რეაბილიტოლოგი თეა ადამია – პროფესიულ გზასა და არაერთ შეცვლილ სიცოცხლეზე

ხშირად ერთმა წამმა შეიძლება რადიკალურად შეცვალოს ჩვენი ცხოვრება, დაგვაშოროს ოჯახს, საყვარელ პროფესიას და ბევრ ისეთ აქტივობას, რაც იქამდე ჩვენი ყოვედღიურობის ძვირფასი ნაწილი იყო. თუმცა, არასდროს დაკარგოთ იმედი, გახსოვდეთ, რომ არსებობენ საუკეთესო პროფესიონალები, რომლებიც მზად არიან მორალურ-ფსიქოლოგიურ-ფიზიკური მხარდაჭერა გამოგიცხადონ, დაგიბრუნონ სრულფასოვნების განცდა და თქვენთან ერთად იპოვონ გზა უკან-ბედნიერ წარსულში დასაბრუნებლად. სწორედ ერთ-ერთი ასეთი ადამიანის გაცნობის შანსი გექნებათ ჩვენი სტატიიდან – საქართველოს ეროვნული პარალიმპიური და ოლიმპიური ნაკრების ექიმი, რეაბილიტოლოგი, დავით ტატიშვილის სპორტული მედიცინისა და რეაბილიტაციის ცენტრის კლინიკური დირექტორი – ქალბატონი თეა ადამია მოგიყვებათ, როგორ იბრძვიან ადამიანების სიცოცხლის  ხარისხის გაუმჯობესებისთვის და რა გასაოცარი შედეგბი აქვთ.

_ ქალბატონო თეა, პროფესიული მიმართულება როგორ აირჩიეთ?

_ სულ მინდოდა აქტიურად ჩართული ვყოფლიყავი სპორტში, მაგრამ ბავშვობაში  გადატანილი მძიმე პნევმონიის გამო ფიზიკური  დატვირთვა ამიკრძალეს, რის გამოც   ამ ოცნების მიღმა დავრჩი. სამედიცინო უნივერსიტეტში დაახლოებით მეხუთე კურსზე სპორტული მედიცინის კურაცია გავიარეთ, სწორედ  მაშინ აღმოვაჩინე რომ სპორტს აქვს უკანა კარი, საიდანაც შეიძლება, შეძვრე და ამ   გუნდის წევრი გახდე. მაშინ ჯერ ბუნდოვანი წარმოდგენა იყო რეაბილიტაციაზე, მაგრამ მყარი გადაწყვეტილება მივიღე, მიუხედავად იმისა, რომ  ბევრი ჩემი მეგობარი და კურსელი მეწინააღმდეგეობდა – ასე კარგად სწავლობ და სხვა მიმართულება რატომ არ   გინდა? მიხარია რომ სწორედ ეს დარგი ავირჩიე და რაც ერთხელაც არ მინანია.  ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც შეგიძლია შენი ქვეყნის ნაკრები გააძლიერო. 2008 წელს იმ მძიმე  პერიოდში როდესაც ჩვენი ნაკრები პეკინის ოლიმპიურ თამაშებში იღებდა მონაწილეობას  და საქართველოს დროშა აღიმართა, ძალიან დიდი სიამაყის განცდა დამეუფლა, რაც კიდევ უფრო მეტად გამიმძაფრდა  პარალიმპიურ ნაკრებთან მუშაობისას, საოცარი განცდაა როდესაც  ვხედავ რამდენად ძლიერები არიან ისინი და როგორი შეიძლება იყოს ადამიანის გაუტეხელი სული. ჩემს სტუდენტებს ვუხსნი როგორ უნდა შეარჩიოთ სწორი მიმართულება – წარმოიდგინეთ რომ  თქვენს საქმიანობაში არავინ გიხდით ფულს, გააგრძელებთ ამ საქმეს თუ არა, როდესაც ამაზე ვფიქრობ, ვიცი რომ სულ გავაგრძელებ, იქნება ამისთვის ანაზღაურება თუ-არა.  ვიპოვე ჩემი საქმე, რაც უდიდეს სიამოვნებას მანიჭებს, ვფიქრობ, ჩემი ეს განწყობა პაციენტებისთვისაც გადამდებია.

_ კონკრეტულად რა არის თქვენი ინტერესის სფერო და თქვენ გარდა ვინ არიან ჩართული მკურნალობის პროცესში?

_ ჩვენი ძრითადი მიმართულებაა მოძრაობის აღდგენა. ვმუშაობთ ადამიანების იმ კატეგორიასთან, რომელთაც გარკვეული მიზეზის გამო აქვთ შეზღუდული გადააადგილების, თვითმოვლის, მოძრაობის უნარი. მოძრაობის უნარი საკმაოდ ფართე ცნებაა, რაც ხელის გამოძრავებიდან ან კუნთის შეკუმშვიდან შეიძლება დაიწყოს და უმაღლესი სპორტული მიღწევებით დასრულდეს. მთელი ეს სპექტრი ჩვენი ინტერესის სფეროა.

 გვყავს ფიზიოთერაპევტების ძალიან დიდი გუნდი, რომელიც ამ ადამიანებს ყოველდღიურად ეხმარება.  ერთი ერთზე ხდება მომსახურება, ეს შეიძლება იყოს ვარჯიში,  აპარატურული თერაპია, წყალში ვარჯიში, ოკუპაციური თერაპიის ნაწილი,  გვყავს ასევე მეტყველების თერაპევტიც, რომელიც საჭიროების შემთხვევაში ერთვება რეაბილიტაციის პროცესში.

_ რა გამოარჩევს დავით ტატიშვილის სპორტული მედიცინისა და  რეაბილიტაციის ცენტრს?

_ ვფიქრობ, განსხვავებულია ჩვენი მიდგომა. პაციენტი ისევე როგორც მისი ოჯახის წევრი ჩვენი გუნდის წევრია, შესაბამისად არაფერი არ ხდება პაციენტისთვის დეტალური განმარტების და მისი თანხმობის გარეშე. როდესაც ჩვენ ვსახავთ რეაბილიტაციის გეგმას, ამაში აუცილოებლად გვეხმარება პაციენტი, მიგვაჩნია რომ მოტივირებული პაციენტი შედეგის გარანტია.

ვცდილობთ, დავიწყოთ არა დიაგნოზით, არამედ პაციენტის პრობლემით, ჩვენი პირველი შეკითხვა პაციენტისთვის არის: თქვენთვის რა არის ყველაზე რთული? პასუხი მყისიერად მაძლევს წარმოდგენას რეალურად რა სიტუაციაა. ვინაიდან სამედიცინო დიაგნოზი ყოველთვის ერთსა და იმავე გამოსავალს არ ნიშნავს, აქედან გამომდინარე, შესაძლებელია ადამიანს სტკიოდეს თითი და თავისთავად ეს არ არის მძიმე დაავადება, მაგრამ თუ ის პიანისტი,  პროფესიონალი სპორტსმენი ან ეტლითმოსარგებლე პირია, ეს ძალიან ცვლის პრობლემის მაშტაბებს. აქედან გამომდინარე, ვცდილობთ, იმ თვალით შევხედოთ პრობლემას, რომლითაც თავად ხედავს პაციენტი. მოდიან ადამიანები, რომლებიც ხშირად უკვე არაერთ ექიმთან არიან ნამყოფი და ამ პერიოდში დაგროვილი აქვთ თავიანთი წარმოდგენა დაავადების გამოსავალზე.  პაციენტის არასწორი წარმოდგენა, განგაშის ზარია ჩვენთვის, ვერაფრით ვერ გადალახავთ პრობლემას, თუ არ აუხსნით რომ მისი მოსაზრება მცდარია. ვცდილობთ ჯგუფმა ერთად შევქმათ გეგმა, ვინაიდან ერთიანი ხედვის გარეშე რეაბილიტაცია არ გამოვა, რეალურად ეს არის ფიქრის გზა, კეთება ბევრად უფრო მარტივია, როცა ზუსტად იცი საით მიდიხარ.

შორს ვართ იმ ილუზიისგან რომ ყევალფერი შეგვიძლია, მაგრამ იმას მაინც ვახერხებთ, რომ ჩვენგან პაციენტი უფრო კარგ განწყობაზე გავიდეს, ვიდრე შემოვიდა,   უმნიშვნელოვანესია რომ ჩვენგან წასული ადამიანი იყოს  შათაგონებული, მხარდაჭერილი, საკუთარ  ძალებში ცოტა უფრო მეტად დარწმუნებული და შედარებით უფრო მსუბუქი ჭრილით შეხედავს თავის პრობლემას. მათ არ აქვთ უძლურების განცდა, რადგან თავად არიან ამ პროცესის მონაწილეები.  გვაქვს მეგობრულ-კოლეგიალური დამოკიდებულება, ძალიან ცოცხალი პროცესია, რაც  ვფიქრობ, გამოარჩევს დავით ტატიშვილის სამედიცინო ცენტრის რეაბილიტაციიის მიმართულებას.

_ თქვენთვის როგორც პროფესიონალისთვის, რა კომფორტია ამ ცენტრში?

– მოგეხსენებათ, ყოველთვის არ არის საშუალება, რომ  გამოგვყვეთ კლინიკის ხელმძღვანელობა იდეაზე რომელსაც არ ყავს ანალოგი, ჩვენთან ეს ნამდვილად შესაძლებელია.  როდესაც ეს ცენტრი დაარსდა,  ბუნებრივია, დადგა კადრების პრობლემა და ბატონ დავით ტატიშვილს გაუჩნდა იდეა, რომ მოგვეყვანა ახალგაზრდები, მოგეხსენებათ, რომ მოიყვანო კურსდამთავრებულები, რომლებსაც პაციენტთან დიდი შეხება ჯერ არ ქონია და პრაქტიკულად ნულია გამოცდილება, დიდ რისკებთანაა დაკავშირებული, ჩვენ ეს გავაკეთეთ  და  საბედნიეროდ გაამართლა, ასეთ იდეებზე ძალიან ადვილად მოდის ცენტრი, რაც ძალიან მიხარია, ეს ძველი ტრადიციაა ამას აკეთებდა ბატონი დავითის მამაც, რომელიც სულ ცდილობდა ახალგაზრდებისთვის მხარი დაეჭირა. ჩვენ ვცდილობთ ახალ თაობას მივცეთ მუშოაბის საშუალება, მათ აქვთ  გადამდები მუხტი და ენთუზიაზმი,   რასაც ვერ იყიდი და ვერ ასწავლი.

_ პაციენტებთან მეგობრული დამოკიდებულება გაქვთ?

_ ყველა პაციენტთან ვმეგობრობთ და ხშირად ცენტრის გარეთაც გრელდება ეს ურთიერთობები. მაშინაც გვაკითხავენ, როდესაც სამედიცინო დიაგნოზით არ ვჭირდებით. გვაქვს შემთხვევა, როდესაც ჩვენმა პაციენტმა და ჩვენმა ფიზიოთერაპევტმა ლამაზი ოჯახი შექმნეს.   როდესაც პაციენტი დადის ჩვენთან რეაბილიტაციაზე პირობითად ორი კვირა, მას შეუძლია ნებისმიერ დროს ამოვიდეს ჩემთან, დავსხდეთ, ვიმსჯელოთ, საჭიროების შემთხვევაში შევცვალოთ გეგმა, რაშიც ის დამატებით არ იხდის, გვესმის რომ კომერცია მნიშვნელოვანია, მაგრამ როდესაც სამედიცინო კომერციაზეა საუბარი, მას უნდა ჰქონდეს შენარჩუნებული ადამიანის სახე, მნიშვნელოვანია რომ აპციენტი გვენდობოდეს, რისთვისაც ის უნდა იყოს დარწმუნებული, რომ მე გულწრფელად მაინტერესებს მისი მდგომარეობა, ამიტომ ეს ფინანსური მომენტი მოხსნილია. ნებისმიერ პაციენტს, ნებისმიერ დროს შეუძლია დამირეკოს, მოვიდეს, ისევ დავსხდეთ, დავუძახოს მის პირად ფიზიოთერაპევტს და ერთად ვიმსჯელოთ.

_ განსაკუთრებით მძიმე შემთხვევა თუ შეგიძლიათ გაიხსენოთ, რომელიც წარმატებით დაძლიეთ?

_ მძიმე დიაგნოზით მოვიდა ქალბატონი, გაფანტული სკლეროზი იყო, პირველი 3-4 დღე   ეტლით მოყავდათ, წყალში ვარჯიში გადავწყვიტეთ, რომლის პარალელურადაც გადიოდა მკურნალობას, ურთულესი დღეები გავიარეთ, ორი ადამიანი სჭირდებოდა ტანსაცმლის გამოსაცვლელად, წყალში ჩასაყვანად და ა.შ. მეხუთე დღეს საკუთარი ფეხით, ქუსლიანი ფეხსაცმელით მოვიდა, რაც  სრული შოკი იყო მთელი ცენტრისთვის, თვალებს არ ვუჯერებდით. გვყავს კიდევ ერთი სამხედრო, ინსულტის შემთხევა იყო,  თავიდან ძალიან გვიჯიუტდებოდა, მაგრამ საბოლოოდ მივაღწიეთ იმას რომ მტევნის ნატიფი მოძრაობებიც კი სრულიად აღდგა.

გვაქვს ამის საწინააღმდეგო მძიმე შემთხვევებიც, როდესაც ვერაფრით დავეხმარეთ ადამიანს, ძირითადად  ეს არის შემთხვევები, როდესაც ჰოსპიტალურ ეტაპზე იყო ამოვარდნილი რეაბილიტაცია და ასე ვთქვათ, „გააფუჭეს ქეისი“ ჩვენამდე. ასეთ შემთხვევებზე ძალაინ ვნერვიულობთ და სულ გვაქვს დანაშაულის განცდა.

ნინო კანდელაკი

  •  
  •  

კომენტარი

  1. ანონიმური

    როგორ უნდა ჩავეწერო ან დაუკავშირდე თქვენს კლინიკას,ტელეფონზე არ მპასუხობთ

  2. would g

    I’m no longer certain the place you’re getting your info, but good topic.
    I must spend a while learning more or working out more. Thanks for magnificent info I used to be searching for this info for my mission.

  3. pdf book

    Cmat Colleges For 80 Percentile Study Rankers Class 10 Science Chapter 2 Notes

    Here is my blog – pdf book

  4. directory.themixup2.com

    A person necessarily help to make seriously articles I would state.
    That is the first time I frequented your web page and thus far?
    I amazed with the research you made to create this particular publish amazing.
    Great task!

  5. tinyurl.com

    fantastic issues altogether, you simply received a logo new reader.

    What may you suggest about your post that you simply made a few days ago?
    Any certain?

  6. https://www.rpland.org

    My brother suggested I might like this website.
    He was once totally right. This publish actually made my day.
    You can not believe simply how so much time I
    had spent for this information! Thanks!

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.