რისთვის ჩავიდნენ გიორგი და კონსტანტინე გამსახურდია თურქეთში და რატომ აღარ აქვს ქალბატონ მანანას ცოტნეს მეთვალყურეობის უფლება?

ბოლო დღეების მანძილზე, არაერთგვაროვანი განცხადებები ვრცელდება ცოტნე გამსახურდიას ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. დედა – მანანა არჩვაძე-გამსახურდია, წერს, რომ ცოტნეს მდგომარეობა დამძიმდა და კლინიკას, სადაც ცოტნე წევს, არა აქვს ასეთ პაციენტთან მუშაობის გამოცდილება. გავაზობთ მისი წერილის სრულ ვარიანტს:

„მესამე თვე სრულდება სტამბულის აჩი ბადენის კლინიკაში მოთავსებიდან . შედეგი თითქმის უმნიშვნელოა. ეს კლინიკა არ არის ცოტნე გამსახურდიას მდგომარეობის მაპროფირებელი. ეს გახლავთ ჩვეულებრივი, ონკოლოგიაზე ორიენტირებული სამოქალაქო საავადმყოფო, რომელიც უძლურია მსგავსი ავადმყოფების მიმართ ჩაატაროს მკურნალობის ის მეთოდები, რომელიც ცოტნეს მდგომარეობას დიამეტრალურად შეცვლიდა.
ჩემთვის ცნობილი არ იყო თბილისიდან გამომგზავრებისას, თუ რომელ კლინიკაში გადაგვყავდა ცოტნე. ორიენტაცია აღებული მქონდა თურქეთის ტერიტორიაზე ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო ჰოსპიტალზე ან ამერიკის სამხედრო აკადემიის ჰოსპიტალზე, რომელიც ფაქტოვბრივად სამ თვეში გამოჯანმრთლების პროცესის წინაშე დაგვაყენებდა.
“ჩემთვის უცნობი” პიროვნებები დღესაც კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან ცოტნეს გადაყვანას ზემოთხსენებულ რომელიმე ჰოსპიტალში, რაც რეალური საფრთხის წინაშე აყენებს მის სიცოცხლეს, მის ჯანმრთელებას.
მოგიწოდებთ ყველას, ერთად ვიზრუნოთ ცოტნეს გამოჯანმრთელებაზე და სხვა ჰოსპიტალში გადაყვანაზე. ნუ დამიყუპავთ შვილს , რომლის სიცოცხლეს და მის სრულფასოვნებას ებრძვიან გარკვეული პიროვნებები.
მოგიწოდებთ ყველას, მე – დედა მანანა არჩვაძე- გამსახურდია, რომელსაც გამოუცხადეს ბრძოლა, რადგან მიუღებლად მიიჩნია ცოტნეს მიმართ ჩატარებული არაპროფესიონალური მკურნალობა, (რომლის წინაშეც რამოდენიმეჯერ დავდექი, როდესაც ცოტნე იმყოფებოდა შოკურ მდგომარეობაში). უკანასქნელად ა. წ. 21 თებერვალს 13:00 საათზე, საავადმყოფოს ფიზიოთერაპიულ განყოფილებაში მისულს ცოტნე დამხვდა ჰიპერვოლემიურ შოკში, რომლის დროსაც ჰემოდინამიკური მაჩვენებლები კრიტიკულად გაუარესდა (დიასტოლური წნევა 36 მმ-მდე , სუთქვის სიხშირე ერ – 30-35 ‘ ; პულსი პი – 180 ‘). მე, ყოველივე ეს მონაცემები რომ არ დამეფიქსირებინა, იქ მყოფებმა მონიტორი მომენტალურად გამორთეს!!!
აღსანიშნავია, რომ ყოველივე ამ “ექსპერიმენტს” ესწრებოდა ე.წ. მხარდამჭერი თანმხლებ მამაკაცთან ერთად, რომელიც ჩემი მისვლისთანავე გაიპარა.
დერეფანი სავსე იყო საავადყოფის დაცვის სამსახურის თანამშრომლებით, პალატა იყო ღია. მიხვდი თუ რა უბედურების მომსწრე უნდა გავმხდარიყავი , ამივარდა ტირილი , რიც გამოც დამიპირისპირდა ადგილობრივი ადმინსტრაცია (თითქოს ჩემმა ტირილმა უარყოფითი ზეგავლენა მოახდინა სხვა ავადმყოფებზე). სწორედ ეს გახდა “საბაბი”, რათა ჩემთვის აეკრძალათ ცოტნეს ნახვა, თავიანთი დანაშაულის გადასაფარად.
ამა წლის 21 თებერვალს (შემთხვევის დღეს) 4 საათის შემდეგ ცოტნე გადაყვანილიქნა რეანიმაციულ განყოფილებაში, რითაც ფატალურ შედეგს გადაურჩა. მსგავს შემთხვევებს რომოდენიმეჯერ ჰქონდა ადგილი, რითაც იკვეთება ან არაპროფესიონალიზმი ან მიზანმიმართული ქმედება ცოტნეს სიცოცხლის ხელყოფისა.
მოგმართვათ ყველას! გამოიჩინოთ თანადგომა ცოტნესა და მისი მრავალჭირნახული დედის მიმართ, რათა ამ კლინიკიდან გადაყვანილ იქნას ზემოთხსენებულ ერთ-ერთ ჰოსპიტალში, რითაც საშუალება მოგვეცემა გადავარჩინოთ ცოტნეს სიცოცხლე.
ჩემი ტირილი იმასთან შედარებით, რაც ჩემს მიერ კვირაში სამჯერ მაინც დაფიქსირებულა რეანიმაციულ განყოფილებასა და მის დერეფანში რა მოსატანია.
ავადმყოფების ოჯახის წევრები, მეზობლები და ახლობლები ემოციებს უმძიმესი ფორმებით გამოხატავდნენ ყოველივეს მიმართ, რის წინაშეც ადგილობრივი დაცვის სამსახურიც უძულური იყო. ჩემი ტირილის მიზეზზე ლაპარაკი იქ მიმდინარე პროცესებთან შედარებით მართლაც რა მოსატანია . პროფესიონალი დედა მეოცე დღეა რაც ჩამოაშორეს შვილს, რომელიც ცოტნეს ე.წ. “მკურნალობაში” გამოსავალს ვერ ხედავდა.
დანარჩენზე, რაც უშუალოდ ექიმებთან ჩემი შეთანხმებით მოხდა ცოტნეს სასიკეთოდ, შემდეგ მოგახსენებთ…
აქვე მინდა დავძინო, მიუხედავად არაერთი მცდელობისა დავკაშირებოდი და საქმის კურსში ჩამეყენებინა, ამ საგანგაშო მდგომარეობის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი, პრეზიდენტი, პარლამენტის თავმჯომარე, თავდაცვის მინისტრი, ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის მინისტრი უშედეგო აღმოჩნდა. დაბლოკილი აღმოვჩნდი სრულად საქართველოს ხელისუფლებისაგან. დასკვნების გაკეთება თქვენთვის მომინდია… პატივისცემით მანანა არჩვაძე- გამსახურდია“

იგივეს წერს ცოტნეს ყოფილი მეუღლე – სოფიო ჩიკვილაძეც და ამატებს რომ ქალბატონ მანანას არ უშვებენ ცოტნეს პალატაში უკვე კარგა ხანია. მალევე თურქეთში ჩადიან ცოტნეს ძმები, გიორგი და კონსტანტინე გამსახურდიები და გიორგი გამსახურდია, კლინიკიდან გამოსვლის შემდეგ, ამბობს, რომ სრულ ნდობას უცხადებენ საავადმყოფოს და ვინც სხვა ინფორმაციას აჟღერებს, სპეკულიანტობს – „ცოტა ნამუსსაც მოუხმოთ კარგი იქნება.. თუ გაქვთ საერთოდ…“


როგორც „ალიამ“ დაადგინა, მანანა არჩვაძე-გამსახურდია მართლაც აღარ დაიშვება ცოტნეს პალატაში, როგორც მეთვალყურე, მაგრამ მას აქვს უფლება მოინახულოს იგი. რა ხდება სინამდვილეში ცოტნე გამსახურდიას ირგვლივ – რისთვის ჩავიდნენ გიორგი და კონსტანტინე გამსახურდია თურქეთში და რატომ წამოვიდა გიორგი გამსახურდია ისეთი გაბრაზებული, რომ ასეთი წერილები დაეწერა სოციალურ ქსელში? რატომ აღარ აქვს ქალბატონ მანანას ცოტნეს მეთვალყურეობის უფლება? ამ და სხვა კითხვებზე „ალიას“ ცოტნე გამსახურდიას მეუღლის, ანა ჯაბაურის ადვოკატი ჯაბა კვარაცხელია პასუხობს:

– როგორია ამჟამად ცოტნეს ჯანმრთელობის მდგომარეობა?

-ჩემი ინფორმაციით, ცოტნეს ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე არის სტაბილური, უკვე სახეზეა დადებითი დინამიკა, როგორც მოტორიკის, ასევე კოგნიტური ფუნქციების აღდგენის მხრივ. ჯერჯერობით, ამ ფუნქციების სრულყოფისთვის დიდი სამუშაოებია ჩასატარებელი, დაზიანება მნიშვნელოვანი იყო და აღდგენითი პროცესი ხანგრძლივი იქნება. თუმცა გაუმჯობესება უკვე სახეზეა.

-მართალია, თუ არა, რომ ცოტნე ამჟამად იმყოფება ონკოლოგიური პროფილის კლინიკაში და მას ყველა საჭირო პროცედურა ვერ უტარდება?

-ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. ცოტნე იმყოფება სტამბულის აჯიბადემის ცნობილ კლინიკაში, რომელიც არის პოლიპროფილური და არა მხოლოდ ონკოლოგიური პროფილის. აღნიშნული კლინიკა ერთერთი საუკეთესოა თურქეთში, გამოირჩევა უმაღლესი მსოფლიო სტანდარტებით და, შესაბამისად, საკმაოდ მაღალი ფასებითაც. ცოტნეს წარმატებულად ჩაუტარდა რეანიმაციული მკურნალობა, რასაც შედარებით პასიური სარეაბილიტაციო ღონისძიებები მოჰყვა, ხოლო საჭირო მომენტში იგი გადაყვანილ იქნება შესაბამის სარეაბილიტაციო ცენტრში.

-ძალიან ბევრი ინფორმაცია ვრცელდება იმასთან დაკავშირებით, რომ ქალბატონ მანანას აკრძალული აქვს ცოტნეს ნახვა ან მისი ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაციის მიღება. მართალია? რა მოხდა?

კლინიკის გადაწყვეტილებით, მანანა არჩვაძე-გამსახურდიას მიერ მედპერსონალისთვის პროცედურებისა და მკურნალობის ჩატარების პროცესში არაერთხელ უხეში და არამართებული ჩარევისთვის, რაც მედპერსონალის აზრით, საფრთხეს უქმნიდა ცოტნეს ჯანმრთელობას, მას აეკრძალა ცოტნესთან პალატაში მარტო ან ხანგრძლივად დარჩენა. არ შეესაბამება სიმართლეს, თითქოს იგი ინფორმირებული არ არის, ან აკრძალული აქვს ცოტნეს ნახვა. მას ყოველდღიურად შეუძლია გაეცნოს ცოტნეს ჯანმრთელობის მდგომარეობას, აქვს აბსოლუტური წვდომა ყველა სამედიცინო დოკუმენტაციასთანაც, ყოველდღიურად ჩატარებული მკურნალობის, პროცედურების და ჩატარებული კვლევების შესახებ. აგრეთვე, მას აქვს შესაძლებლობა ცოტნეს ყოველდღიური მონახულებისა. თუმცა ის ამას არ აკეთებს და აცხადებს, რომ არც ინფორმაციის მიღება და არც შვილის ნახვა მას არ შეუძლია, რაც, კიდევ ერთხელ, ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ სიმართლეს არ შეესაბამება. სრული სიცრუეა ქალბატონი მანანას ბრალდება ქალბატონ ანა ჯაბაურის მიმართ, თითქოს იგი არ უშვებს ცოტნესთან მას. ეს მთლიანად აჯიბადემის კლინიკის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებაა, მიღებული ამავე კლინიკის ექიმების დაჟინებული მოთხოვნით. ადმინისტრაციის ზემოთ აღნიშნული გადაწყვეტილებისა და მისი მიზეზების შესახებ დეტალურად ეცნობა თურქეთში ცოტნეს სანახავად ჩასულ ძმებსაც – კონსტანტინე და გიორგი გამსახურდიებს, აგრეთვე ქალბატონ ანა ჯაბაურსაც. აქვე შეგვიძლია წარმოგიდგინოთ ერთ-ერთი ეპიკრიზის ჩანაწერი, სადაც ნათქვამია, რომ დედა ხელს უშლის მედპერსონალს ცოტნეს მკურნალობასა და მეთვალყურეობაში, რის შესახებაც ექიმებმა დეტალურად აცნობეს ადმინისტრაციას. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, უფრო ვრცელი და დეტალური განმარტება, რის გამო გახდნენ იძულებულნი, მიეღოთ ეს უპრეცედენტო გადაწყვეტილება თურქულ კლინიკაში, ვიხილავთ საბოლოო ეპიკრიზში, რომელიც გაგზავნილ იქნება სარეაბილიტაციო ცენტრში, სადაც ცოტნე გააგრძელებს მკურნალობას.
(ეპიკრიზის ჩანაწერის ასლს გაწვდით).

დოკუმენტში წერია: Rehile Zengin , 21.02.2020 – 17:00 – პაციენტის დედა, პაციენტის მკურნალობასა და მეთვალყურეობასთან დაკავშირებით ქმნის პრობლემას. ამ მდგომარეობასთან დაკავშირებით UHM ს (საერთაშორისო პაციენტთა სერვისი) ოფიციალურ პირებსა და კლინიკის ადმინისტრაციას დეტალური ინფორმაცია მიეწოდა.

მე, რა თქმა უნდა, საქმის კურსში ვარ ყველა იმ დეტალის შესახებ, რაც მედპერსონალმა ცოტნეს ჯანმრთელობისთვის რისკის შემცველად მიიჩნია, მაგრამ ანა ჯაბაურის გადაწყვეტილებით, არ ვახმაურებ მათ.
რაც შეეხება შეშვება – არშეშვების საკითხს, კარგად მოგეხსენებათ, რომ  პირიქით, ქალბატონმა მანანამ, თითქმის ერთი თვის განმავლობაში ანა ჯაბაური ცოტნესთან არ დაუშვა, რითაც დაარღვია უმწეო მდგომარეობაში მყოფი საკუთარი შვილის უფლება, მძიმე პერიოდში გვერდზე ყოლოდა ადამიანი, რომელთან ერთადაც ცხოვრება თვით ცოტნეს არჩევანია, და, რის გამოც ქალბატონი ანა იძულებული გახდა სასამართლოსთვის მიემართა მხარდამჭერის სტატუსის მისაღებად.

-საზოგადოებისთვის კარგადაა ცნობილი, რომ ცოტნეს დედასთან საკმაოდ დაძაბული ურთიერთობა აქვს… ჩვენთან ინტერვიუში, ქალბატონმა ანამაც თქვა, რომ ის არ იცნობს ცოტნეს დედას, რადგან ცოტნეს არ ჰქონდა დედასთან ურთიერთობა და მხოლოდ იმ ადამიანებს იცნობს, ვისთანაც ცოტნეს ჰქონდა ურთიერთობა.

-ბოლო 10 წლის განმავლობაში ცოტნეს ქალბატონ მანანასთან არ ჰქონდა არავითარი ურთიერთობა, გარდა სასამართლოში შეხვედრებისა ქონებრივ დავებთან დაკავშირებით. ეს ფაქტი თავად ცოტნესაც საჯაროდ არაერთხელ დაუფიქსირებია. საზოგადოება კარგად იცნობს ცოტნეს პოზიციას დედასთან დაკავშირებით მისივე წერილებიდანაც, რომელსაც იგი აქვეყნებდა საკუთარ ფეისბუქ გვერდზე. აქვე შემიძლია მოკლე ამონარიდი შემოგთავაზოთ მისი ერთ-ერთი ვრცელი წერილიდან — „ზვიად, უფრო სწორედ, კონსტანტინე გამსახურდიას ოჯახი აღარ არსებობს, განსაკუთრებული ამაგი ამაში, სწორედ ჩემს ბიოლოგიურ დედას, მანანა არჩვაძეს ეკუთვნის. მამაჩემის გარდაცვალების შემდეგ, მან ყველაფერი გააკეთა, საკუთარი შეუგნებლობით, უგნურებით, პატივმოყვარეობითა და სიჯიუტით ჩვენი ოჯახის გასანადგურებლად. პირადად მე, ჯერ კიდევ თითქმის პატიმრობის დასაწყისშივე, ავუკრძალე მას ჩემი სახელის ხსენება, რიგ მიზეზთა გამო. მათ შორის, მან ცოცხალმკვდარი მოშიმშილე, შეგნებულად, ფსიქიურად დაავადებული გამომაცხადა. დღეს მანანა არჩვაძე, უკვე მერამდენედ, სასამართლოში მიჩივის, ყველანაირი ხერხით ცდილობს, მამაჩემის დანატოვარი, თუ ჩემს მიერ შეძენილი ქონების მითვისებას“  – ეს არის ამონარიდი ცოტნე გამსახურდიას 2014 წლის წერილიდან.

-როგორც ცნობილია და ცოტნეს წერილის ამონარიდიდანაც ჩანს, მათ შორის არაერთხელ იყო ქონებრივი დავაც…

-რაც შეეხება ქონებრივ დავებს, რომელსაც ადგილი ჰქონდა ქალბატონ მანანას ცოტნეს წინააღმდეგ, ამ დავების ირგვლივ გვაქვს მართლაც და ტომები, რამეთუ ამ დავებს ქალბატონი მანანა აწარმოებდა მრავალი წლის განმავლობაში და სხვადასხვა ინსტანციაში.

მინდა, ვილაპარაკო მხოლოდ ფაქტებზე დაყრდნობით და დასაბუთებულად, ამიტომ მაგალითისთვის წარმოგიდგენთ ერთერთ ქონებრივ დავას (და მისი განჩინების ოქმიდან ამონაწერსაც), რომელიც მ.ა. -მ წამოიწყო 2012 წელს, ხანგრძლივი საპროტესტო შიმშილით დაავადებული ცოტნეს მიერ საპატიმროს დატოვებიდან ძალიან მალე, და რომელიც ეხებოდა ცოტნეს საკუთრებაში მყოფ მიწის ნაკვეთს ვერაზე მრავალსართულიანი კორპუსის აშენების პერსპექტივით.
დავა გაგრძელდა 4 წელზე მეტი ხნის განმავლობაში, რამეთუ ქალბატონმა მანანამ იგი სამ ინსტანციაში შეიტანა. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ საჩივრები ცოტნეს წინააღმდეგ, მას გარდა ქონებრივი დავებისა, არაერთხელ აქვს შეტანილი პოლიციაში, პროკურატურასა და სასამართლოში იმ მიზეზით, რომ თითქოს ცოტნე გამუდმებით აყენებდა მას ფიზიკურ შეურაცხყოფას, ანუ სცემდა.

თუმცა, იმასაც მინდა კატეგორიულად გავუსვა ხაზი, რომ ეს ბრალდება არასდროს არ დადასტურებულა. ანალოგიურ ბრალდებას ვხვდებით ზემოთ აღნიშნულ განჩინებაშიც სადაც მას მოწმედ საკუთარი და ლელე არჩვაძე მოყავს. თუმცა არც ამ შემთხვევაში დადასტურებულა ეს სამარცხვინო ბრალდება ცოტნეს მიმართ.


ინტერნეტში გავრცელდა ჰოსპიტალში გადაღებული, ლოგინში მწოლიარე და უმწეო მდგომარეობაში მყოფი ცოტნეს სურათი, ცხადია, მისი თამხმობის გარეშე. გავრცელდა, აგრეთვე, ვიდეოც, სადაც ჩანს, რომ ფოტო გავრცელებული და სამჯერ გაზიარებული აქვს ქალბატონ მანანას… დიახ, სამწუხაროდ მოხდა ასეთი, ფაქტი, საავადმყოფოში, სადაც უმწეო მდგომარეობაში მყოფი პაციენტისთვის სურათის გადაღება მკაცრადაა აკრძალული, არამცთუ გავრცელება. ამ ფაქტის შესახებ, სამწუხაროდ, დაახლოებით ერთი საათის შემდეგ გახდა ჩვენთვის ცნობილი, რის შემდეგაც ქალბატონმა ანამ აცნობა გიორგი გამსახურდიას, რომლის კატეგორიული მოთხოვნის შემდეგ ქალბატონმა მანანამ სურათი აიღო. თუმცა ის ერთი საათი, რა თქმა უნდა, საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ ფოტო მთელ ინტერნეტ სივრცეში გავრცელებულიყო. პაციენტისთვის, ფიზიკური მდგომარეობის ამსახველი ფოტოს გადაღება, (მითუმეტეს, ლოგინში საბან გადახდილი, საღამური ტანისამოსით შემოსილი, დროებით თავის ქალის ძვლებამოღებული ცოტნესი, რომელსაც, სავარაუდოდ მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულება ექნება აღნიშნული ფაქტის მიმართ) გავრცელება არის სამართალდარღვევა, წარმოადგენს პაციენტის ინტერესების შელახვას და პერსონალური მონაცემის მქონე ინფორმაციის არამართლზომიერ გასაჯაროებას, რომ აღარაფერი ვთქვათ ამ ქმედების მორალურ ასპექტზე…

“ალია” გააგრძელებს ამ თემას და ყველა მხარეს მივცემთ საშუალებას, სურვილისამებრ, თავიანთი პოზიცია დააფიქსირონ.

თამო კეშელავა

ალია №10

  •  
  •  

კომენტარი

  1. ანონიმური

    შეეშვით ამ ოჯახს, სირცხვილია. და კიდევ, ვინ თუ არა ადვოკატმა უნდა იცოდეს რომ სამართლებრივი ტერმინით მხარდამჭერი მხოლოდ ფსიქიურ ავადმყოფს ენიშნება, და ურთიერთშესაბამისობაში რომ ვერ მოდის განსჯილში, ამას ვერ ხვდება?! რაც შეეხება ქონებრივ დავას, ცოტნეს ყავს შვილები და თუ მისი ფსიქიკა ცოტა რიგზე ვერ არის, და ბებია შვილიშვილებზე ფიქრობდეს, აქ არაფერია გასაკვირი. ეს ერთადერთი ოჯახია სამშობლოსათვის უანგარობით წამებული მერაბ კოსტავას ოჯახთან ერთად, და სასაცილოა, სატირალი თუ არა, რომ პატარა კაცები, პატარა ადამიანები მათი ოჯახის ქონებრივ ანგარებიან დავებს ქილიკობდნენ. ასევე მანანა დედაა და შეიძლება შიშისგან ცოტნე გადარჩება თუ არა, რაღაც შეეშალოს, რომ უკეთესი უნდოდეს, არც ეს არ არის არც გასაკვირი და არც არავის საქილიკო.

    1. გიგი

      თავს რია უფლებას აძლევ შე ანინომკა..ფსიქიკურად ვინცაა დაულაგებელი ეტყობა ეშმაკო შენა

    2. ზაზა

      რატომ არის სულ იმის მცდელობა რომ გამოიყვანონ ერის გულშემატკივარი ხალხი ფსიქიკურად აშლილად…

    3. ანონიმური

      მაგნების ფსიქიკა ჯანსაღ ვარენო კლასიკოსის თამადობით…..

      1. ანონიმური

        არ თქვას რამე ისეთი აფამიანმა რომ ეცემით იმ წამსვე

  2. ლელა

    შეეშვით ამ ოჯახს, სირცხვილია. და კიდევ, ვინ თუ არა ადვოკატმა უნდა იცოდეს რომ სამართლებრივი ტერმინით მხარდამჭერი მხოლოდ ფსიქიურ ავადმყოფს ენიშნება, და ურთიერთშესაბამისობაში რომ ვერ მოდის განსჯილში, ამას ვერ ხვდება?! რაც შეეხება ქონებრივ დავას, ცოტნეს ყავს შვილები და თუ მისი ფსიქიკა ცოტა რიგზე ვერ არის, და ბებია შვილიშვილებზე ფიქრობდეს, აქ არაფერია გასაკვირი. ეს ერთადერთი ოჯახია სამშობლოსათვის უანგარობით წამებული მერაბ კოსტავას ოჯახთან ერთად, და სასაცილოა, სატირალი თუ არა, რომ პატარა კაცები, პატარა ადამიანები მათი ოჯახის ქონებრივ ანგარებიან დავებს ქილიკობდნენ. ასევე მანანა დედაა და შეიძლება შიშისგან ცოტნე გადარჩება თუ არა, რაღაც შეეშალოს, რომ უკეთესი უნდოდეს, არც ეს არ არის არც გასაკვირი და არც არავის საქილიკო.

  3. ლილი

    ეს წარსული სასამართლო დავები, როგორც სჩანს არ ეხება ზვიადის ანდერძთან დაკავშირებულ კოლხური კოშკის ახალი მემკვიდრეების საკითხს. ჯაბაურის ადვოკატს, ალბათ ხელი არ მიუწვდება ზვიადის ანდერძზე.

    1. ანონიმური

      თქვენ ყველა დასაჭერები ხართ,სრ ყავს პატრონი სმ ქვეყანას ,თუ არა კვარაცხელიაბად

  4. ცოტნეს გაუმარჯოს

    სექტას, ეს სახელი მათ თამამად უნდა ეწოდოს, არ გამოუვიდა საზოგადოების დაბოლება, რომ ,,ჰოსპიტალში ცოტნე კვდება”.
    ცოტნეს ძმებმაც დაადასტურეს ანა ჯაბაურის ინფორმაციის სისწორე რომ ცოტნეს ჯანმრთელობა დადებითი დინამიკით ვითარდება.
    ზემოაღნიშნილი ანონიმური პოსტი ადასტურებს, რომ სექტამ ტაქტიკა შეცვალა და რადგან, როგორც ჩანს მათდა სამწუხაროდ, ცოტნე სიკვდილს არ აპირებს, წინასწარ გაავრცელონ ხმები მის ფსიქიურ აშლილობაზე, როგორც თავის დროზე სუკი მის მამას უვრცელებდა. მალე ალბათ სექტის წევრები სხვა პოსტსაც დადებენ რომ ,,ცოტნე გიჟია” , ამით შეეცდებიან წინასწარ დაიზღვიონ თავი ცოტნეს მხრიდან მხილებაზე, მითუმეტეს ცოტნეს მოსაყოლი ბევრი ექნება, როცა ის ჰოსპიტალს დატოვებს.

    დააკვირდით ვინ საუბრობს ცოტნეს ჯანმრთელობაზე სიცოცხლეზე და ვინ ცოტნეს სიკვდილზე, სიგიჟეზე და მის სამკვიდრო ქონებაზე

    ახლაც რჩება ეჭვი ვინ დგას ცოტნეს ინტერესების სადარაჯოზე და ვინ მტრობს?!

    არ გამოვრიცხავ, საზოგადოების ყურის მისაჩვევად, ცოტნეს წინააღმდეგ აგორებული მთელი ეს შავი პიარის კომბინაცია, ცოტნეს ქონების ჩასაგდები დანაშაულებრივი გეგმის ნაწილი იყოს, პროკურატურა, რომელიც ცოტნეს მკვლელობის მცდელობას იძიებს, ასევე უნდა დაინტერესდეს ამ გარემოებებით.

    1. ლელა

      ჩამოყალიბებული იდიოტი ჩანხარ. თუმც, ერთიც კარგია ცოტნეს სახელის შეუბღალავობა რომ გინდა. დანარჩენი წაიკითხე სამოქალაქო კოდესი მხარდამჭერის განმარტებისა, და მიხვდები მოგონილია თუ რეალური. ერთი გამოსავალია, მედიამ უნდა შეწყვიტოს მათ ოჯახზე წერა.

  5. ნინო

    ვინმე სახელად “ანონიმური” წერს რომ შეეშვას ყველა ამ ოჯახის კრიტიკას და ამ დრო თვითონ რამდენს ტლიკინებს და რაც მთავარია გამოიყვანა ცოტნე ფსიქიკურად არამდგარად პიროვნებად ( რაც მავანთა დიდი უშედეგო სურვილია) , თან შვილების ფინანსური მდგომარეობაც დაუგეგმია, რომ ბებია შვილებზე ფიქრობს..ცხადია ვინცაა ამის ავტორი..აქ ამ სტატიიდან ეს აზრი გამოიტანეთ.

  6. სტატუს ქუო

    ამ ქალმა ჯერ ზვიადი დაღუპა,ეხლა შვილსაც ღუპავს.

    1. ციური

      ზუსტად !ზვიადის უბედურება ამ ავადმყოფი ქალის კაპრიზების შედეგი ა

    2. ანონიმური

      ,,კუმ თავი გამოყო, მეც ნახირ-ნახირაო”.

  7. ანონიმური

    ელზა ჩინჩალაძე:
    „მელამ თავის კუდი მოწმედ მოიყვანაო.- ამაზეა ნათქვამი. დედაშვილის ურთიერთობა ვისი რა საქმეა, მითუმეტეს, როცა საქმე ეხება დამოუკიდებლობის შემოქმედი, სამშობლოსათვის თავდადებული პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას თითოეულ ნაკვალევს, თითოეულ სიტყვას თუ ნაბიჯს, ქაღალდის ნაგლეჯს თუ ნივთს, რომელიც უნდა შეუნარჩუნდეს მომავალ თაობებს? განა დასაძრახია, რომ ქ-ნი მანანა არჩვაძე-გამსახურდია ჩვეული პრინციპულობით სათუთად უფრთხილდება და იცავს ყოველივე მის დანატოვარს? ამ მხრივ შესაძლოა შვილებთანაც ჰქონდეს დაპირისპირება, მაგრამ ვის რა უფლება აქვს, როცა შვილის სიცოცხლე საფრთხეშია, დედას მასზე მეთვალყურეობა ამ მიზეზით აღუკვეთოს და აიძულოს პირმშო თუნდაც შვილის საყვარელი მხარდამჭერი ქალის და ამ ქალის გავლენიანი მეგობრის – ვიღაც ყიზილბაშ თურქმენის ანაბარა მიატოვოს? ბრავო კვარაცხელია, ბრავო კოკო! და ა. შ. … ! ესაა თქვენი სამართალი და ადამიანობა? თანაც იმ დროს, როცა მთელი მატერიალური რესურსი ჯერ კიდევ პუტჩისტების ხელშია და ისინი, ცხადია, მთელი ძალით ცდილობენ, რომ ყურადღება სკანდალებზე გადაიტანონ და ხალხს თავისი სამარცხვინი წარსული დაავიწყონ?“

    1. ლელა

      მით უფრო ანგარების თემის წამოწევა ქონებრივი დავისა, ამ ოჯახთან მიმართებაში. ერთად ერთი ოჯახი, მერაბ კოსტავას ოჯახთან ერთად, რომელთაც სრული უანგარობით შესწირეს თავი სამშობლოს. აქ უკვე რომელ ქონებრივ ანგარებიანობაზეა საუბარი?! სირცხვილი ალიას, თან ამდენ ხანს აუღებლად რომ უდევს ეს სტატია.

  8. გურამი

    მანანა არჩვაძე არის სატანა რომელმაც ჯერ ზვიადი გაანადგურებინა რუსულ სპეცსამსახურებს და მერე მის შვილებს დაერია. დედა რომ შვილს ბინის წასართმევად სასამართლოში უჩივლებს,იქ ყოველგვარ დედობაზე ლაპარაკი დასრულებულია. ეს ქალი არის უჩხული,რომელიც რუსულმა კაგებემ მშვენივრად გამოყენა გამსახურდიების ოჯახის წინააღმდეგ. მოაშორეთ ეგ ბინძური ცოტნეს,რომელსაც მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებ მანანას ჯინაზე,რომელსაც იმედი აქვს რომ მისი შვილი მოკვდება და კოლხურ კოშკს ეს ათასი წლის კაგებეშნიკი გომბეშო ხელში ჩაიგდებს. ის რომ მანანას მეორე შვილი გიორგიც არ უჭერს მხარს საკუთარ დედას,კიდევ ერთი დასტურია რომ მანანა არჩვაძე არის არამზადა დედაკაცი,რომელიც მთელი ცხოვრება,მეხინკლის შვილად დაბადებული-გამსახურდიების სახელით ვაჭრობდა.

    1. ანონიმური

      სულით ცოდვილო! შენნაირმა გონებაშეზღუდულთა არმიამ გაანადგურა ზვიადიც და საქართველოც, ზვიადის ეროვნული ხელისუფლების დამხობით.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.