როგორ გადაიქცა ქველმოქმედი ივანიშვილი “მეძავთა სახლის” დირექტორად

ბიძინა ივანიშვილის კრიტიკას ვინც გაბედავს, მისი მომხრეები აგრესიულად  ხსენებენ ყველას, რომ ამ კაცმა საქართველოში 3 მილიარდი დოლარი დახარჯა ქველმოქმედებაში, უამრავი სიკეთე გააკეთა და მისი კრიტიკის უფლება არ აქვთ. მათ შორის ისეთი ადამიანებიც მრავლად არიან, რომლებიც „ნაცმოძრაობის“ ხელისუფლებაში იყვნენ, როდესაც ივანიშვილი პოლიტიკაში მოვიდა და ბნედიან მიხეილ სააკაშვილსა და მის ბანდას ოპოზიციაში ჩაუდგა, მისი ლანძღვის მეტი არაფერი უკეთებიათ.

2012 წლის არჩევნების შემდეგ კი, ამ მახინჯი კოაბიტაციის შედეგად, „ქართულ ოცნებაში“ გადაბარგდნენ, არარაობები ვინც ადამიანებად აქცია, იმათ უღალატეს, სააკაშვილსა და „ნაცმოძრაობის“ სხვა ლიდერებს, დღეს მათ გინებასა და ივანიშვილის ქებაში ერთმანეთს ეჯიბრებიან ეს მედროვეები. ამათ ასვი, აჭამე, ფული მიეცი და ეშმაკსაც კი ეთაყვანებიან. ამ ნახირისგან განსხვავებით, ბიძინა ივანიშვილის უანგაროდ დამფასებელი და პატივისმცემელი მაშინ ვიყავი, როდესაც მათ უმეტესობას, მის არსებობაში ეჭვი ეპარებოდა, რადგან ივანიშვილი საკუთარი ქველმოქმედების შესახებ იმ ხალხს უკრძალავდა ლაპარაკს, ვისაც ეხმარებოდა. 2002 წელს, გაზეთ “ჯორჯიან თაიმსში“ ვმუშაობდი.

საკუთარი ინიციატივით, მივლინების გარეშე ჩავედი სოფელ ჭორვილაში, საკუთარი თვალით ვნახე, საკუთარი ყურით მოვისმინე ივანიშვილის მიერ მშობლიურ სოფელში გაკეთებული მრავალი ქველმოქმედება და ჯაბა ლეონიძის ფსევდონიმით, ეს, მე ვიტყოდი, ერთგვარი სახოტბო სტატია, გაზეთში გამოვაქვეყნე. იმ დროისთვის ისეთი და იმდენი დაუჯერებელი ქველმოქმედების ფაქტები მქონდა სტატიაში, ჰოლდინგ „ჯორჯიან თაიმსის“ დამფუძნებელმა, მალხაზ გულაშვილმა მკითხა – ლევან, მართლა ამდენი აქვს გაკეთებული ამ კაცს, ცოტას ხომ არ აჭარბებო?არა, მართალია ყველაფერი, ათჯერ მეტიც აქვს გაკეთებული და ყველაფერს ვერ დავწერ, მაგას გაზეთის ერთი ნომერი არ ეყოფა–მეთქი, ვუპასუხე.

ფსევდონიმით იმიტომ გამოვაქვეყნე ეს სტატია, რომ ჩემი ძირითადი სამსახური მაშინ სააგენტო „ინტერპრესი“ იყო („ნიუსი“ მერე დაემატა) და მისი დამფუძნებლები, ბაია ცანავა და სულგანათლებული გუგა კვიტაშვილი, დამატებითი შემოსავალი რომ მიმეღო, სხვაგან წერას არ მიშლიდნენ, ოღონდ მთხოვეს, ფსევდონიმით დაწერე, საკუთარ გვარს ნუ მოაწერ წერილებსო. ასეც ვიქცეოდი და 4 გაზეთსა და ორ ჟურნალში ვწერდი ფსევდონიმით.

2004 წელს, უკვე „კვირის ქრონიკიდან“ ორდღიანი მივლინებით წავედი საჩხერეში, ჭორვილაშიც ვიყავი, საირხეშიც, სადაც ბიძინა ივანიშვილმა სკოლა დაამთავრა. ჭორვილაში 8 წლიანი სკოლა იყო და ბოლო ორი წელი საირხეში ისწავლა, იქ დაამთავრა სკოლა. შევხვდი საირხის სკოლის მასწავლებლებს, მცირე ინტერვიუები გავაკეთე მათთან – დოდო კობეშავიძესთან, თამაზ ლაშხთან და თენგიზ სადუნიშვილთან. გაზეთში დავბეჭდე ბიძინა ივანიშვილისა და მისი კლასელების ფოტო, ფიზკულტურის გაკვეთილზე გადაღებული. რუსულ „ვედომოსტსა“ და ერთ–ერთ ქართულ გაზეთში გამოქვეყნებული ფოტოების შემდეგ, ეს მესამე ფოტო იყო ივანიშვილისა, რომელიც ხალხმა იხილა. ამ პუბლიკაციის გამო, ბიძინა ივანიშვილმა თამაზ ლაშხის პირით მადლობა შემომითვალა და იქვე მოაყოლა, არ მიყვარს ხოტბას რომ მასხამენ, ისეა დაწერილი, ცამდე არ ვარ აყვანილი, ყველა სიტყვა მოზომილია და ჩემი გაკეთებული საქმეები გადაჭარბებულად არ არის წარმოჩენილი, როგორც ამას ზოგიერთები აკეთებენო.

ეს ჯერ კიდევ ის დროა, როდესაც ივანიშვილი საზოგადოებას გაურბის და რასაც აკეთებს, მის აფიშირებას ერიდება. ამ ორ სტატიაში ბევრი ისეთი ისტორია მოვუთხრე მკითხველს, დღეს ლეგენდებად რომ ჰყვებიან. შემდგომში, ივანიშვილი პოლიტიკაში რომ შემოვიდა და მიხეილ სააკაშვილს დაუპირისპირდა, მაშინაც გვერდში დავუდექი, როგორც ახლად მოსულს პოლიტიკაში, როგორც კაცს.

2012 წელს ოთხჯერ ვიყავი საჩხერეში და ოთხი სტატია გამოვაქვეყნე გაზეთში „საქართველო და მსოფლიო“. უკან დაგვდევდნენ კუდ–ისა და სოდ–ის თანამშრომლები მეც და ჩემს რესპონდენტებსაც, მაგრამ მაგრად მეკიდა ეგენი ფეხებზე. მჯეროდა, რომ ივანიშვილი ებრძოდა დამთხვეული სააკაშვილის რეჟიმს, თავს მოვალედ ვთვლიდი, დავდგომოდი ამ ბრძოლაში გვერდით და თან ეს ჩემი ბრძოლაც იყო. ივანიშვილის გამოჩენამდე, რეჟიმთან ბრძოლას არაერთი წელი შევწირე. მოკლედ, ვიდრე ხელისუფლებაში მოვიდა, ბიძინა ივანიშვილის შესახებ არც ერთი გადაბრუნებული სიტყვა და დამიწერია, საქებარი კი უამრავი. ბიძინა ივანიშვილი ქველმოქმედიც არის და პოლიტიკოსიც. თავად გააკეთა ასეთი არჩევანი, თავად გაყო საკუთარი თავი ორად. ჩვენც მისი საქველმოქმედო საქმიანობის შეფასებაც გვიწევს და პოლიტიკურისაც.

ბევრი სიკეთე გააკეთა ამ ქვეყნისთვის, ხალხისთვის და ამას ჭკუათმყოფელი არავინ უარყოფს. კი, ბატონო, ჭორვილაში განახორციელა ბევრი საქველმოქმედო პროექტი, იქ ისეთი საავადმყოფო და სკოლა ააშენა, პირველად რომ ვიყავი, თავი მართლა ევროპაში მეგონა. საცურაო აუზი ააშენა, ოლიმპიური თამაშების ცურვის ყველა დისციპლინაში შეიძლება შეჯიბრების გამართვა, უმაღლესი სტანდარტებისაა. მთელი საჩხერის მოსახლეობას გაზის ფულს რომ უხდიდა წლების მანძილზე, ამან საჩხერისა და მისი მიმდებარე რაიონების ტყეები გაჩეხვას გადაარჩინა. ხალხს ფინანსურად და მატერიალურად რომ ეხმარებოდა, ამან შობადობის მატება გამოიწვია რაიონში. წლების მანძილზე, საჩხერე ერთადერთი რაიონი იყო საქართველოში, სადაც შობადობა მეტი იყო, ვიდრე მოკვდავობა, ერთადერთი რაიონი, სადაც დადებითი დემოგრაფიული ბალანსი იყო.

სხვათა შორის, ეს ფაქტიც პირველმა მე გავახმაურე მედიით, დემოგრაფმა ანზორ თოთაძემ მითხრა და ამის დამადასტურებელი კონკრეტული სტატისტიკაც მომაშველა. საჩხერეში რაც კეთდებოდა, მე არაფერი შემხებია, ჩემთვის თეთრი არ გადაუხდია ივანიშვილს, მაგრამ მერე რაა? ჩემი ქვეყნის სასიკეთოდ ხომ აკეთებდა? საქართველოში ერთი რაიონი ხომ დააყენა ფეხზე, ერთ რაიონში ათასობით ადამიანი სიღარიბეს ხომ გამოსტაცა და ადამიანურად აცხოვრა? სომალიში და კენიაში მშიერ ბავშვებს ვინმე რომ დააპურებს, იმათ ვლოცავ გულში და ივანიშვილის სიკეთეს ვერ დავინახავდი? რაც საჩხერეში კეთდებოდა, ამის გამო ათასი მადლობა მაქვს ნათქვამი ბიძინა ივანიშვილისთვის, თან საჯაროდ მაღალრეიტინგული გაზეთებით.

ვთვლი, რომ ქველმოქმედს სიკეთე უნდა დაუფასო და არ არის აუცილებელი, უშუალოდ შეგეხოს მისი ქველმოქმედება. თუ ამ ქვეყანაზე გული შეგტკივა, რაც ქვეყნის სასიკეთოდ გააკეთა ივანიშვილმა, უნდა დაინახო და დააფასო. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა, ბატონო ბიძინა იმისთვის, რაც საჩხერეში გააკეთეთ! ბიძინა ივანიშვილის „ქართუ ფონდმა“ ააშენა სამების ტაძარი, რვაასამდე კულტურის, ისტორიული და ხუროთმოძღვრების ძეგლს ჩაუტარა აღდგენითი სამუშაოები, რესტავრაცია. ბევრი მათგანი დანგრევას გადაარჩინა და ბევრი დასანგრევად განწირული, გავერანებული აღადგინა. განაახლა და გაარემონტა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ოპერის თეატრი, სხვა თეატრები და არა მხოლოდ თბილისში, ფონდი აფინანსებს 12 სპორტულ ფედერაციას, ააშენა სარაგბო საწვრთნელი ბაზა და სტადიონი. ყოველთვიურ სოლიდურ ფინანსურ დახმარებას უწევს ასეულობით სახელოვან ქართველ სპორტსმენებსა და ხელოვანებს. ეს შიმშილისთვის გამეტებული ხალხი, მართლა ბიძინა ივანიშვილმა გადაარჩინა.

ბევრს პურის ფული აღარ ჰქონდა და სულზე მიუსწრო მისმა შემწეობამ. ბევრი, ძალიან ბევრია ადამიანია მათ შორის, რომელთაც პირადად მე ვეთაყვანები, ვაფასებ. დიდი მადლობა ამ ყველაფრისთვის, ბატონო ბიძინა! ახლაც, კორონავირუსთან ბრძოლის ფონდში, 100 მილიონი გადარიცხა ბიძინა ივანიშვილის ოჯახმა და ამაზედაც გულმხურვალე მადლობელი ვარ! მადლობელი ვარ პოლიტიკოსი ბიძინა ივანიშვილისა, რომელიც სააკაშვილის რეჟიმთან ბრძოლაში, გვერდით დაუდგა ქართველ ხალხს, საკუთარი და ოჯახის წევრების სიცოცხლე დადო სასწორზე, ფულიც ბევრი დახარჯა და ეს დარტყმული მოაშორა ქვეყანას.

მადლობელი ვარ, რომ პრემიერ–მინისტრობის ჟამს, სამართლიანობის აღდგენის კუთხით, რამდენიმე ეფექტური ნაბიჯი გადადგა და „ნაცების“ პოლიტიკური ლიდერების წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეები აღიძრა, ზოგი დაიჭირეს, ზოგი გაიქცა ქვეყნიდან.

აი, აქ გამომელია ბიძინა ივანიშვილისთვის მადლობის თქმის მიზეზი. ახლა უკვე იმ დანაშაულებსა და შეცდომებზე ვილაპარაკოთ, რაც მან, მისმა გუნდმა მისივე ნებართვით „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში ჩაიდინეს. სამართლიანობის აღდგენის პროცესის დაწყება სატყუარა იყო. ამას მოჰყვა კოაბიტაცია და დაუსჯელი დარჩა „ნაცების“ რეჟიმის ბევრი დამნაშავე, მათ შორის ის ხალხი, რომლებიც დანაშულებრივ ბრძანებებს გასცემდნენ, ხალხს ხოცავდნენ, აწამებდნენ, ატერორებდნენ, ბიზნესს და კერძო საკუთრებას ართმევდნენ, მათ შვილებს იჭერდნენ, ზოგს შვილების გაუპატიურებით ემუქრებოდნენ, კომპრომატების მეშვეობით აიძულებდნენ ეთანამშროლათ სპეცსამსახურებთან, საკუთარი მეგობრები და ნათესავები „ჩაეშვათ“... მილიარდობით ლარი მოიპარეს ბიუჯეტიდან და დღეს თავისუფლები და დაუსჯელები არიან. მიხეილ სააკაშვილი, ზურაბ ადეიშვილი, დათა ახალაია, დავით კეზერაშვილი,ამირან მესხელი, სოსო თოფურიძე, ვასილ სანოძე, ერეკლე კოდუა, ლევან ვარშალომიძე, დავით საყვარელიძე... ბევრნი არიან, ძალიან ბევრნი.

ამ და სხვა ამისთანა ნაძირალებმა ეს ქვეყანა ციხედ აქციეს, ადამიანებს ღირსება აჰყარეს და დღემდე დაუსჯელები არიან. ბევრი მათგანი დღეს უცხოეთშია, მათზე სს საქმეები კია აღძრული, მაგრამ საზღვარგარეთ თავშესაფარი მიიღეს, პროკურატურამ ვერა და ვერ მოახერხა მათი ექსტრადირება. რეალურად კი, ხელსაც არ ანძრევს, რომ ეს ხალხი ჩამოათრიოს და გაასამართლოს. ბევრი მათგანი უკრაინაში, სხვა ქვეყნებში, საერთაშორისო ორგანიზაციებშია დასაქმებული, ბევრი დღესაც პარლამენტსა და საკრებულოში ზის. თქვენ, ბატონო ბიძინა, მკვლელებს, მკვლელობების დამკვეთებს, ხალხისთვის ათასი უბედურების თავზე დამტეხავ ნაძირალებს დააფარეთ ხელი, მათი დასჯა არ გსურთ, თორემ ვინც თვალში ამოიღეთ, ვის მიმართაც პირადი შურისძიება გამოძრავებთ, ისინი ორჯერ და სამჯერ შეაბრუნეთ ციხეში. თუნდაც გიგი უგულავა, რომელსაც მე სამუდამო პატიმრობას მივუსჯიდი.

თქვენ მოატყუეთ ხალხი, რომ გარეწარ „ნაციონალებს“ დასჯიდით. მათთან პოლიტიკურ გარიგებაში შეხვედით. ქართულ რეალობაში კი ეს პოლიტიკური პროსტიტუციაა, რომელსაც კოაბიტაცია დაარქვით. პოლიტიკური კოაბიტაცია საქართველოში იმ დღეს დასრულდა, რაც გიორგი მარგველაშვილმა საპრეზიდენტო ფიცი დადო და აღმასრულებელი და სახელისუფლებო მმართველობის ყველა შტო, ერთი პოლიტიკური ძალის, „ქართული ოცნების“ ხელში მოექცა. მას შემდეგ კი რაც ხდება კოაბიტაციის სახელით, ვიმეორებ, პოლიტიკური პროსტიტუციაა და ეს თქვენ დააკანონეთ ქვეყანაში და ვინ გამოდიხართ? - მეძავთ სახლის პატრონი, იმ“სახლის”, რომელსაც „ქართული ოცნება“ ჰქვია.


ხელისუფლებაში მოხვედით თუ არა, პირველი რაც გააკეთეთ, თქვენი ყოფილი თანამებრძოლებისგან გამოხშირეთ „ქართული ოცნება“. ის ხალხი გაყარეთ პარტიიდან, ხელისუფლებიდან, რომლებიც უანგაროდ გამოგყვნენ სააკაშვილის რეჟიმთან ბრძოლაში. თქვენ როდესაც „ნაცბანდას“ აფინასებდით, ეს ხალხი რეჟიმს ებრძოდა და ათასი უბედურება გადაიტანა. ბევრმა ჯანმრთელობა დაკარგა, ბევრმა ციხე ხეხა, ბევრს ოჯახის წევრი მოუკლეს. ამ უღალატო ადამიანებმა მოგიყვანეს ხელისუფლებაში და თქვენგან სანაცვლოდ ქვეყანაში სამართლიანობის აღდგენას ითხოვდნენ, სხვას არაფერს. თქვენ რა ქენით? გაინაპირეთ ეს ხალხი, „გადადეთ“, მოიშორეთ და უღალატეთ. დიახ, თქვენ მოღალატე ხართ, ბატონო ბიძინა. თქვენ ყველაზე დიდი და შემზარავი ღალატი ჩაიდინეთ – იმ ხალხს უღალატეთ, ვისთან ერთადაც გვერდი–გვერდ ომობდით და ეს ხალხი, ამ ომში, ბევრჯერ გადაგეფარათ. მზად იყვნენ, თქვენი და თქვენი ოჯახის დასაცავად თავი გაეწირათ. საკუთარ ერთგულ თანამებრძოლს რომ უღალატებს, ის ადამიანი მერე ყველას უღალატებს.


სანდრო გირგვლიანის სისხლზე მოხვედით ხელისუფლებაში, ბატონო ბიძინა. სანდროს მკლელების გამამართლებელი ლევან მურუსიძე, ქართული მართლმსაჯულების უსამართლობის სიმბოლო, ლევან მურუსიძე გულში ჩაიხუტეთ და ხალხს რეჟიმის მსხვერპლად წარუდგინეთ. სასამართლოს სისტემა იმ ხალხს, იმ მოსამართლეებს ჩააბარეთ, ვინც უდანაშაულო ადამიანებით გაავსო ციხეები, რომლებიც „ნაცების“ ნების უსიტყვოდ აღმსრულებლები იყვნენ და მსოფლიოს  მართლმსაჯულების ისტორიაში ახალი ტერმინი დაამკვიდრეს – „ნოტარიუსი– მოსამართლე“. ქვეყანაში გამრუდებული სამართლის გასწორებას შეჰპირდით ხალხს და სამართალი იმ ხალხს ჩააბარეთ, რომელთაც ის გაამრუდეს.

მარტო მოსამართლეები? პროკურორები, პროკურატურისა და ფინანსური პოლიციის გამომძიებლები, პოლიციელები, რომლებიც ხალხის წამების, ქონების წართმევის ნებართვას გასცემდნენ, რომელთაც ამ მოსამართლეებთან ერთად, უამრავი უდანაშაულო ადამიანი დაიჭირეს და დამნაშავეებს გარეთ უშვებდნენ. ეს ხალხი უნდა დაგესაჯათ პირველ რიგში, თქვენ კი მათ მფარველად მოევლინეთ. იმასაც არ მოერიდეთ, რომ „ზონდერ–მოსამართლეები“ უვადოდ დანიშნეთ ყველა ინსტანციაში. მკვლელები და მკვლელობების შემკვეთები დღეს პოლიტიკოსის სახელს ამოფარებულნი პარლამენტში სხედან. რაო, ბატონო ბიძინა, გიგა ბოკერია აღარ არის სულხან მოლაშვილის მწამებელი და ბაჩო ახალაიასთან ერთად, „ციხის ბუნტის“ ორგანიზატორი, რომელსაც უამრავი ადამიანი შეეწირა? „ნაცების“ დროსაც კი არ გაჯეჯილებულან პედერასტები ისე, როგორც თქვენი მმართველობის დროს. 2 წლის წინ აღმაშენებლის გამზირზე მარშით ჩაიარეს სექსუალურმა უმცირესობებმა. ამას სააკაშვილის დროს მართლა ვერ ბედავდნენ. გარყვნილების, გაუკუღმართებული სექსუალური ორიენტაციის პროპაგანდის წინააღმდეგ მებრძოლ პატრიოტებს ებრძვის თქვენი ხელისუფლება, პოლიცია, სასამართლო და პროკურატურა. ამ მართლა პედარასტების პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლაში 2500 ადამიანამდეა დაკავებული და დაჯარიმებული ადმინისტრაციული წესით. სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს. ეროვნულ–პატრიოტული მოძრაობის ერთ–ერთი ლიდერი, რამაზ გაგნიძე, მიხეილ სააკაშვილის რეჟიმის წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციების გამო,  13–ჯერ დაიჭირეს ადმინისტრაციული წესით, ამ ხელისუფლების დროს კი– 12–ჯერ. თორმეტჯერვე ამ პედერასტიის პროპაგანდის, სოროსისა და მათი სხვა დამფინანსებლების წინააღმდეგ გამართული აქციების დროს. დარწმუნებული ვარ, რამაზ გაგნიძე საკუთარ რეკორდს მოხსნის. ეგ კაცი გამჩერებელი არ არის და ეს, პედერასტების დამცველი, მათზე გადამკვდარი ხელისულება, მინიმუმ ორჯერ კიდევ დაიჭერს მას.


ქვეყანაში შრომისუნარიანი მამაკაცის საარსებო მინიმუმმა 199 ლარია, ასაკობრივი პენსია 220 ლარი, ომის ვეტერანის პენსია 22 ლარი, სოციალურად დაუცველთა შემწეობა 60 ლარი… „იუნისეფის“ კვლევის მიხედვით, საქართველოში 77 000  ბავშვი შიმშილობს  და ყოველწლიურად, 300 ბავშვი შიმშილით იღუპება. ამ დროს, ლევან იზორიამ, შს მინისტრისა და სუს-ის უფროსის მოადგილის თანამდებობებზე მუშაობისას, 3 წელსა და 9 თვეში 143–ჯერ პრემია დანამატი აიღო, არჩილ თალაკვაძემ შს სამინისტროში 1 წელსა და 8 თვეში დანამატი 67-ჯერ აიღო, შს მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილმა ერთ წელში დანამატი 41-ჯერ აიღო, სუს-ის უფროსის მოადგილე იოსებ გოგაშვილმა ერთ წელში დანამატი 36-ჯერ აიღო, კახეთის საოლქო პროკურორმა ერთ წელში სახელფასო დანამატი 23-ჯერ მიიღო,
ფინანსური პოლიციის უფროსმა გიორგი ბადაშვილმა ერთ წელში დანამატი 29-ჯერ აიღო. ცესკოს თავმჯდომარემ, თამარ ჟვანიამ ერთ წელში 197 307 ლარის ოდენობით ხელფასი და დანამატები მიიღო. ეს მცირე ჩამონათვალია იმ გაუმაძღარი ჩინოვნიკებისა, რომლებიც თავზე დაასვა ბიძინა ივანიშვილმა ხალხს.

ეს არის ერთ–ერთი მიზეზი იმისა, თუ რატომ ცხოვრობს ხალხი ასე ღარიბად. ბიუჯეტი, ხალხისა და სახელმწიფოს ფული, ივანიშვილმა თავის მონა პოლიტიკოსებსა და ჩინოვნიკებს ჯიბის ფულად უქცია. ის არ ჰყოფნით, მაღალი ხელფასები რომ აქვთ, არ ჰყოფნით ის ევროპული დონის კომფორტი, რომელიც ხალხმა შეუქმნა სამუშაოდ. მეტი, მეტი უნდათ, ვერ ძღებიან, რადგან ღორები არიან, მხოლოდ ღორებსა და დღევანდელი ხელისუფლების წარმომადგენლებს არ გააჩნიათ ძღომის გრძნობა. ჰოდა, ყველაზე გაუმაძღარი თავად ბიძინა ივანიშვილია. ხედავს, ხალხს ლამის შიმშილით ამოხდეს სული და ამ გარეწრებს ქვეყანას კანონიერად აძარცვინებს. ამ ახვრებმა, არც ამ კორონაპანდემიის დროს მოიშალეს ბიუჯეტის ფლანგვა. 21 აპრილს, იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა 1 მილიონ 688 ათასი ლარი დახარჯა ავეჯის შესყიდვაზე. უფროსის სკამში 1 200 ლარი გადაიხადეს, თავმჯდომარის მაგიდაში – 1 770 ლარი. გარე გამოყენების სავარძელში – 9 350 ლარი, რბილი პუფებში – 600 ლარი, ნაცრისფერი საყვავილეები – 400 ლარი, დერეფნების სავარძლებში – 2 400 ლარი და სანამ ხალხი სახლში გამოკეტეს, წულუკიანმა 1 მილიონ 688 ათასი ლარის ავეჯი შეიძინა. ერთ ცალ „უფროსის სკამში“ კი მთელი 6 თვის დახმარება – 1200 ლარი გადაიხადა. 

ამ დროს, სასჯელაღსრულების სისტემის პენიტენციალური დაწესებულებიდან, გაგანია პანდემიის დროს, კვალიფიციური  ექიმები და ექთნები გაათავისუფლა წულუკიანმა. იქ ფული დაზოგა და საკუთარი კომფორტისთვის ეს ფული არ ენანება. შს მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმაც საკუთარი კაბინეტის მოსაწყობად მილიონები დახარჯა, თბილისის მერმა კახი კალაძემ 94 000 ლარის ფეიერვერკები იყიდა და გორის მერია, 800 000 ლარიან ატრაქციონს აკეთებს. რა დროს ავეჯი, ფეიერვერკი და ატრაქციონია, თქვენ მართლა ღორებო? 78 000 ადამიანი უმუშევარი დარჩა, 30 000 უმუშევარი ემიგრანტი შემატა ქვეყანას. ექსპერტების გათვლებით, წინა წელთან შედარებით ეკონომიკურად 8,5 მლრდ ლარით უკან ვართ, პლუს 9,5 მილიარდი  ლარის ახალი საგარეო ვალი ავიღეთ, რომელიც ძველ ვალებს დაემატა და ჩვენი გასასტუმრებელია. მთლიანობაში უკან დავიხიეთ 18 მილიარდი  ლარით. ეკონომიკური განვითარების ძველ ტემპებზე გასასვლელად 2 წელი დაგვჭირდება, ხოლო დანაკლისის „ამოსაქაჩად„ კიდევ 4 წელი – 2019 წლის მონაცემებს 2026 წელს გავუთანაბრდებით. 6 წელი გვჭირდება, რომ წლევანდელ დონეს დაუბრუნდეს ეკონომიკა და საერთოდ, ან დაუბრუნდება და ან არა. აი, ეს მოგვიტანა ბიძინა ივანიშვილმა და არ მითხრათ, რომ ეს მხოლოდ კორონავირუსის ბრალია. ეს იმის ბრალია, ხელისუფლებას 8 წელიწადი ბიუჯეტის ღლეტისა და ხალხის გაღატაკების მეტი არაფერი გაუკეთებია, ნაცვლად იმისა, რომ ეკონომიკის განვითარებაზე ეზრუნათ.
დაუსრულებლად შეიძლება იმ დანაშაულებების ჩამოთვლა, რაც მაფიოზ ბიძინა ივანიშვილის დასტურით ჩაიდინეს მისი კლანის წევრებმა. თუმცა, ვფიქრობ, ეს სადღეისოდ საკმარისია.

ბიძინა ივანიშვილო, შენ ხარ კაცი, რომელმაც საკოცნელი ლოყა საფურთხებლად გაიხადე, რაც არ მიხარია!

ლევან ჯავახიშვილი, ალია, №18

  •  
  •  

კომენტარი

  1. ანონიმური

    შე სირო,ბარემ ისაც თქვი,კოჰაბიტაცია ამერიკის,მოთხოვნა,რო,იყო გამომიხვედი პუარო

    1. ვაი შე მართლა რეგვენო სირო!

      ხოო, ამერიკის ამბავი თუ დამალა სირია არა?!

    2. იოსები იბესოი

      ტრაკი რომ ეთხოვა ამერიკას, უნდა მიეცა? არ მითხრა ახლა: ეგ მაგას არ იკადრებსო. რუსებს ხომ აძლევს?

  2. ანონიმური

    ამხელა სტატიის წერისას,ერთხელ მაინც არ ჰკითხე საკუთარ თავს,რატომ შეიცვალა ეს კაცი ასე?გინახია ქამელეონი,როგორ დგას გაქვავებულ პოზაში,სანამ ბუზს ან პეპელას მიისრუტავს ენით?ჰოდა ჩვენ ,ქართველები ვართ ივანიშვილის ბუზ-პეპლები,და სანამ იქნება ეს ქამელეონი არაფერი შეიცვლება,არაფერი!!!ყოველ შემთხვევაში,ჩვენი უგერგილო ხალხის “ბრალი” არ იქნება,თუ რამე ცვლილება მოხდა.

    1. 🇬🇪👎🏿

      რა ცვლილება უნდა მოხდეს აწი?! დაჩმორდა ერი! დაიღალა ამდენი უსარგებლო პროტესტით და საკუთარ ქვე ყანაში ნაგავში ქექვით!

  3. ანონიმური

    100 % ით სიმართლეა,მაგრამ ვაი რომ მხოლოდ ლაპარაკი არ გვიშველის და ეს ყველაფერი ისევ ფურცლებზე რჩება.
    ნეტა გვეშველება როდისმე?

    1. ⚖️🧨

      სანამ სასტიკად არ დაისჯებიან მოღალატეები და ხალხის მტრები არაფერი გვეშველება

      1. ანონიმური

        anu bidzina martalixar

  4. ანონიმური

    გაგნიძე,ვინ,არის,იცით,ვინმემ,პირველად,გავიგე

    1. 😂

      კიი, ჩვენ ვიცოდით და აწი შენც გეცოდინება

  5. ანონიმური

    ვსუ შენს პატრონს ? ის მაინც თუ იცი , რომ, ეგ კაცი თავის საკეთილდღეოდ მოვიდა. ფულის საკეთებლად. მისი მონები ხართ ყველა. თორემ მე არც ნაციონალების მხარეზ

  6. ანონიმური

    joi zazaaaa aba daicke cova

  7. ანონიმური

    qocebs raaa ojaxebis tkvna

    1. კიკი

      რა ყლე ხარ

      1. ანონიმური

        kiki shensaxels sxvas radedzaxi

      2. ანონიმური

        ki ki ocnebis momxre arvar

  8. ანონიმური

    ეგ კაცი მეფეა უკვე.ოცნება კი ხალხის ხარჯზე მომსახურე პერსონალი

  9. ელენე

    სტატიის ავტორი ივანიშვილის ქება დიდებით მოგვევლინა იცით რატომ ამ ადამიანს რომ ხედავს ხალხი აგინებს და გადაშლის ისე რომ არც უნდა მისი ნათქვამი მოისმინოს .მას ქვეყნისთვის ისეთი არაფერი გაუკეთებია რაც ავნო.მაფიოზია სულით და ხორცით.თავის გეგმების შესრულებისთვის ჩადო ფული და ამოიღო კიდეც.გააპარტახა და ქვეყანას განვითარების პერსპექტივა წაართვა.

    1. ანონიმური

      ეგ კაცი თავისი მილიარდების დასაცავად და გასამრავლებლად მოვიდა. ხალხი ფეხებზე ეკიდა და ჰკიდია.

  10. gorgi gorgi

    vai tkvens patrons tkve axvrebo romelime tkvensgans erti lari tu dagixargavt im gajirvebuli xalxistvis romlebzes vitom guli segtkivat exla kvelaze sodva daunaxaobaa kidev adarebt im dedamotknul sakasvilis da tavis bandis rezims am kas ert ramesi getanxmebi rom am nabozrebs deda ar moutkna magram amdeni tu isi isis unda isode nabozarma liberalebma rogor seukres xeli.tumsa imeds vitoveb didi kveknis prezidenti kvela nabozar liberals miujens tavis adgils da mgonia am arjevnebis mere morjeba amati parpasi .gulis revamdea misuli sakartvelo

    1. ანონიმური

      gorgi zato ramdeni amoigo she kleo da bidzos mcovelo arakaco pu shen dedas daveci

      1. ანონიმური

        Tqven martla mezavebo da agviraxsnilebo eg pidarasti pirebi gamoirecxet teslit rom gaqvs avsebuli da ivanishvili mere axsenet .saakianis naxmarebo piridan da uknidab qatmeboooo

  11. ანონიმური

    bidzinas momxreebi mogitkant kvela vinc gkavt tqve mcovela monebo igive exeba mishistebs

  12. ირინა

    2012 წლის არჩევნების წინ უბანში “კოორდინატორის ” რეკვა და ვიზიტები არ მავიწყდება. ერთი მეზობელი გვყავდა – უგულავას დასაქმებული მასწავლებელი ქალი. საშიში იყო , რადგან ყველას გვიცნობდა შეშინებულები უმიზეზო დაპატიმრებებით, რამაც იმ დროს მასსობრივი ხასიათი მიიღო – ჩვენ ვემალებოდით მას -, კარს არ ვუღებდით და ზარებს არ ვპასუხობდით! ეხლა თავისუფლად ვართ ! ის შიში დავივიწყეთ, აღარ არის! გახსოვთ ალბათ რა შიშზეა საუბარი, ადამიანები თავისუფლების შეზღუდვის და სიცოცხლის ხელყოფის საფრთხეს ვხედავდით ხელისუფლების მხრიდან.დევიზი ჰქონდათ ” ყველანი ციხეში”, და ” ნულოვანი ტოლერანტობა”. რობიკო სტურუამ ხმამაღლა თქვა რომ შიში ტრიალებს ქვეყანაში! ჰო და , ბიძინამ იხსნა ის ხალხი იმ უბედურებისგან! კი ბატონო, რაღაცა აშენდა , და ბევრი სასიკეთოც გაკეთდა, უფრო იმ ბიზნესების ხარჯზე ალბათ , დატერორებული რომ ყავდათ. !ეს არ დავუკარგოთ მიშას მთავრობას ! თავის დროზე ჰიტლერმაც კი გაატარა რეფორმები და ააშენა გერმანია

    1. ანონიმური

      machalikashvili gaixsene bidzinas mona keetinka dedamovtkan sheni

  13. ანონიმური

    ეგ კაცი თავისი მილიარდების დასაცავად და გასამრავლებლად მოვიდა. ხალხი ფეხებზე ეკიდა და ჰკიდია.

  14. ანონიმური

    ეს გამოქლიავებული ლანძღავს ივანიშვილს იმის გამო.თუ რატომ არ დახოცა და სული არ ამოხადა ნაცებს.ნაცვლად იმისა რომ ქვეყნის ეკონომიკის განვითარების გაყინვა და საკუთარ ბიზნესზე მორგება შეეხსენებინა…ანუ ერთი სააკაშვილი ნახოს ხის ტოტზე ჩამოკიდებული და უკანალსაც უანგაროდ გააქირავებს 😁

  15. ანონიმური

    ივანიშვილზე სანამ რამეს იტყოდეთ კარგად გამოიხეხეთ მყრალი პირები

    1. ანონიმური

      vai sheni debili dedamovtkan satanaxe ro vilaparako piri gamovixexo? pu mogitkan kvela ojaxis cevri b8dzinas klis mcovelo

  16. ანონიმური

    ივანიშივლსკარგის მეტი არაფერი უკეთებია ამ ავქეყანაში ნუ ხართ დაუნახავები

    1. ანონიმური

      ise sheni dedashevtxare

  17. ანონიმური

    აუუუ.. გამოიყვანეს მამა აბრამის ბატკანი!

  18. დათო

    აუუუ.. გამოიყვანეს მამა აბრამის ბატკანი!

  19. ანონიმური

    ქართველები ვართ უტვინო ხალხი, ვისაც როგორ მოესურვება ისე გვხმარიბს.

  20. ანონიმური

    bidzinistebo mogitkant kvela

  21. Rati

    Xo martalia mefea ukve tkven ar dasvit? Axla genacvalet tu traki gakvt hamoagdet.

  22. 👹

    Damoneduleds ra traki unda kondet.

  23. ანონიმური

    Tqven martla mezavebo da agviraxsnilebo eg pidarasti pirebi gamoirecxet teslit rom gaqvs avsebuli da ivanishvili mere axsenet .saakianis naxmarebo piridan da uknidab qatmeboooo

  24. ანონიმური

    ბინძურო

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.