როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში

სინოპტიკოსების პროგნოზით, 27 ოქტომბერს ქუთაისში დღისით ტემპერატურა +26 გრადუსი იქნება, ღამით კი 16. ასევე მზიან ამინდს ვარაუდობენ სინოპტიკოსები ოზურგეთში, სადაც +26 გრადუსამდეა მოსალოდნელი, ღამით კი +14 გრადუსი არის ნავარაუდევი. ბათუმში ნავარაუდევია +26 გრადუსი სითბო დღის განმავლობაში, ღამით კი +17 გრადუსი დაფიქსირდება.

ასევე მზიან დღეს ვარაუდობენ ფოთში, სადაც +26 გრადუსს მიაღწევს დღის განმავლობაში ჰაერის ტემპერატურა, ღამით კი +17 გრადუსი დაფიქსირდება. ზუგდიდში +30 გრადუსი იქნება დღის განმავლობაში, ღამით +17.

+27 გრადუსი სითბო არის მოსალოდნელი სოხუმში, ღამით კი +18 გრადუსი დაფიქსირდება.

მესტიაში +25 გრადუსი სითბო და მზიანი, უღრუბლო ამინდი არის ნავარაუდევი. ჰაერის ტემპერატურა ღამის განმავლობაში +5 გრადუსამდე დაიწევს.

ასევე მზიან დღეს და +24 გრადუს სითბოს ვარაუდობენ ამბროლაურში, სადაც ღამის განმავლობაში ტემპერატურა +8 გრადუსი დაფიქსირდება.

ჭიათურაში +26 გრადუსამდე გათბება დღის განმავლობაში ჰაერის ტემპერატურა, ღამით კი +10 გრადუსი არის ნავარაუდევი. მზიანი დღეს და +21 გრადუსი არის ნავარაუდევი ახალციხეში. აქ ღამის განმავლობაში ჰაერის ტემპერატურა +4 გრადუსამდე დაიწევს.

ბორჯომში +23 გრადუსი არის მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა ღამის განმავლობაში +8 გრადუსი დაფიქსირდება. +14 გრადუსს და მზეს ვარაუდობენ ბაკურიანში, ღამით კი +6 გრადუსი დაფიქსირდება.

გორში +22 გრადუსი და მზიანი ამინდი არის ნავარაუდევი. ჰაერის ტემპერატურა ღამის განმავლობაში +8 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალში +22 გრადუსი სითბო და მზიანი დღე არის მოსალოდნელი, ღამით კი ტემპერატურა +6 გრადუსამდე დაიწევს.

გუდაურში +15 გრადუსი და მზიანი დღე არის ნავარაუდევი. ღამით ჰაერის ტემპერატურა +5 გრადუსი არის მოსალოდნელი. დღის განმავლობაში ომალოში ჰაერის ტემპერატურა +14 გრადუსამდე გათბება, ღამით კი 0 გრადუსი არის ნავარაუდევი.

მზიანი ამინდია მოსალოდნელი ლაგოდეხში, სადაც ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +22 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი 8 გრადუსი დაფიქსირდება. თელავში დღის განმავლობაში +22 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +10 გრადუსი არის მოსალოდნელი.

+22 გრადუსი სითბო არის ნავარაუდევი გურჯაანში, ღამით კი +9 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში +23 გრადუსამდე გათბება დღის განმავლობაში ჰაერის ტემპერატურა, ღამით კი +8 გრადუსი არის ნავარაუდევი.

რუსთავში ჰაერის ტემპერატურა +24 გრადუსამდე გათბება დღის განმავლობაში, ღამით კი +9 გრადუსი დაფიქსირდება. თბილისში კი დღეს ჰაერის ტემპერატურა +22 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +9 გრადუსი დაფიქსირდება.

  •  
  •  

2 Comments

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.