რა შემთხვევაში შევა “ლელო” პარლამენტში და რომელი პარტიები შეუერთდებიან მას?

მამუკა ხაზარაძის ინიციატივას სერბულ მოდელთან დაკავშირებით, რომელიც ვადამდელი არჩევნების 2022 წელს ჩატარებას გულისხმობს, ოპოზიციაში არაერთგვაროვანი განცხადებები მოჰყვა. თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა ინიციატივას ვაჭრობა უწოდა.

ხაზარაძის მთავარმა მოკავშირემ დღეს “კურიერთან” კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ “ოცნების” მხრიდან ამ ინიციატივის გაზიარების შემთხვევაში “ლელო” პარლამენტში საქმიანობის დასაწყებად მზადაა.

მამუკა ხაზარაძის მიერ გაჟღერებულ კომპრომისულ იდეას ირაკლი ოქრუაშვილმა დღის განმავლობაში ორი  ფეისბუკპოსტი მიუძღვნა. ოქრუაშვილმა ოპოზიციონერი კოლეგების მისამართით შეურაცხმყოფელი ტერმინებიც გამოიყენა და მათ ბიზნესწარსული ნეგატიურ კონტექსტში შეახსენა.

ხაზარაძეს დღეს პოლიტიკური ალღო დაუწუნა “ლეიბორისტების” ლიდერმაც. შალვა ნათელაშვილის თქმით, ვადამდელი არჩევნები მიმდინარე წლის გაზაფხულამდე უნდა ჩატარდეს. პირველი ლეიბორისტი ფიქრობს, რომ სერბული მოდელი ოცნების მმართველობის გახანგრძლივებას შეუწყობს ხელს. ვადამდელი არჩევნების შესაძლო ჩატარების ოპტიმალურ თარიღად 2021 წელს მიიჩნევენ “ევროპულ საქართველოსა” და “ნაციონალურ მოძრაობაშიც”. პარტიების ლიდერების თქმით, ეს ქვეყნის პოლიტიკური ჩიხიდან გამოყვანის ერთადერთი გზა იქნება.

ვადამდელი არჩევნების ნებისმიერი მოდელი მიუღებელია ხელისუფლებისთვის. მმართველ პარტიაში ამომრჩევლის ნების ამ ფორმით რევიზიას გამორიცხავენ, ოპონენტებს კი მეათე მოწვევის პარლამენტში კონსტრუქციული საქმიანობის გაგრძელებისკენ მოუწოდებენ. 

ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენლებს მეტი რაციონალურობისკენ მოუწოდებენ ბარიერგადალახული სხვა ოპოზიციური პარტიების ლიდერები. “მოქალაქესა” და “სტრატეგია აღმაშენებელში” ფიქრობენ, რომ ხაზარაძის მიერ შეთავაზებული კომპრომისული მოდელი შესაძლოა ოპოზიციაში განხილვის საგანი გახდეს. შეთანხმების შემთხვევაში კი, გიორგი ვაშაძე და ალეკო ელისაშვილი საკანონმდებლო საქმიანობის დაწყებას არ გამორიცხავენ.

წყარო – რუსთავი2

  •  
  •  

7 Comments

  1. ანონიმური

    naxe shaliko ra tyuilad ichqare mandatis chabareba?

  2. ანონიმური

    მანდატი ყველამ ჩააბარა გარდა გირჩების და ჩაჯმულების. ზოგი ტელევიზორს უყურებს და აზრი ვერ გამოაქვს….:-)).

  3. ანონიმური

    07;37_s me mgni 2022-shi 0-% vadamdelze tanxmdebian

  4. ანონიმური

    She garecaro mecenat ivanishvils ro agineb ra gagiketebia qveynistvis mevaxshe nabichvaro

  5. ანონიმური

    Bidzos didi armia yavs mxardamcherebis gadagivlit icodet erto mucha mecocxeebo saqartvelos mtrebo

  6. ანონიმური

    თუ არ შევლენ და მოსტყვნიათ პატრონი რა

  7. ანონიმური

    თქვენს მეტი სადარდებელი ნუ მოგცვცეს ღმერთმა რა

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.