ფრანკფურტის ცენტრში, რკინიგზის სადგურთან უცნობმა პირმა რამდენიმე ადამიანი დანით დაჭრა. ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, ინციდენტიდან რამდენიმე წუთში პოლიციამ თავდამსხმელი დააკავა.
თავდასხმის მოტივი ჯერჯერობით უცნობია. მომხდართან დაკავშირებით, მიმდინარეობს გამოძიება.