“რეანიმაციაში ადამიანები გონზე ვერ მოჰყავთ და მიზეზი ზუსტად ესაა…” – თეონა ცხომელიძე

„რუსთავი 2“-ის ჟურნალისტი, თეონა ცხომელიძე სოციალურ ქსელში, წერს:

„ორი დღეა პლაქველინი აღარ მიმიღია, მარტო ინჰალაცია და სისხლის გამათხელებელი, რომელსაც საღამოობით მიკეთებენ. ყნოსვა და გემო ისევ არ მაქვს, მცდელობასაც გავეშვი, ყველა ექსპერიმენტი უშედეგოდ მთავრდება, ვერაფერს ვგრძნობ. მთელი ცხოვრების ოცნება ამიხდა – სულ ერთია რას ვჭამ, შესაბამისად არ გავსუქდები. კორონა რომ გაქვს და წონაზე ღელავ ე.ი. ყველაფერი არც ისე ცუდადაა.

ისევ ფრთხილად ვსუნთქავ, ერთი კარგი ამოსუნთქვა და ხველა მახრჩობს. როგორც ექიმმა ამიხსნა, ხველა ორგანიზმის დამცავი მექანიზმია და მის მკურნალობას ჯობია უბრალოდ გავუძლო, თუ რა თქმა უნდა, ძალიან არ ვიტანჯები. არ ვიტანჯები, შესაბამისად წამალს არ ვსვამ. ზურგი ისევ მტკივა, მტკივა კი არა, მკლავს. ფეხები ისე აღარ. გუშინ პირველი ღამე იყო გამაყუჩებლის გარეშე, მეძინათქო ხმამაღალი ნათქვამია ‘მივდი-მოვდიოდი. გამაყუჩებელი კოვიდ-9-სას რეკომენდირებული არ არის.

მე ხომ თითქოს მხნედ ვარ?! მაგრამ არ გეგონით, რომ ესაა კორონას ნამდვილი სახე. ნამდვილია რეანიმაცია, იქ ადამიანები გონზე ვერ მოჰყავთ და მიზეზი ზუსტად ის ინფექციაა, რაც ახლა ჩემა სხეულშია. ამიტომ ნუ იფიქრებთ, რომ არაფერია, გაიკეთეთ პირბადე და დაიცავით წესები. რთული ხომ არაა? აქ გაძლებაა რთული.

Teona Tskhomelidze-ს ფოტო.

ჩვენი პალატის კარს ვუყურებ, წარმოვიდგენ ხოლმე, როგორ ვაღებ და გავდივარ სამუდამოდ. მსუბუქი პაციენტი ვარ და როგორ დავიწუწუნო, მაგრამ ყველაზე მეტად ამ გამოკეტილობაზე მინდა წუწუნი.

ნინო ყოველ დღე ესაუბრება თავისი კლასტერისებს, რამდენიმე აუცილებელი ვიდეო ხიდი უნდა შედგეს კლინიკიდან და კარანტინიდან. ერთი მიყვარს განსაკუთრებით – ნანუკა, 17 წლის, მგონი ინფექციურშია. რომ დარეკავს, დიდი მხიარულებაა. გუშინ ვიდეოთვალით თავისი მედდა გვაჩვენა, უკიდურესად გადაფუთული, ჩვენი ლალი ეგრე ჩაცმული არ მოძრაობს. ნინო ეუბნება – მაგათ ისე აცვიათ, თქვენ მგონი მართლა კორონა გაქვთო – სართულს ესმოდა ჩვენი სიცილი.

მედდა ლალი მარტო აღარ არის, მედძმა დაემატა. კლინიკებზე ვსაუბრობდით, რომელი კარგია, რომელი ნაკლებად. ჩვენო, რეანიმაცია ყველაზე კარგი და გადასარევი გვაქვსო, შევთანხმდით რომ სიტყვაზე ვენდობით.

გუშინ ლალი შეუფუთავი დადიოდა დერეფანში და მივხვდი, რომ ერთი კვირის თავზე პირველად ვნახე როგორია. გრძელი თმა ჰქონია და მგონი, ჭორფლებიც. გვერდით პალატაში ბავშვს ეთამაშებოდა კარის შუშის მიღმა – შე, ხახვის ფოჩოო… ჩემი ხახვის ფოჩები მენატრებიან“

  •  
  •  

10 Comments

  1. ანონიმური

    ზოგიერთებს ყველაზე ბლაგვი ხმლით უნდა მოჭრა თავი სახალხოდ. მანამდე კი ინდიელივით სკალპელი უნდა ააჭრა

    1. ანონიმური

      skalpeli????—-რამეს ხომ არ გადაყლაპავდი დასამშვიდებელს!

  2. მამხილებელი,ტრამპი და ალიანსი (რეამინაცია კი არა...ესაა მნიშვნელოვანი.იმეცადინეთ!)

    ყ უ რ ა დ ღ ე ბ ა!.აქაა იმ პიროვნებების და ოჯახების სია ვინც რეალურად(ფარულად) მართავს მსოფლიოს 2000წელი.ვინ უყურებს მსოფლიოს (მატრიცას) პირამიდის თვალიდან(დოლარის თვალიდან) https://www.youtube.com/watch?v=DEZ1Q9OA_yw&t=1720s p.s. რეალური კვლევებით ამერიკელების 85% ტრამპს უჭერს მხარს, ხოლო ბაიდენს(მძინარე ჯოს–ასე ეძახიან) 15% . ტრამპი არა მარტო გაიმარჯვებს ამ არჩევნებზე არამედ, ექსპერტების და ანალიტიკოსების მიერ, საუბარია მის მესამედ არჩევაზე . ასევე საუბარია, რომ შესაძლოა ამ წელსვე შედგეს “იალტა 2020”-ზე მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების ლიდერების შეხვედრა და უკვე იქ გაირკვევა ,მსოფლიოს ბედი: გავლენების ხელახალი გადანაწილება, ნატოს და ევროკავშირის ბედი….2026 წლამდე შეიძლება ამა თუ იმ ფორმით, აღდგეს ს ს ს რ-2( ახდეს “სიმპსონების წინასწარმეტყველება”). ამიტომ არჩევნებს უდიდესი მნიშვნელობა ექნება საქართველოსთვის!. აქედან გამომდინარე,რას იზამს ამერიკა?,დაგვიტოვებს თუ არა მის “ფრთებს ქვეშ’?.( ე.კავშირი და ნატო ტრამპის არჩევის შემდეგ ,უკვე მეათე ხარისხოვანია, იმიტომ რომ მათი ბედიც გადასაწყვეტია)…მოკლედ ჩვენ თუ არ დავანახეთ დასავლეთს, რომ ვართ უკვე შემდგარი სახელმწიფო, მაშინ საქართველო შეიძლება, რომ იტყვიან, იგივე კრუგზე(1917- 1922) გაუშვან და დაგვაბრუნონ რუსეთის გავლენის ქვეშ, უკვე წართმეული ტერიტორიების გარეშე. ასევე არაა გამორიცხული(მიგვყიდონ) თურქეთს, იგივე “წითელი ხალფატს”!!!. (ტრამპი გამარჯვება ძალზე იმედის მომცემია დადიდი ალბათობით შეიძლება გადავრჩეთ;ციფრულ კონცლაგერს და სხვა ….) pp.s.უკვე კარგა ხანია, საუბარია და ინფორმაციებია იმაზეც რომ, ოფიციალურად 1 სექტემბრიდან პუტინის ოლიგარქებს ოფშორებში გადარიცხული ანგარიშები (დაახლოებით1 ტრილიონი) დაუყადაღეს და ეს ფულიო მოხმარდებაო(დაუბრუნდებაო) ახალ სსსრ-2-ის ეკონომიკას….ამიტომ ყველას გვმართებს გინდა არ გინდა სიმშვიდე და გამჭრიახობა, ყოველგვარი არეულობის გარეშე უნდა ჩატარდეს ნამდვილი რეალური არჩევნები . ჩვენი ისტორიის მანძილზე, უკვე მერამდენედ გზის გასაყარზე?. ახალ მსოფლიოში საქართველოს, ისეთი უდიდესი სტრატეგიული მნიშვნელობა ექნება, რომელიც ალბათ მთელი ჩვენი ისტორიის მანძილზე რომ არ გვქონია!!!…..!

    1. მამხილებელი!(გამოფხიზლებისთვისაა!)

      ხომ უყურებთ როგორ ამთავრებს?, ჩვენ ვართ რაც ვართო… ცხოვრების მოწყობის ბოლშევიკური პრინციპიო მართებულიაო და რუსს ხალხსო (როგორც გერმანელები იტყვიან RUSSISCHES SCHWEIN) მსოფლიოს განთავისუფლების მისია აკისრიაო(ისე როგორც “თავისუფალი” ვიყავით SSSR დროს!)….და ამ დროს ჩვენი, მართლა მისია,კაცობრიობის წინაშე , რომმელიც ჩვენმა მესიაკონებმა დაგვიტოვეს???????????????… დღევანდელი , აუცილებელი, გადამრჩენელი!…რომელზეც ყურებს არავინ აპარტყუნებს;მიგდებულია და დავიწყებულია ერის და ბერის მიერ –ლ ა ზ ა რ ე ს ა ვ ი თ !…წიგნიც დაბეჭდილია, რომლსაც ჰქვია, მ ე ო რ ე თ– მ ო ს ვ ლ ა(ს ა ი დ უ მ ლ ო –ს ა შ ი ნ ე ლ ი).რომელიც გაყიდვაში გამოვა სექტემბერის შეორე ნახევარში) და რატომ?, არაა დრო მოსული?,არ უნდა აღსდგეს ლაზარე(ქართული ენა)–თუ არ გასულა 4000წელი?… მტრის ჯინაზე, ნახეთ ეს ვიდეოები მაინც! რომელზეც საშინელი ცენზურაა აქვს გამოცხადებული ყველას YOUTUBE-დან დაწყებული…!,რუსები,სომხები და …ყველაფერს რომ “იბრალებენ”…თითქოს კაცობრიობის ცივილიზაცია მათგან იწყება…ა.შ…
      https://www.youtube.com/channel/UCNpMnuXpuuuOopCjMKD-NsQ/videos წიგნში მოცულობით( სინბოლურად ვამბობთ) 1000ჯერ მეტი ინფოა, ვიდრე ამ რუსულენოვან ან ქართულენოვან ფილმებშია.
      სხვათაშორის ამ წიგნის რუსულ ვარიანტს, რუსულენოვანი მოაზროვნე საზოგადოება დიდი ინტერესით ელოდება; რუსეთშიც და უცხოეთშიც !!!. ამ წიგნიდან მთელი მსოფლიო გაიგებს, ვინ არის სატანა!!!—გესმით!,რაზეა საუბარი!, ეს ხომ ჯერ არავის გაუშიფრია?…ახსნილია 2 ბეჭედი – 7დან. მესამე ბეჭედიდან –მეექვსეს ჩათვლით (ზუსტად არავინ არ იცის) ადამიანს მესამე თვალი ეხსნება!!!—რამხელა “იარაღია”, თუ ხვდებით!!! … P.S.ს ა ს წ ა უ ლ ი –ბიბლიის კოდირებაში აღმოჩენილია არა მარტო ამ წიგნის დასრულების თარიღი, რომელიც ზუსტად დაემთხვა!!!, არამედ თარიღი როდესაც რეალურად ეს წიგნი მუშაობას(გაბაზრებას)დაიწყებს მსოფლიო მაშსტაბით!(ე.ი ჩვენმა მესიაკონებმა ეს ინფორმაცია ჩადო, ასე რომ ვთქვათ ბიბლიის “გენეტიკურ და დაფარულ კოდებში”…). ამ ინფოს. ინტრიგისთვის ჯერ-ჯერობით საიდუმლოდ შევინახავთ… P P.S. ხალხო რომ იცოდეთ სასწაულები ამოდის ნელ-ნელა ბიბლიიდან ასომთავრული ამბანით!; ისეთი რომ ზოგჯერ ლამის ცრემლები მოგვდის!!!… და ამ დროს ქართველებს ან სძინავს, არ როცა ფხიზელია ერთმანეთს ჭამს!…და ამ დროს ჭეშმარიტება ცხირის წინა გვაქვს, გაანძრიე გონება და აიღე….

      1. ანონიმური

        გეთანხმებით,ამ ერთი კვირის წინ ისეთი რამე მოხდა ვერ მივხვდი რას ნიშნავდა,არადა რაღაცას აუცილებლად მიანიშნებდა,მერე მითხრეს დააკვირდი რა მოხდება შენს ირგვლივო,მოხდა ის რომ სრულიად შემთხვევით კომპიუტერიდან ამოვიდა ინფორმაცია მესამე თვალის გახსნაზე.ასე რომ გვაფხიზლებენ.

        1. მამხილებელი!(გამოფხიზლებისთვისაა!)

          გაიხარეთ !. ჩემს მაგალითს გეტყვით, სხვებთან რომ არ წავიდე. მოკლეთ მოგახსენებთ; მეორე გარდატეხის ასაკში, ჩემთან, ჩემდა უნებურად რაღაც აუხსნელი ძალების ზემოქმედებით,ჩემს ქვეცნობიერში ‘მოფრინდა” აუხსნელი ენერგია, ახალი პროფესიის შესწავლის შესახებ( თუმცა მე სკოლა რომ დავამთავრე ეს პროფესია მინდოდა, მაგრამ სხვა ავირჩიე თუ ამარჩევინეს..). რომელიც ,ყოველგვარი თავის ქების გარეშე, შემიძლია ამაყად ვთქვა რომ, საკმაოდ კარგად მსოფლიო დონეზე შევისწავლე(ვსწავლობ კიდეც…სწავლა ხომ სიკვდილამდეა). რომელსაც არა მარტო ჩემი უცხოელი მასწავლებლები აღიარებენ არამედ ,კოლეგებიც(მე ამ ცოდნას ფაქტიურად, უანგაროდ ვახმარ გაჭირვებულებს და ახლობლებს)…დასკვნები თქვენც გამოიტანეთ…ამ ამბავს გინდათ მესამე თვალის გააქტიურების დასაწყისი დაარქვით , გინდათ,სხვა აუხსნელი … P.S. https://www.youtube.com/watch?v=_kpz1ra9Srs მოუსმინეთ ამ პიროვნებას მსოფლიო დონის მოაზროვნეა. რომელმაც “რომის კლუბი” დააშტერა და რომ იტყვიან კუდამოძუებული გაუშვა. მოკლედ ახალ ეპოქაში,თუ მეცნიერები გამოყენებით გენეტიკაში, გენეტიკურ კოდებს ეძებენ…არსებობს კიდევ: კულტურული,ცივილიზებული და ბიბლიური კოდები!. ვინც ამ კოდებს მიაგნებს და ამოხსნის ის იქნებაო კაცობრიობის ახალი ეპოქის ლიდერიო. ამ მოსაზრებებს სხვა ეროვნებების ტვინებიც აღნიშნავენ. PP.S. აქედან გამომდინარე, ჩვენი მისია რა არის?. ლაზარეს გამოღვიძებით?…მოკლეთ ბიბლიის ბეჭდების ახსნით, ქართველმა უნდა გაშიფროს იმ კოდების სიტყვები და ციფრები( ან პირიქით), როლებიც მაგალითად; ქურუმებს ეხმარებოდათ: პირამიდების ქვების გადაადგილებაში(რომელიც დღემდე აუხსნელია!). აზრების გადაცემა ასეულ კილომეტრებზე. საკრალური სიტყვებით სხვაზე ზომოქმედება(ვიხუმრებ, პუტინზე რომ ზე-მოქმედება მოახდინო, აიძულო და დააბრუნებინო წართმეული ტერიტორიები?) … ა.შ. ზუსტად ამ კოდების ამოხსნით ადამიანს უაქტიურდება ე.წ. მესამე თვალი და კიდევ გეხმარება შუმანის რეზონანსის მატების ფაქტორიც….(….და შექმნა ღმერთმან კაცი იგი სახედ თჳსად და ხატად ღმრთისა შექმნა იგი…). ” როცა პატარა ივერიის სამეფოში მობრძანდება ღმერთის წყალობა,ყველა ცის ქვეშმყოფელი სახელმწიფოები,ძალაუფლების მქონენი,დიდები და პატარები დაეცემიან მის წინაშე” წმ.კ.ლავრიოტისი….

          1. მამხილებელი!(გამოფხიზლებისთვისაა!)

            კიდევ დავამატებდი, რომ ამ “მოფრენილი” უხილავი ძალის შთაგონების შემდეგ, პროფესიის გარდა, ჩემი მსოფმხედველობა თითქმის 180%-ით შეცვალა:დავინტერესდი ბიბლიით;ზედმეტი ფულის შოვნის მოთხოვნა საერთოდ გამიქრა და პარტრიარქის ბოლოდროინდელი ქადადებებში მოწოდებების არ იყოს—მოყვასზე, დახმარება და სიკეთის კეთება მინდა…მე ვფიქრობ რომ,გამოფხიზლების გზას მივაგენი…

  3. ანონიმური

    სრული სისულელე და მაგარი გამოყლევებულობა….

    1. ანონიმური

      “ყველას აქვს თავისი სიმართლე,ჭეშმარიტება კი ერთია”ი.ტ. რატომ ილანძღები?.თუ პირიქით?. თუ არა და ნუ “იყიდი “ამ ინფორმაციას, გაძალებს ვინმე?

  4. მამხილებელი,ტრამპი და ალიანსი

    ტრამპი…”ტამპლიერები” ბრუნდება…წიგნიც გამოვიდა https://www.youtube.com/watch?v=cXYMU3eI1KU

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.