„რემდესივირის ისტორია თაღლითობის მაგალითია, მორჩეს საქართველოში ცრუ დაიმედება“ – ექიმი რევაზ ბოჭორიშვილი

ექიმი რევაზ ბოჭორიშვილი კორონავირუსის სამკურნალო გზებზე და ბოლო საერთაშორისო კვლევებზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ რემდესივირის და სხვა პრეპარატების ეფექტი კორონავირუსის მკურნალობაში არ დადასტურდა.

„დასრულდა ყველაზე დიდი საერთაშორისო კვლევა კოვიდის სამკურნალოდ ნაცად სხვადასხვა პრეპარატებზე – „SOLIDARITY” . რემდესევირის და სხვა პრეპარატების ეფექტი კოვიდის მკურნალობაში არ დადასტურდა. პლაქვენილზე საერთოდ..

თავიდანვე ანტივირუსულ თერაპიაზე მთავარი აქცენტის გაკეთება, თანაც საეჭვო პრეპარატებით, ალბათ შეცდომა იყო. რემდესივირის ისტორია კი საერთოდ, კონფლიქტთა ინტერესის, მხოლოდ კომერციული სარგებელის ძიების, თაღლითობისა და ა.შ. მაგალითია. პრეპარატი რომელიც ერთი კონკრეტული ვირუსისთვის შეიქმნა ( მერე გაყიდვები ჩაწვა) ვერანაირად ვერ იქნებოდა ეფექტური სრულიად სხვა სტრუქტურის ვირუსზე..

თავად ფაუჩის პროტექციით საქართველო რომ თითქოს მონაწილეობდა ამ კვლევაში, ტყუილი აღმოჩნდა. არაა საქართველო კვლევაში მონაწილე ქვეყნების ჩამონათვალში. აგერაა სტატიის ორიგინალი. – https://www.medrxiv.org/…/2020.10.15.20209817v1.full.pdf+ht…

საქართველო საერთოდ არანაირ საერთაშორისო რანდომიზირებულ კვლევაში კოვიდზე არ მონაწილეობს. სულ სომხეთი რომ მოჰყავთ ნეგატიურ მაგალითად, ის მონაწილეობს..
https://clinicaltrials.gov/ct2/covid_view/world

ასევე, საფრანგეთი არ აპირებს რემდესივირის გამოყენებას. ჯანდაცვის უმაღლესმა ორგანომ, HAS მა რომელიც ამერიკული FDA ს ანალოგია და ნებისმიერი სამკურნალო პრეპარატის გამოყენების ნებართვას იძლევა, შეისწავლა საკითხი და ასევე დაასკვნა რომ რემდესივირის ეფექტურობა დაბალია და არ ამართლებს მის ანაზღაურებას სოციალური დაზღვევის სისტემის მიერ.
https://www.has-sante.fr/…/evaluation-des-traitements-de-la…

ეს ფორმულირება პრეპარატის არ გამოყენებას გულისხმობს, ვინაიდან არცერთი ჭკუათმყოფელი ფრანგი არ გადაიხდის 2000 ევროს პრეპარატში რომელიც არაეფექტურია..

მორჩეს საქართველოში ცრუ დაიმედება რემდესივირის, პლაქვენილის და სხვა გაურკვეველი მეთოდების ეფექტურობასა და მათ გამოყენებაზე.. მარტო “ტრამპის პროტოკოლს“(მეცნიერულად არარსებულს) გამოვიყენებთო, რად ღირს..

საქართველოში დღეს რაც ხდება, მსგავსი დაბოლების, კოვიდის გაპოლიტიზირებისა და მკერდში მჯიღების ცემის შედეგიცაა..

პირბადეების მუდმივი ტარება (სწორი ტარება!) , მათ შორის ქუჩაშიც, ხელების პერმანენტული დაბანა დამუშავება, ხვევნა პლოშვნისა და ხელის ჩამორთმევის შეწყვეტა, ქეიფებისა და შეკრებების შეზღუდვა (6 კაცზე მეტს არ ურჩევენ ინგლისსა და საფრანგეთში) , შენობების მუდმივი განიავება, გრიპის აცრის დროული გაკეთება… საღი და კრიტიკული აზროვნება… ჯერ ჯერობით ესაა ყველაზე ეფექტური.“ – წერს ექიმი.

  •  
  •  

12 Comments

  1. ანონიმური

    გაიძვერა საპატიოები, დაუნგრიეს ადამიანებს ჯანმრთელობა, თვითონ დასკდნენ ჭამით! რაც არ ენახათ, კოვიდობაში ნახეს! გამყრელიძის გარდა. ეგ ედიკას დროიდან ქაფავს!

  2. ანონიმური

    როგორ წინა საარჩევნოდ ტრამპიც იტყუება?მორჩით პროფესორობას.

    1. ანონიმური

      და რა თქვა ტრამპმა??? ზუსტად გახსოვს?

    2. ანონიმური

      დაგვიბრუნეთ ნორმლური ცხოვრება

  3. ანონიმური

    რა იცის ტრამპმა?ექიმია?ვირუსოლოგი?პოლიტიკოსიც კი არაა, ჩვენი ნიცშესავით ბიზნესკაცია.

  4. ანონიმური

    საკუთარი ხალხი არ გეცოდებათ???… ,, კოვიდით” დაიმფიცირებულს ყოველდღე იმდენს აცხადებენ ეს ექიმები, რომ საქართველოში მოსახლეობის რიცხვს უკვე გადააჭარბა!!! კარგით რა!!! აღარ კმარა?… გრიპი, იყო, არის და იქნება….ჩვენ იმაზე უნდა ვიფიქროთ, რომ მსოფლიო ეკონომიკა იძირება და აქედან მოდის ემ მთელი ბიზნეს პრობლემები და ჩვენნაირ პატარა სახელმწიფოზე არ უნდა გადატყდეს. ტანზანიის, ბურუნდის და მადგასკარის პრეზიდენტებმა აჯობა საქართველოს, რომელმაც საჯაროდ თქვა უარი კორუპციის მცდელობაზე/ კორონა ვირუსზე, რომელიც ფინანსდებოდა ჯანმოდან/…. განა, რაღა დავრჩით ქართველები?… რატომ უნდა შევეწიროთ ამ კორუპციას?…

  5. bitumen 80/100

    I read this article fully on the topic of the resemblance of most up-to-date and earlier technologies, it’s remarkable article.

    Here is my web site :: bitumen 80/100

  6. slide=id.p

    Hmm is anyone else encountering problems with the images
    on this blog loading? I’m trying to find out if its a problem
    on my end or if it’s the blog. Any suggestions would be greatly appreciated.

  7. red rock casino restaurants

    Hey! This post couldn’t be written any better! Reading this post
    reminds me of my good old room mate! He always kept talking about this.
    I will forward this post to him. Fairly certain he will have
    a good read. Thanks for sharing!

  8. Roman

    I’d constantly want to be update on new posts on this
    website, saved to fav!

  9. fun desserts for kids

    If some one desires expert view regarding blogging after that i suggest him/her to
    visit this weblog, Keep up the pleasant job.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.