როგორ ებრძვის იმუნური სისტემა COVID19-ს

ავსტრალიელი მეცნიერები აცხადებენ, რომ მათ დაადგინეს სქემა, თუ როგორ ებრძვის ორგანიზმის იმუნური სისტემა კოვიდ-19-ის ვირუსს.

BBC-ის ცნობით, მათი კვლევა მოწმობს, რომ ადამიანები ახალი კორონავირუსისგან იკურნებიან ისე, როგორც გრიპისგან. ექსპერტების თქმით, იმის დადგენა, თუ რომელი იმუნური უჯრედები ჩნდება, ასევე დაეხმარება მეცნიერებს ახალი ვაქცინის შექმნაში.

მეცნიერებმა 40 წლის ქალისგან აიღეს სისხლის ანალიზი – ის ავსტრალიაში ერთ-ერთი პირველი პაციენტი იყო, რომელსაც კოვიდ-19 დაუდასტურდა. ქალი უხანიდან სამშობლოში დაბრუნდა და მას აღენიშნებოდა ცხელება და ხველა. ექიმებმა სისხლის ანალიზი მას აუღეს დაავადების და განკურნების შემდეგაც. „3 დღის განმავლობაში ჩვენ აღმოვუჩინეთ ამ პაციენტს ახალი იმუნური უჯრედები. ჩვენი გამოცდილებიდან გამომდინარე, ვიწინასწარმეტყველეთ გამოჯანმრთელება და ეს ზუსტად ასე მოხდა“, – აღნიშნავს კვლევით თანაავტორი, პროფესორი კეტრინ კედერსკა.

„ეს აღმოჩენა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ჩვენ პირველად ვხვდებით, როგორ ებრძვის ჩვენი იმუნური სისტემა ახალ კორონავირუსს“, – ამბობს ავსტრალიელი პროფესორი.

მელბურნის იმუნიტეტისა და ინფექციების კვლევითმა ინსტიტუმა სხვა ექსპერტებისგან მაღალი შეფასება მიიღო და მათ შედეგს „ნამდვილი აღმოჩენა“ უწოდეს.

ცნობისთვის, მსოფლიოში ბოლო მონაცემებით კორონავირუსის 160 000-ზე მეტი შემთხვევაა გამოვლენილი. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანა ამჟამად ახალი ვაქცინის დამზადებას ცდილობს. ვაქცინის წარმატებულად გამოცდის შემდეგ, ის მთელი მსოფლიოს მასშტაბით დარიგდება.

„პრაიმთაიმი“

  •  
  •  

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.