რეკორდული სიცხეების გამო ანტარქტიდაზე თოვლის საფარი ყოველდღე მასშტაბურად დნება

9 დღიანი გაუსაძლისი სიცხეები დაატყდა თავს ანტარქტიდის ჩრდილოეთ ნაწილს. ნასას ახალი აეროკოსმოსური ფოტოების თანახმად, ყინულოვანი კონტინენტის კუნძულზე თოვლიანი საფარი მეოთხედი რამდენიმე დღეში გადნა, რაც ხაზს უსვამს გლობალური დათბობის მაღალ ტენდეციებზე.

ფოტოებზე ასახულია თუ როგორ გამოიყურებოდა მასშტაბურ სიცხეებამდე და მას შემდეგ „არწივის კუნძულის“ თოვლიანი საფარი კოსმოსიდან. ამის შესახებ წერს CNN-ი.

2020 წლის 7 თებერვალს დაფიქსირდა ანტარქტიდის კონტინენტზე რეკორდულად მაღალი ტემპერატურა, 18.3 °C გრადუსი. ზუსტად ანალოგიური ტემპერატურა დაფიქსირდა იმავე დღესა ლოს-ანჯელესშიც.

გეოლოგები აღნიშნავენ, რომ მათ არ დაუფიქსირებიათ აქამდე ყინულის დნობის მსგავსი სწრაფი ტემპები. მაური პელტოს თქმით, მსგავსი შემთხვევები ხდება ხოლმე ალასკასა და გრენლანდიაში, თუმცა ანტარქტიდაზე ყინულის დნობის აღნიშნული მასშტაბები ძალზე დიდ საფრთხეს წარმოადგენს მსოფლიო ოკეანის წყლის დონის შესაცვლელად.

  •  
  •  

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.