რა ჰყვება თენგიზ ცერცვაძე “პლაქვენილზე” და რა ცვლილებები შევა გაიდლაინში?

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე:

„ზოგადად, საქართველოს აქვს ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკაში სხვა ქვეყნებთან შედარებით ძალიან კარგი მდგომარეობა. სულ 516 პაციენტი არის. კიდევ უფრო კარგი მდგომარობაა გარდაცვლილი პაციენტების რიცხვის მაჩვენებლით, სულ ექვსი გარდაცვლილი პაციენტია, რაც საუკეთესო ან ერთ-ერთი საუკეთესო მაჩვენებელია ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკაში. შესაბამისად, ეს ძალიან დიდი ალბათობით მიუთითებს იმაზე, რომ ქვეყანაში მკურნალობის ტაქტიკა სწორია და პაციენტების მოვლა სწორია.

ქვეყანაში მკურნალობა ხორციელდება ათ კლინიკაში, ერთიანი მიდგომითა და ერთიანი სქემით, როგორც დიაგნოსტიკა, ასევე მკურნალობის შერჩევა. ამავე დროს, თითოეულ პაციენტთან მკურნალობის საკითხი წყდება ინდივიდუალური მიდგომით, რადგან „კოვიდი“ ძალიან მრავალსახოვანი დაავადებაა, ახალია და ძალიან ბევრი ისეთი თვისება და ისეთი გართულება აღმოაჩნდა, რაც აქამდე არ იყო ცნობილი მსოფლიოში ექიმებისთვის. ამიტომ გვიწევს, გზადაგზა მივიღოთ ძალიან სერიოზული და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები. ჯერჯერობით, როგორც ხედავთ, ძალიან დიდი წარმატებით.

„პლაქვენილის“ ცვლილება არ მომხდარა. ბოლო პერიოდში გაჩნდა შენიშვნები ექიმების, ექსპერტებისა თუ ცალკეული მკვლევართა ჯგუფის მიერ, რომ „პლაქვენილი“ შესაძლოა, არ იყოს ისე ეფექტური კოვიდინფექციის დროს, როგორც ეს თავიდან ეგონათ. ასეთი კვლევები ნამდვილად დაიდო, თუმცა ამერიკის წამლისა და საკვები პროდუქტების სააგენტოს, რომელიც მთავარი ორგანოა მსოფლიოში, რომელიც საკითხს წყვეტს, თუ რა მედიკამენტები უნდა იყოს გამოყენებული რომელი დაავადების დროს, თავისი გადაწყვეტილება არ შეუცვლია, რომელიც გამოიტანა 28 მარტს. ამ გადაწყვეტილებაში რეკომენდაცია კვლევებში არსებული მედიკამენტებიდან ერთადერთი მხოლოდ – „პლაქვენილს“ მისცა. შესაბამისად, ვიდრე ამერიკის წამლისა და საკვები პროდუქტების სააგენტო არ გადახედავს შეხედულებას, ის კი მხოლოდ მაშინ გადახედავს, თუ მიიღო ძალიან სერიოზული მტკიცებულებები, რომ რომელიმე სხვა მედიკამენტი მასზე უკეთესია, მანამდე საქართველოს გაიდლაინში შესწორება არ იქნება შეტანილი და „პლაქვენილი“ კვლავ რჩება ძირითად სამკურნალო საშუალებად.

მითუმეტეს, რომ კვლევის ნეგატიური შედეგების პარალელურად იდება ახალ-ახალი პოზიტივები „პლაქვენილის“ მიმართ. მაგალითად, შვეიცარიაში, ჟენევის და საზოგადოებრივი ჯანდაცვის უნივერსიტეტებმა დაიწყეს ძალიან დიდბიუჯეტიანი კვლევა „პლაქვენილის“ გამოყენებაზე არათუ სამკურნალოდ, არამედ პროფილაქტიკისთვის. ეს მედიცინაში პრინციპულად ახალი სიტყვაა. კერძოდ, ექნებათ ორი ჯგუფი – საკონტროლო ჯგუფი და ჯგუფი, რომელიც „პლაქვენილს“ მიიღებს. „პლაქვენილს“ მისცემენ იმ პირებს, რომლებიც კონტაქტში იყვნენ ავადმყოფებთან. შემდეგ დააკვირდებიან, „პლაქვენილმა“ დაიცვა თუ არა პაციენტები დაინფიცირებისგან. თუ ამ კვლევამ დადებითი შედეგი მოიტანა, ეს იქნება უზარმაზარი გადადგმული ნაბიჯი ეპიდემიასთან ბრძოლაში და შესაძლოა, ძალიან მნიშვნელოვნად განაპიროს ეპიდემიის მაშტატებების შემცირება

მკურნალობის სხვა მეთოდები, მათ შორის ინოვაციური მიდგომები, როგორიცაა გამოჯანმრთელებული – პლაზმაფერეზი, ადამიანის პლაზმის გადასხმა ან სისხლის შემდედებელი სისტემის დარღვევების მკურნალობა, რაც მნიშვნელოვანი გამოდგა კოვიდინფიცირებულებში. ასევე თანმხლები რიგი დაავადებების დროული მკურნალობა, ამ მხრივ დაგროვდა საკმარისი მონაცემები იმისთვის, რომ გაიდლაინში ცვლილებები შევიტანოთ და უახლოეს პერიოდში იქნება შეტანილი“

  •  
  •  

2 Comments

  1. Azure DevOps Solutions

    685920 471427Some actually quality blog posts on this internet site, saved to fav. 864392

  2. Best Roof Guy Portsmouth

    984766 955734You realize, many individuals are hunting round for this information, you could help them greatly. 318852

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.