რა შეზღუდვები მოიხსნება ორშაბათიდან

ორონავირუსის მიერ დაწესებული შეზღუდვების ეტაპობრივად მოხსნა გრძელდება.

გთავაზობთ 4 შეზღუდვას, რომელიც ორშაბათიდან მოიხსნება:

8 ივნისიდან რესტორნებს სრულად მუშაობა შეეძლებათ. საუბარია, დახურული ტიპის რესტორნებზე, რადგან როგორც ცნობილია, ღია ტიპის რესტორნებს მუშაობის განახლების უფლება 1-ლი ივნისიდან მიეცათ.

ორშაბათიდან ამოქმედდება საქალაქთაშორისო ტრანსპორტი. თუმცა, აღსანიშნავია, რომ სარკინიგზო გზით მგზავრთა გადაყვანა კვლავ აკრძალული დარჩება.

ასევე 8 ივნისიდან საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ვალუტის გადამცვლელი პუნქტები ჩვეულ სამუშაო რეჟიმს დაუბრუნდებიან. თუმცა, ეროვნული ბანკი მოუწოდებს ვალუტის გადამცვლელ პუნქტებს, მკაცრად დაიცვან პროფესიონალთა რეკომენდაციები და რჩევები.

მთავრობის გადაწყვეტილებით, 8 ივნისიდან, ორშაბათიდან გაიხსნება სასტუმროები, რომლებსაც გავლილი ექნებათ ჯანდაცვის სამინისტროს შესაბამისი უწყებების შემოწმებები და ექნებათ შესაბამისი ნებართვა.

  •  
  •  

კომენტარი

  1. ანონიმური

    მატარებლები რაღას უშლით ერთი რაა?!
    მატრაკვეცობენ ისევ, აწამებენ ხალხს და ფულს აკეთებენ ამ კორონაზე ყველა, ვისაც ხელი მიუწვდება😏

  2. ანონიმური

    იმ , კარანტინგამოვლილ სასტუმროებში ვინ ნორმალური წავა რო? მითუმეტეს ფასებიც საშინელი ექნებათ და ყველგან ყველაფერი დავირუსებული იქნება!

  3. ანონიმური

    თამაზი.
    ხალხს.მიხედეთ.
    თვითნებურათ.
    აწეული.ფასები.პროდუქტებზე…როა
    აწეული.დაარეგულირეთ

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.