რისთვის ჩამოვიდა, დაღუპა ჩემი შვილი – სიძის მკვლელობისთვის დაკავებულის მამა

38 წლის მა­მა­კა­ცი, ზუ­რაბ ბე­ნაშ­ვი­ლი თე­ლა­ვის რა­ი­ო­ნის სო­ფელ ფშა­ველ­ში ცო­ლისძმამ, 24 წლის თომა ბა­ბი­საშ­ვილ­მა სა­ნა­დი­რო თო­ფი­დან გას­რო­ლით მოკ­ლა. გას­რო­ლის ხმა დი­ლის სა­ა­თებ­ში მე­ზობ­ლებ­მა გა­ი­გეს და წი­ვილ-კი­ვილ­ზე ქუ­ჩა­ში გა­სუ­ლებს მა­მა­კა­ცი უკვე გარ­დაც­ვლი­ლი დახ­ვდათ, მას სი­ცო­ცხლის ნი­შან­წყა­ლი არ ეტყო­ბო­და. მოკ­ლულს თო­ფით ჭრი­ლო­ბა თა­ვის არე­ში აქვს მი­ყე­ნე­ბუ­ლი.

და­ნა­შა­ულ­ში ბრალ­დე­ბულს შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი­დან გაქ­ცე­ვა არ უც­დია, ის სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა მა­ლე­ვე და­ა­კა­ვეს, ნივთმტკი­ცე­ბად ამო­ღე­ბუ­ლია და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნის ია­რა­ღი – სა­ნა­დი­რო თოფი. საქ­მე 108-ე, გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის მუხ­ლით აღიძ­რა, რაც 7-დან 15 წლამ­დე ვა­დით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს. შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბი დიდ­ხანს მუ­შა­ობ­დნენ. შემ­დეგ ცხე­და­რი პრო­ზექ­ტუ­რა­ში გა­და­ას­ვე­ნეს.

დაკავებულის მამა თამაზ ბაბისაშვილი დეტალებს “კურიერთნ” იხსენებს და ყვება, რომ ყოფილ სიძეს არ იცნობდა, მასთან ურთიერთობა არ ჰქონდა, თუმცა შვილისგან იცოდა, რომ მეუღლესთან შერიგება აღარ სურდა.  ქალი ძმასთან ცხოვრობდა, სადაც ყოფილი მეუღლე ეტაპობრივად აკითხავდა. დაკავებული თომა ბაბისაშვილის მამა არ გამორიცხავს, რომ დღავანდელი სისხლიანი დაპირისპირებაც ამ მიზეზით მოხდა. 

“მიმალავდა ყველაფერს ჩემი შვილი, არ უნდოდა რამე შარში გავეხვიე და თვითონ დააბოლოვა ყველაფერი. რუსთავიდან ჩამოსულა, ალბათ თავის ცოლის წაყვანა უნდოდა და ამან არ შეუშვა ეზოში. დაპირისპირება იქნებოდა, ერთხელ უსვრია, მე არ ვიყავი აქ, ეზოს კარებში მოხდა ყველაფერი. სხვისი იარაღი იყო, ნათხოვარი ჰქონდა. რისთვის ჩამოვიდა საერთოდ, დაღუპა ჩემი შვილი,”-უთხრა “კურიერს” მკვლელობაში ბრალდებულის მამამ. 

  •  
  •  

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.