როგორია ამირან გამყრელიძის შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა?

„ღამის კურიერში“ დაავადებათა ეროვნული კონტროლის ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ, შვილის, ნიკა გამყრელიძის ჯანმრთელობის მდგომარეობაზეც ისაუბრა:

„სერიზული გართულება არ გვქონია, მას ქონდა გარკვეული სიმპტომები. ახლა გადის დასკვნით კვლევებს და გამორჩება, რომელ ეტაპზე გადავა ის – დაკვირვების თუ მონიტორინგის. ზოგადად, მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია“

შეგახსენებთ, რომ ნიკოლოზ გამყრელიძემ, რომელსაც ე.წ. იტალიის კლასტერიდან გადაედო ვირუსი, 7 მარტს ამის შესახებ თავად დაწერა:

„როგორც გუშინ უკვე გახდა ცნობილი, იქიდან გამომდინარე, რომ მე მქონდა კონტაქტი ჩემს თანამშრომელთან, რომელსაც ოთხშაბათს დაუდგინდა კორონავირუსი, თავისთავად მეც და ყველა ის ადამიანი ვისთანაც ჰქონდა მას კონტაქტი გადავედით თვითიზოლაციის რეჟიმში. კონტაქტიდან გამომდინარე და იქიდან გამომდინარე, რომ გუშინ დამეწყო ამ ვირუსის დამახასიათებელი სიმპტომატიკა, ჩავითვალე მომატებულ რისკის მქონე პაციენტად და გამიკეთდა ანალიზი, რომელმაც დაადასტურა, რომ ვარ დაინფიცირებული კორონავირუსით. შესაბამისად, გადმოვედი თბილისის ინფექციურ ჰოსპიტალში და აქ დავიწყე მკურნალობა. საბედნიეროდ, საკმაოდ ვიწროა ჩემი კონტაქტების სია (მხოლოდ ხუთშაბათს 5/03 ვისთანაც მქონდა ახლო და შედარებით ხანგრძლივი კონტაქტი) რა თქმა უნდა, ყველა ამჟამად იდენტიფიცირებულია და იმყოფებიან უკვე იზოლაციაში. თავს ვგრძნობ კარგად, მიუხედავად იმისა, რომ ეს ინფორმაცია კონფიდენციალურია (ისევე როგორც ყველა პაციენტის პერსონალური სამედიცინო ინფორმაცია), გადავწყვიტე რომ გავხადო საჯარო (გამჟღავნების უფლება ოფიციალურად ასევე მივეცი დაავადებათა კონტროლის ცენტრს) რამოდენიმე მიზეზით: 1. მიმაჩნია, რომ ავადმყოფობა სირცხვილი არ არის. 2. არ მინდა ეს საკითხი რომ გახდეს სხვადასხვა ინტერპრეტაციის საგანი 3. და რაც მთავარია, არ გახდეს ეს დამატებითი პანიკის წყარო.

დარწმუნებული ვარ, რომ თუ ვიქნებით მეტად სოლიდარულები და ყველა გავითავისებთ მეტად ჩვენს სამოქალაქო პასუხისმგებლობას, ძალიან მალე დავძლევთ ჩვენს ქვეყანაში ამ გამოწვევას“.

  •  
  •  

One Comment

  1. სტატუს ქუო

    და ახალი რა დაწერეთ თქვე უტვინოებო.როგორია ამჟამად მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა?

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.