“რთულია გიხაროდეს ახალი წელი, როცა ირგვლივ არავის ეახალწლება, როცა იმედი აქვთ ადამიანებს თვალებში ჩამქრალი!” – ნიკო მიქაია

ნიკო მიქაია, სოციალურ ქსელში ავრცელებს ფოტოს და წერს:

“სამხრეთ იტალია!

დიახ, ასეთია ყველაზე ცუდი წლის დასასრული! წლის, რომელმაც ყველაფერი მოიპარა! მოიპარა ადამიანური ურთიერთობები! ადამიანური სიახლოვე, ყურადღებაც კი მოიპარა და ზოგადად რაც ყველაზე ცუდია, ადამიანები მოგვპარა!

ამ წელს ბევრი სიცოცხლე გაჩერდა სამწუხაროდ! ბევრი ადამიანი ატირდა, უფრო მეტში საშინელი შიში დაითესა და სამყაროც გადაეწყო სხვა რელსებზე! ერთ დილას გავიღვიძეთ და ყველაფერი სხვანაირი იყო უბრალოდ! გაიყინა სამყარო და ერთ დიდ უძრაობაში გადავარდა! ყველამ ვიღაც დაკარგა, იმდენი ვინმე დაიღუპა წელს, რომ მე მსგავსი არ მახსოვს! თვითგადარჩენისთვის ბრძოლა დაიწყო წელს და ჯერ კიდევ გრძელდება.

კოვიდის გარდა სხვა მხრივაც ყველაფერი ცუდი მოხდა წელს! უამრავი ადამიანი დარჩა პირისპირ უდიდეს ეკონომიკურ გამოწვევბთან! დარჩა უმუშევარი, უხელფასოდ და შემოსავლის გარეშე! ამ ქვეყანაში თითქოს გაჩნდა საშინელი უიმედობა. 10-და 7 ადამიანი იძახის, რომ ელოდება საზღვრების გახსნას, რომ სადმე გაიქცეს და თავი გადაირჩინოს! მდიდრდება მხოლოდ ერთი ფენა, მონათა კლასი, რომელიც ვერავის ხედავს საკუთარი მოჯადოებული წრის გარეთ! რაღაც ვირტუალურმა გრინჩმა არჩევნებთან ერთად მოიპარა იმედიც, რომ ხვალ შეიძლება რამე შეიცვალოს!

ჩემი სამსახურიდან გამომდინარე ათასობით ადამიანთან მიწევს ყოველდღიურად შეხება და თითქმის ვერავისში ვხედავ საახალწლო განწყობას! ზუსტად ასევე ვარ მეც, ხვალ ერთი ჩვეულებრივი დღე გათენდება და დაღამდება. ზეგაც ჩვეულებრივი დღე იქნება უბრალოდ! თუკი ოდნავ მაინც განიცდი სხვისას, რთულია გიხაროდეს ახალი წელი, როცა შენს ირგვლივ არავის ეახალწლება, როცა ბავშვები და მოხუცები შიმშილობენ, როცა ყველას თავისი საფიქრალი და დარდი აქვს, როცა ვერავის თვალებში ამოიკითხავ სიხარულს და კარგ განწყობას! როცა უბრალოდ იმედი აქვთ ადამიანებს თვალებში ჩამქრალი! როცა ყველა ერთად ვიბრძვით გადარჩენისთვის!

გილოცავთ 2020 წლის დასრულებას ყველას, ვინც მშვიდობით ჩაამთავრეთ ეს წელი! ვიზიარებ ყველას მწუხარებას, ვინც ატირდით წელს, ვინც დარჩით შემოსავლის გარეშე და ვისაც უბრალოდ ძალიან უჭირს!

33 წელია ჩემს ცხოვრებას ბრძოლა არ დაკლებია! წელს კი განსაკუთრებით რთული წელი იყო ამ მხრივ! 2020 როგორც ყველასთვის, ასევე ჩემთვისაც ურთულესი გამოწვევა იყო, რომელსაც ძალიან რთულად, მაგრამ ასე თუ ისე გავუმკლავდი! 2021-ში არაფერს ვუსურვებ ჩემს თავს ადამიანების ჯანმრთელობის გარდა! ვიცი, რომ ისევ ბევრი ბრძოლა მომიწევს და მოგვიწევს ყველას ყველა მიმართულებით!

დიახ! ჯანმრთელობას გისურვებთ ყველას 2021 წელს! ბევრი ბრძოლა გველის ძალიან და აუცილებლად უნდა მვიგოთ ყველამ ერთად! ბრძოლა არა მარტო კოვიდთან, არამედ ბევრად უფრო დიდ გამოწვევებთან! ვიმსახურებთ, რომ ნორმალურ სახელმწიფოში ვიცხოვროთ ერთხელ და სამუდამოდ! იმედი მაქვს ამ წელს მაინც ექნება ჩვენს ბრძოლას აზრი და მომავალ წელს დავიბრუნებთ იმ განწყობას, რომელიც ,,გრინჩმა” მოპარა თითოეულ ჩვენგანს!

კიდევ ერთხელ გილოცავთ 2020 წლის დასრულებას და ჯანმრთელ, წარმატებულ და გამარჯვებულ 2021-ს გისურვებთ ყველას!”

  •  
  •  

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.