რა შესთავაზა სუს-მა გაბუნიას და გააფრთხილა თუ არა იგი გვარამიამ საფრთხის შესახებ?

თბილისის საქალაქო სასამართლოში ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას გამოკითხვა დასრულდა. გაბუნია ამბობს, რომ გამოძიებას აინტერესებდა საიდან ჰქონდა ინფორმაცია მასზე განხორციელებული თვალთვალის შესახებ

თავად ჟურნალისტი ამბობს, რომ მას შესაძლო ლიკვიდაციასთან დაკავშირებით ინფორმაცია 2 წყაროსგან ჰქონდა მოპოვებული – ნიკა გვარამიასგან და დაცვის წევრისგან.

„აქცენტი იყო იმაზე, საიდან მაქვს მე ინფორმაცია, რომელიც მაქვს. ეს ინფორმაცია მწირეა. ორი წყარო მყავდა – ეს არის ნიკა გვარამია, რომელმაც გამაფრთხილა, რომ ჩემი ლიკვიდაციის მცდელობას შესაძლოა ჰქონოდა ადგილი და ამაზე იყო აქცენტი კითხვების დროს. რა ინფორმაცია მომაწოდა გვარამიამ, რა დეტალები იცოდა და საიდან ჰქონდა ეს ინფორმაცია. ასევე კითხვა იყო, ხომ არ მიფიქრია, რომ სამართალდამცველებისთვის ან სუს-სთვის მიმეწოდებინა ეს ინფორმაცია, მაგრამ მე განვუმარტე, რომ ამის მცდელობა არ მქონია. პირველ რიგში ვენდობი ნიკა გვარამიას. არ უთქვამთ რა ტიპის მტკიცებულებები აქვთ გამოძიების შედეგად მოპოვებული. მეორე წყარო არის ჩემი დაცვა, რომელმაც შეამჩნია, რომ მითვალთვალებენ. დიდი ალბათობით მასაც დაიბარებენ. დაახლოებით 2 თვეა ვიცი, რომ საფრთხის წინაშე ვიყავი“

ჟურნალისტის თქმით, პროკურატურამ მას სახელმწიფო დაცვა შესთავაზეს .

გაბუნია ამბობს, რომ წინადადებაზე ადვოკატებთან კონსულტაციების შემდეგ მიიღებს გადაწყვეტილებას.

  •  
  •  

კომენტარი

  1. ანონიმური

    გვარამიამ არ გააფრთხილა და იბადებბა კითხვა რატომ? ალბათ მართლა რეალურია სააკაშვილი ადეიშვილის ჩანაწერები და ამიტომ

  2. ანონიმური

    კარგია რომ სახლემწიფო ზრუნავს თითეული მოქალაქეზე

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.