როგორ ვუმკურნალოთ ფილტვის კიბოს

ფილტვის კიბო ყველაზე გავრცელებული სიმსივნური დაავადებაა. ამავე დროს, ის სიკვდილობის მაჩვენებლითაც პირველ ადგილზეა. 2018 წლის მონაცემებით დაფიქსირდა ფილტვის კობოს 2.09 მლნ შემთხვევა, საიდანაც 1.76 მლნ ლეტალურად დასრულდა. ეს მონაცემები მიგვანიშნებს, რომ ფილტვის კიბო ერთ-ერთი ყველაზე საშიში და  სწრაფად პროგესირებადი დაავადებაა.

რა იწვევს ფილტვის კიბოს

ფილტვის კიბოს განვითარების ყველაზე დიდი რისკის ქვეშ მწველები არიან – დაავადებულთა 90% მწეველია. აღსანიშნავია, რომ ფილტვის კიბოთი დაავადებულ 5 ადამიანს შორის 4 მამაკაცი და 1 ქალია.

თამბაქო ფილტვის კიბოს ჩამოყალიბების ერთ-ერთი, თუმცა არა ერთადერთი მიზეზია. ფილტვის კიბოს იწვევს ასევე რადონის გაზი, აბზესტი, დარიშხანი, ქრომი, ნიკელი და სხვა ქიმიური ნივთიერებები, რომლებიც მწეველებზე უარყოფით ზემოქმედებას უფრო მარტივად ახდენს.

ფილტვის კიბოს დიდი რისკის ქვეშ არიან პასიური მწეველებიც. ნებისმიერი ადამიანი, რომელიც მწეველთა გარემოცვაში, საერთო სივრცეში ხშირად იმყოფება, მაღალი რისკის ქვეშ მყოფად მიიჩნევა.

ფილტვის კიბოზე გარკვეულ ფაქტორს ახდენს გენეტიკაც. გასათვალისწინებელია, არის თუ დაავადების შემთხვევა ოჯახურ ანამნეზში.

ფილტვის კიბოს მკურნალობა CMC-ში

CMC-ში ფილტვის კიბოს დიაგნოსტიკისა და ეფექტური მკურნალობისთვის დანერგილია მტკიცებით მედიცინაზე დაყრდნობილი უახლესი სამედიცინო მეთოდები და სტანდარტები. ფილტვის კიბოს დიაგნოსტიკისთვის კავკასიის მედიცინის ცენტრში მიმართავენ რენტგენოგრაფიას, ფლუოროგრაფიასა და კომპიუტერულ ტომოგრაფიას. გარდა ამისა, დაავადების დიაგნოსტიკისთვის იყენებენ ბრონქოსკოპიას, ენდობრონქიალურ ულტრაბგერით კვლევას, ბრონქოსპულარულ ელექტრომაგნიტურ დიაგნოსტიკას, სისხლის ლაბორატორიულ შემოწმებას ონკომარკერებზე და სხვ.

ფილტვის კიბოს დროული მკურნალობისთვის კავკასიის მედიცინის ცენტრში ხორციელდება ქირურგიული ჩარევა, ქიმიოთერაპია და რადიოთერაპია. შესაძლოა ეს მეთოდები კომბინირებულადაც იყოს გამოყენებული.

კავკასიის მედიცინის ცენტრი ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ჰოსპიტალია საქართველოში, რომელიც აღჭურვილია ფილტვის კიბოს დიაგნოსტიკისა და მკურნალობისთვის საჭირო  მაღალტექნოლოგიური სამედიცინო აპარატურით და თანამედროვე ლაბორატორიებით. დასავლური გამოცდილების მქონე კვალიფიციური ექიმების გუნდი კი მზადაა პაციენტების მისაღებად როგორც ამბულატორიულ, ასევე ლაბორატორილ და სტაციონარულ დონეზე.

(R)

  •  
  •  

კომენტარი

  1. Royal CBD

    Hello there! This is my 1st comment here so I just wanted to give a quick shout out and say I truly
    enjoy reading through your blog posts. Can you suggest any other blogs/websites/forums that deal with the same topics?

    Thanks for your time!

    P.S. If you have a minute, would love your feedback on my new website
    re-design. You can find it by searching for «royal cbd» — no sweat if you can’t.

    Keep up the good work!

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.