როგორი ამინდი იქნება უახლოეს დღეებში საქართველოში

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 14-16 იანვარს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, მაღალ მთაში თოვლი, ზოგან ძლიერი, ნისლი და ქარბუქი.

სინოპტიკოსების ცნობით, მოსალოდნელი ძლიერი ნალექები მთიან ზონებში ზვავების ფორმირებას და მეწყრული პროცესების ჩასახვა-გააქტიურებას გამოიწვევს.

მათივე ინფორმაციით, საქართველოს ცალკეულ მდინარეებზე წყლის დონემ შესაძლებელია საშიშ ნიშნულებს მიაღწიოს.

  •  
  •  

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.