რა წესების დაცვა მოუწევთ მგზავრებს აეროპორტებსა და თვითმფრინავებში – საქართველოს აეროპორტებში მზადება მიმდინარეობს

რა წესების დაცვით იქნება შესაძლებელი საჰაერო გზით მგზავრობა? რა არის დასაშვები და რა ეკრძალებათ მგზავრებს აეროპორტში გამოცხადებისას – ცნობილია ის აუცილებელი მოთხოვნები და რეკომენდაციები, რომელიც COVID 19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით, რეგულარული საჰაერო მიმოსვლის აღდგენის შემდეგ, როგორც მგზავრებმა, ისე აეროპორტებმა და ავიაკომპანიებმა უნდა დაიცვან.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ დირექტორის განცხადებით, ქვეყანა შიდა და საერთაშორისო ტურიზმის გახსნისთვის ემზადება. თამარ არჩუაძის განმარტებით, მიმდინარეობს ქვეყნის საერთაშორისო და ადგილობრივი აეროპორტების მომზადება რეგულარული საჰაერო მიმოსვლის დასაწყებად იმ გაიდლაინების მიხედვით, რომელიც საავიაციო სფეროსთვის გამოქვეყნდა.

,,ვემზადებით პირველი ივლისისთვის. თბილისის საერთაშორისო აეროპორტი რეგულარული საჰაერო მიმოსვლის დასაწყებად პრაქტიკულად მზად არის. მიმდინარეობს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტისა და ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ მართვაში მყოფი შიდა აეროპორტების მომზადება ფრენებისთვის. ყველა აეროპორტში ამჟამად მიმდინარეობს სპეციალური სტიკერებით მონიშვნა, რათა მგზავრებმა შეძლონ დაწესებული მეტრნახევრიანი დისტანციის დაცვა,-
‘’განაცხადა თამარ არჩუაძემ.

თამარ არჩუაძის განმარტებით, მგზავრებს პირბადის ტარება აეროპორტის გარდა თვითმფრინავის ბორტზეც მოუწევთ. ,,ჩაფრენის აეროპორტში კი მგზავრებს მოუწევთ იმ ქვეყნის რეგულაციების დაცვა, სადაც გაემგზავრებიან,-‘’განაცხადა თამარ არჩუაძემ.

  •  
  •  

კომენტარი

  1. ანონიმური

    მომღერალი ხატია წერეთელი პრემიერ-მინისტ გახარიას განცხადებას, რომ საქართელოს მოქალაქეები საზღვარგარეთ ვერ დაისვენებენ აკრიტიკებს.

    წერეთლის თქმით, საქართველოში ყველაფერი ნანახი აქვს და რაიმე განსხვავებულ ადგილზე დასვენება ურჩევნია.

    “რაო გახარიამ? ვერ დაისვენებთო საზღვარგარეთო? ვითომ რატომაო? ჩრდილო კორეა ვართ? არ მჭირდება საქართველოს კურორტები, უამრავჯერ ვარ ნამყოფი ყველგან. და განსხვავებული გარემო მინდა, თან საქართველოში ნორმალურად დასვენება მინიმუმ. 5000 დოლარი ჯდება, 5 ლარია (კოიკებზე წამოწოლას არ ვაპირებ) თურქეთში ბევრად მაგარ სერვისში. 1500 დოლარად დავისვენებ ჩემნაირი მიმტევებელი ადამიანიც გამოგყავთ უკვე მდგომარეობიდან” – წერს ხატია წერეთელი.

    1. 1500$ კი არა 200 დახმარება ენატრება ხალხს

      ხოდა გამოკეტავენ ორი კვირა კარანტინში და ვინ სადაა წამსვლელი მასე! რის ფრენები, რა გაფრენები?!
      დაბრუნებისას უკვე აქ გელოდება 2 კვირა კარანტინი!

    2. ანონიმური

      რომ შემოხვალ არაფერი შემოიტანო თორემ ხალხი ისეა გამწარწბული გარეთ ვეღარ გახვალ,თუ გგონია ისევე წყნარად მიიღებენ როგორც ეპიდემიის დასაწყისში იტალიაში გარბოდნენ და მერე ვირუსები შემოიტანეს ცდები.

  2. ანონიმური

    Xoda ijekit karantinshi da iprinet😀😀😋😋

  3. kato

    ამის გაკეთება არაფრით არ შეიძლება. აი, მერე ნახეთ რა მოხდება, გაიხსნება საზღვარი და ყველა ქვეყანაში დიდი უბედურება დატრიალდება. ეს ჩამოსული ხალხი ყველგან რომ იბროტიალებს, როგორ შეამოწმებ მათ გადაადგილებას, ან თუ შეამოწმებ სად მოძრაობდა, რა აზრი ექნება? იქნებ 10 დღის მერე გამოუვლინდა სიმპტომი და გადასდო ყველას, მერე სად მიდიხართ? ის რაც დაგვემართა, განა უცხოეთიდან ჩამოსულებისგან არ იყო? თუ ბედის გამოცდა გინდათ, მოემაზადეთ მაშინ. ერთადერთი სწორი გზაა, ამ ხალხის 14 დღიან კარანტინში გადაყვანა, ყველასი ვინც კი შემოდის, და არა მარტო სიმპტომიანის. თუ ამას ვერ გავაკეთებთ, მაშინ ცუდი სცენარი გარანტირებული გვაქვს ჩვენც და სხვა ქვეყნებსაც.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.