როგორც კი საჭიროება დადგება, რამდენიმე საათში გამოვაცხადებთ საგანგებო მდგომარეობას

პრემიერმა გიორგი გახარიამ, შეხვედრის დასრულების შემდეგ, განცხადება გააკეთა:

ღონისძიებების პირველი ეტაპი დასრულდა, გადავდივართ შიდა გავრცელების ეტაპზე, რაც დამატებითი ღონისძიებების გატარებას ითვალისწინებს.

დღეს, კონსულტაციების შედეგად, ვრწმუნდებით, რომ იწყება ქვეყანაში შიდა გავცელების ეტაპი, ამიტომ:

იხურება ყველა სავაჭრო დაწესებულება გარდა, საფოსტო გზავნილების, საბანკო განყოფილების, აფთიაქების, სასურსათო მაღაზიებისა და აფიათქებისა.

ესა არის აუცილებელი ნაბიჯი, რაღა შიდა გადაცემა შევაფერხოთ და ვირუსის გავრცელების ტემპი შევამციროთ რომ სამედიცინო სექტორმა სწრაფად და ეფექტურად ებრძოლოს ვირუსს.

ჩვენ განვიხილეთ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების – დღეის მდგომარეობით, ასეთი აუცილებლობა არ არსებობს, პრეზიდენტთან შეთანხმებით გადავწყვიტეთ, როგორც კი აუცილებლობა დადგება, რამდენიმე საათში შევძლებთ გადაწყვეტილების მიღებას საგანგებო მდგომარეობაზე და აღსრულებას. ეს შეიძლება იყოს ხვალ, ზეგ – მაგრამ როგორც კი მედიკოსები გვირჩევენ, მყისიერად განვახორციელებთ.

ჩვენი რეაქცია არ უნდა იყოს შიში და პანიკა, ქვეყანა მზად არის იმისათვის, რომ ამ გამოწვევას სათანადოდ უპასუხოს.

  •  
  •  

კომენტარი

  1. ანონიმური

    დღეს მთელი ქვეყნის იმედი ხართ ბატონო გიორგი

  2. ანონიმური

    წარმატებები ერთიანი ძალით ამასაც მოერევა ჩვენი ქვეყანა

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.