როგორ იშოვნა ბიჭმა მოხუცის მომვლელი უფასოდ

სპორტული ჟურნალისტი, დავით ბაკურაძე, სოციალურ ქსელში, წერს:

“ეს ამბავი მომიყვა ჩვენი უბნის მაღაზიის გამყიდველმა გოგომ, მეორე გამყიდველ გოგოზე
ამ გოგოს ჰყოლია საქმრო, რომელსაც ცოლად ვერ მოჰყავდა იმის გამო რომ მშობლებთან და ძმასთან ოროთახიან ბინაში ცხოვრობდა და უთქვია რომ ჰყავს მოხუცი ნათესავი ქალი, ლოგინად ჩავარდნილი და თუ მას მოუვლიდნენ ეს ქალი მათ ანდერძით დაუტოვებდა თავის ბინას პეკინზე.

ეს გოგონა დათანხმდა და თითქმის ყოველდღე იმ ქალს უვლიდა. თუმცა რამდენიმე თვის წინ ამ გოგომ გაიგო რომ იმ ბიჭს სხვა გოგოსთან ჰქონია ურთიერთობა და სწორედ მის მოყვანას აპირებდა ცოლად, ეს კი უბრალოდ მოხუცის უფასო მომვლელად სჭირდებოდა…ეს ამბავი გაიგო იმ მოხუცმა ქალმაც და ბინა ანდერძით ამ გამყიდველ გოგოს დაუტოვა..

  •  
  •  

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.