როგორ გამოხატავს ცოტნე, რომ მას ესმის და იგებს რასაც ეუბნებიან

ცოტნე გამსახურდიას მეუღლის, ანა ჯაბაურის ინტერესების დამცველი ჯაბა კვარაცხელია აცხადებს, რომ ამჟამად ცოტნე გამსახურდიას ჯანმრთელობის მდგომარეობაში მცირე დადებითი დინამიკა შეინიშნება.

„ანამ მითხრა, რომ ცოტნეს რამდენჯერმე გაუმეორა ერთი და იგივე დავალების შესრულება, როგორიცაა ხელის მოჭერა და ყოველ ჯერზე ცოტნემ ეს მოთხოვნა შეასრულა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ელემენტი მისი მდგომარეობის განსასაზღვრად. მას ესმის, ინფორმაციას ამუშავებს და ასრულებს. ამჟამად ვიმყოფებით ახალი ტომოგრაფიის მოლოდინში, რომელიც საშუალებას მოგვცემს, ცოტნეს უახლესი მდგომარეობა დადგინდეს და შემდგომი მკურნალობაც დაიგეგმოს”,-განაცხადა ჯაბა კვარაცხელიამ.

ასევე, მისი თქმით, ცოტნე გამსახურდიას შესაძლებელია კომპიუტერული ტომოგრაფია ხვალ ჩაუტარდეს.

წყარო: პრაიმტაიმი

  •  
  •  

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.