როგორ და რატომ იძია შური გახარიამ გომელაურზე?

პოლიტიკური მოძრაობა ‘’ტრიბუნა’’ ლიდერი, დავით ჭიჭინაძე, სამთავრობო კულუარებში მიმდინარე მოვლენებს აფასებს – ‘’გახარიამ, როგორც კი საშუალება მიეცა, საჯარო შეურაცხყოფით შური იძია გომელაურზე’’.

“ის, რომ დღეს გიორგი გახარია ვითომ პოლიციის მუნდირს იცავს, მეტს არაფერს ნიშნავს თუ არა იმას, რომ ვახტანგ გომელაურმა შეცდომა დაუშვა კომენტარებში და გიორგი გახარიამ შური იძია მასზე და საჯაროდ მიაყენა შეურაცხყოფა. რადგან თავად გახარიასაც საკმაოდ ბევრი არასწორი ნაბიჯი აქვს გადადგმული პოლიციის მუნდირთან დაკავშირებით.

თუნდაც პანკისის ხეობაში შეყვანილი ჩვენი პოლიციელები და სპეცრაზმი რომ გავიხსენოთ, იქიდან ისე გამოიყვანა, რისი გულისთვის დღემდე გაურკვეველია და არც გამოძიებულია.

მოკლედ, ის რომ გახარია მხოლოდ განათლების და სოფლის მეურნეობის პრემიერი იქნებოდა, ეს მე ჯერ კიდევ მისი დანიშვის დღეს ვთქვი. ახლა კი, გახარია უკვე აღარავის პრემიერი აღარ არი და ეს ფაქტია’’

  •  
  •  

კომენტარი

  1. ანონიმური

    საიდან მოგაქვთ მსგავსი სიულელეები ნეტა

  2. ანონიმური

    რაებს მიედ მოედებით

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.