“რა ჯიშის ხალხი ხართ, ვინც წერთ, რომ ჩვენი თანამემამულეები არ ჩამოვიყვანოთ და გასაჭირში მივატოვოთ”

ქართველები ხართ, მართლმადიდებლები? – რა ჯიშის ხალხი ხართ ვინც წერთ, რომ ჩვენი თანამემამულეები არ ჩამოვიყვანოთ და გასაჭირში მივატოვოთ. ეს არის წარმოუდგენელი, – ამის შესახებ ჟურანლისტებს „ერთიანი საქართველო – დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ განუცხადა.

„ჩვენი მოქალაქეები საზღვარგარეთ არიან ძალიან მძიმე მდგომარეობაში. გუშინ ვნახე სიუჟეტი, ვნახე ახალგაზრდები, რომლებიც ლამის ტიროდნენ, რომ მხოლოდ 3 დღის საჭმლის ფული აქვთ დარჩენილი და სამშობლოში დაბრუნებას ითხოვენ“

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის განცხადებით, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური მისიები 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ თანამემამულეების დასახმარებლად, ყველა მოქალაქის აღრიცხვა მიმდინარეობს და მათ სამშობლოში ეტაპობრივად დააბრუნებენ.

  •  
  •  

კომენტარი

  1. ემიგრანტი

    ეს ტალღა ააგორეს ქალბატონო ნინო, იქ ჭირდებათ მანწირულები დოლარის დასაჭერად!

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.