bit for any high quality articles or blog posts on this kind of area . Exploring in Yahoo I eventually stumbled upon this site. Reading this info So i am glad to convey that I have a very good uncanny feeling I came upon exactly what I needed. I so much undoubtedly will make certain to don’t forget this web site and give it a glance on a constant basis.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.