რა უცნაური და მნიშვნელოვანი ფაქტები აღმოაჩინა “ალიამ” შაქარაშვილი საქმეში?

დღეს დამოუკიდებელმა ექსპერტმა, ტვ პირველთან განაცხადა რომ გიორგი შაქარაშვილს არც ერთი მოტეხილობა არა აქვს და მას მეტწილად აღენიშნება მხოლოდ სისხლნაჟღენთები თავისა და სხეულის მიდამოებში, ექსპერტი ამბობს, რომ თავის ქალას ჩამტვრეული მოტეხილობაც ტყუილია და არ შეესაბამება სიმართლეს:

“მედია ავრცელებს ინფორმაცია, რომ გიორგის ჰქონდა მოტეხილობები, თავის ქალას ჩამტვრეული მოტეხილობა და ასე შემდეგ… არანაირ მოტეხილობებს, არანაირ ბლაგვ ტრამვას ადგილი არ ჰქონია, სახეზე იყო დაზიანებები სისხლნაჟღენთების სახით, ასევე სხეულის სხვადასხვა მიდამოებშიც სისხლნაჟღენთების სახით…. იყო გარკვეული ტრამვული ცვლილებები შინაგანი გამოკვლევის პროცესშიც… “

გთავაზობთ ამ საუბრის ამსახველ ვიდეოს:

📌 კატეგორიულად იქნება დადგენილი, და არა სავარაუდო ფორმაში, სიკვდილის მიზეზი და დაზიანებების ხანდაზმულობა – ალექსანდრე გეჯაძე

Posted by TV Pirveli • ტელეკომპანია პირველი on ორშაბათი, 29 ივნისი, 2020

მას შემდეგ რაც “ალიამ” გაარკვია, როგორ უნდა განსაზღვროს ექსპერტიზამ გიორგი წყალში დაიხრჩო, თუ არა და რა დრო შეიძლება დასჭირდეს ამ ექსპერტიზას – მას შემდეგ ბევრი ჟურნალისტი დაკვალიანდა ამ კუთხით და კარგია, მაგრამ ბატონი ალექსანდრე ამბობს, რომ მართალია, თირკმლის დიაგნოსტიკით ცალსახად დგინდება ჰქონდა თუ არა ასფიქსიას (დახრჩობას) ადგილი, მაგრამ გარდა ამისა, არსებობს სხვა მინიშნებებიც, რომელიც ექსპერტიზის ჩატარებისას ჩანს…

რა საჭიროა მინიშნებები, თუ შეგვიძლია ცალსახა და გადაჭრილი პასუხი მივიღოთ, თან მივიღოთ სწრაფად თირკმლის დიაგნოსტირებით – ექსპერტს არ დაუკონკრეტებია.

ექსპერტი სიტყვა-სიტყვით ასე ამბობს: “მხოლოდ ამ მონაცემებზე დაყრდნობით ცალსახა დასკვენის გამოტანა რომ სიკვდილი დადგა ასფიქსიით, წყალში დახრჩობით – არ იქნება სწორი, ამიტომ ველოდებით ლაბორატორიას!”

ექსპერტი ასევე ამახვილებს ყურადღებას ალკოჰოლზე და ამბობს, რომ იმასაც გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება – გიორგი საათზე მეტ დროს ატარებს სიარულში, სირბილში, დამალვაში – ორჯერ გადაირბენს მაგისტრალს და ერთხელ უკანაც ბრუნდება – შესაძლებელია, თუ არა, რომ ის ამ დროს იყო ისეთი ალკოჰოლური თრობის ქვეშ, რომ მისი რეაქციები იყოს შენელებული?

“არანაკლებ მნიშვნელოვანია ალკოჰოლური თრობის საკითხი – ალკოჰლის ზემოქმედების სიმძიმეს გააჩნია, თუ სიმთვრალის ხარისხი მაღალია, ადამიანს ეს ხელს უშლის კოორდინაციაში, მიზანდასახული ქმედებების ადეკვატურ შესრულებაში…”

წამყვანი ექსპერტს ეუბნება, რომ გიორგი არ ჰგავდა ზემთვრალ ადამიანს და ბატონი ალექსანდრე პასუხობს:

“მე ამას არც ვამბობ, რომ ზესიმთვრალესთან გვაქვს საკითხი, მაგრამ ახალგაზრდა ორგანიზმში, სპორტსმენში, არამსმელ ადამიანში ალკოჰოლის მცირე დოზაც იქონიებს ზეგავლენას მის კოორდინაციაში და მოძრაობის მიზანსწრაფულობაში”

23 ივნისს, იგივე ექსპერტი, იგივე ტელევიზიაში ჩართვისას, როცა მას ეკითხებიან დაზიანებებზე, აცხადებს, რომ გიორგის აქვს “დაზიანებები როგორც თავის, სახის, ასევე სხეულის სხვადასხვა ადგილებშია. ასევე, ბლაგვი ხასიათის ტრამვა – თუმცა, თავს შევიკავებ, დაკონკრეტებისგან, ნებისმიერი საგანი, ნებისმიერი კონტაქტი წარმოქმნის ბლაგვ ტრამვას, მუშტის ჩარტყმაც შეიძლება იყოს ბლაგვი ტრამვა.”

23 ივნისს ექსპერტი არ ამბობს რომ დაზიანებები მხოლოდ სისხლნაჟღენთებია… არც იმას აკონკრეტებს, რა სახის დაზიანება ჰქონდა გიორგის თავის მიდამოში… ამბობს, რომ დაზიანებები აქვს თავის და სახის მიდამოში – და მხოლოდ დღეს ამბობს, რომ ეს დაზიანებები არის სისხლნაჟღენთები და თავის ტრამვაც არ არსებობს…

23 ივნისის საუბრის ამსახველი ვიდეო იხილეთ აქ.

23 ივნისს ტე­ლე­კომ­პა­ნია “პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის” გა­და­ცე­მა “360 გრა­დუს­ში” შა­ქა­რაშ­ვი­ლის ოჯა­ხის ახ­ლო­ბელ­მა ნიკა ჯაჭ­ვა­ძემ გა­ნა­ცხა­და:

“გუ­შინ გი­ორ­გი რომ გად­მო­ვას­ვე­ნეთ სახ­ლში, მე პირა­დად ვერ შევ­ძე­ლი იქ ას­ვლა. ბი­ჭე­ბი ვინც იყ­ვნენ ამ­ბო­ბენ, რომ თა­ვის ქალა აქვს ჩამ­ტვრე­უ­ლი და ძა­ლი­ან ისე­თი და­ზი­ა­ნე­ბე­ბი აქვს მი­ყე­ნე­ბუ­ლიო. ოღონდ ეს თა­ვის ქა­ლის გა­ტეხ­ვა რა­ი­მეს ჩარ­ტყმას უკავ­შირ­დე­ბა, გა­და­ვარ­დნას თუ და­ცე­მას, ეს ჯერ არ ვი­ცით

რაც შე­ე­ხე­ბა ყუ­რის არ­ქო­ნის ვერ­სი­ას, არ ვიცი ამა­ზე. ჩემ­თან გა­იჟ­ღე­რა იმა­ნაც, დიდი ხანი რომ იყო წყალ­ში, შე­იძ­ლე­ბა თევ­ზებ­მა მი­ა­ყე­ნეს და­ზი­ა­ნე­ბე­ბიო, მაგ­რამ ასე მთლი­ა­ნი ყური… ერთი ვა­რი­ან­ტია, რომ შე­იძ­ლე­ბა ჯე­ბი­რი­დან გა­დახ­ტა და იქ ხო არ და­იმ­ტვრა­თქო, მაგ­რამ არის მე­ო­რე ვა­რი­ან­ტი, რომ ფი­ზი­კუ­რი და­პი­რის­პი­რე­ბის დროს რა­ი­მე ჩა­არ­ტყეს” 

მეორე დღეს, 24 ივნისს, მედია უკვე კითხვებს სვამს შაქარაშვილის ბიძასთან, მირიან ნიკოლაძესთან და ეკითხება მას, მართლა აქვს თუ არა გიორგის დასახელებული დაზიანებები:

მირიან ნიკოლაძე მედიას პასუხობს:

“ბავშვს დაზიანებები ზოგადად აქვს მთელ ტანზე, როგორც სახის არეში, ისე ტანზე. მაგრამ მნიშვნელოვანია, როდის მიიღო ეს დაზიანებები, სიცოცხლის პერიოდში, თუ სიკვდილის შემდეგ. გაძლევთ გარანტიას, რომ ამბავი იქნება ისეთი, როგორიც არ უნახავს ჯერ საქართველოს, არაფერზე გამჩერებელი არავინ არ არის”

შესაბამისად, ბიძა, რომელიც საქმეში აქტიურადაა ჩართული, 24 ივნისს ადასტურებდა დაზიანებებს – და არ უარჰყოფს ნიკა ჯაჭვაძის მიერ გავრცელებული ვერსიას, არ ამბობს რომ თავის ქალა არა აქვს ჩამტვრეული გიორგის – რატომ ამბობს ახლა ექსპერტი საპირისპიროს – გაუგებარია და ცოტა არ იყოს უცნაურიც…

უცნაური და მნიშვნელოვანია კიდევ ერთი ფაქტიც:

23 ივნისს, შაქარაშვილის ბიძა, მირიან ნიკოლაძე მედიას უყვება, რომ “ღამის პირველ საათზე დედა ესაუბრა გიორგის.  ბავშვის გადმოცემით, ისეთი არაფერი ხდებოდა…”

არადა, პროკურატურის მონაცემით, ღამის პირველ საათზე, გიორგი უკვე არ იციან მეგობრებმა სად არის, ყველა ინციდენტი დასრულებულია, მეტიც, ამირხანაშვილიც კი წამოყვანილი ჰყავთ უკვე მორაგბეებს თბილისში.

დედა შვილს ესაუბრა ღამის პირველ საათზე, რაც ორ რამეს ნიშნავს – მართლაც დამთავრებულია უკვე ყველა ინციდენტი და გიორგი ამ დროისთვის ცოცხალია და მეორე – პროკურატურას დრო არა აქვს ზუსტად დაფიქსირებული….

და ბოლოს – საპატრულო და კრიმინალური პოლიცია

გიორგი შაქარაშვილი პირველ საათზე ცოცხალია…

12.45 წუთზე ფოტოგრაფი 112-ში რეკავს და ატყობინებს თავდასხმის შესახებ….

პატრული მოდის “შკოდის” მარკის მანქანასთან ერთად მხოლოდ მაშინ, როცა ყველაფერი დასრულებულია ისვამს ფოტოგრაფს, მოჰყავს თბილისში და არავინ ეძებს სამ ბიჭს, რომელიც ღამით, მიუვალ ადგილებში არიან დაკარგულნი!

არადა, ბიძა ამბობს, რომ პირველ საათზე, გიორგი ცოცხალია და მას დედა ესაუბრა – შეეძლო თუ არა საპატრულო პოლიციას მისი გადარჩენა? – ამ კითხვაზე პასუხი არ არსებობს, რადგან საპატრულო პოლიციას არ უცდია მთელი ღამის მანძილზე მისი მოძებნა, მიუხედავად შესული შეტყობინებისა…

26 ივნისს ძიუდოისტ გიგა ტატიაშვილის მამა, რამაზ ტატიაშვილი „პალიტრანიუსთან“ ინტერვიუში ამბობს:

„დაფიქსირებულია კამერების ჩანაწერები, სადაც გიგა არც აგარაკზე არ ჩხუბობს, არც მაგისტრალზე, გიგამ დაუძახა ყველას გაჩერდით, პატრული მოდისო, ამის შემდეგ თავი დაანებეს და წამოვიდნენ, ყველაფერი დაფიქსირებულია…”

მართლაც დაინახა თუ არა ტატიაშვილმა პატრულის მანქანა – ამაზე პროკურატურა ჯერ პასუხს არ გვცემს.

შეგახსენებთ, ტატიაშვილი მერსედესში ზის, იმ მანქანაში, რომელიც პროკურატურის ინფორმაციით, პირველად ჩავიდა მცხეთაში, მანქანიდან გადმოსულმა პირებმა ცემეს რამდენიმე პირი, მერე ჩასხდნენ და წავიდნენ, ისე რომ გაქცეულებს არ დაედევნენ…

აი, მეორე მანქანის მგზავრები, მორაგებეები ასე არ იქცევიან, საგზაო წესებსაც არღვევენ, როგორც ჩვენებაში ყვებიან და მისდევენ კიდეც გაქცეულებს – რაც იმას ნიშნავს, რომ ახლო-მახლო პატრული ამ დროს არ არის…

იყო თუ არა პატრული 00.45 საათზე შემთხვევის ადგილას, რატომ გაბრუნდა უკან, თუ იყო, რატომ მოვიდა “შკოდასთან” ერთად და რატომ მოვიდა ასეთი დაგვიანებით, რატომ არ დაიწყო მოზარდების ძებნა – ამაზე გამოძიებამ აუცილებლად უნდა გაგვცეს პასუხი!

რაც შეეხება ექსპერტიზის დასკვნას – ხორავას საქმეში სამხარაულის ექსპერტიზამ დანის დაზიანება მოახერხა…

უნდა ვენდოთ თუ არა იმ ექსპერტს, რომელიც, მიუხედავად საზოგადოებაში გავრცელებული ამდენი ინფორმაციისა – არაერთხელ გვიდასტურებს რომ გიორგის სახის, თავის და ტანის მიდამოებში აქვს დაზიანებები და მერე კი გვეუბნება, რომ ეს დაზიანებები მხოლოდ სისხლნაჟღენთებია – ამაზე პასუხის გაცემა უკვე ძალიან რთული იქნება.

აი, ორჯერ, სამჯერ და ოთხჯერ გადაწერილ და შეცვლილ ჩვენებეში პასუხის ძიება კი, აქვე გეტყვით საკუთარი გამოცდილებიდან – შეუძლებელია!

შეგახსენებთ, დღეს “ალიამ” ექსკლუზიურად გაავრცელა ცხედრის დათვალიერების ოქმი და პარალელურად კომენტარი ჩაწერა ბიძასთან, მირიან ნიკოლაძესთან, რომელიც ბოლო გვეუბნება:

-ერთი რამით ვარ დაკავებული – ვეძებ გიორგის დანაშაულში მონაწილე პირებს.

-გგონიათ, რომ დაკავებულნი არ არიან მონაწილე პირები?

-შეიძლება დაკავებულთა შორისაც აღმოჩნდნენ

-და შეიძლება, არა?

-ამას ჩემთვის დავიტოვებ ჯერ, როგორც კი დავადგენ, გეტყვით

თამო კეშელავა, ალია

  •  
  •  

კომენტარი

  1. ანონიმური

    მეც ეჭვი გამიჩნდა ბიძაზე

  2. ანონიმური

    Bida ragacac halihobs vakvirdebi horidan jer xmas ar vigeb.

  3. Samuka zviadauri

    Cxadia bavhvi moklulia kvela vinc ver idiebt an ragac garigabehi xart kvelas mogitkant kargistraki , hven xalxi sazogadoeba velodebit hedegebs vnaxot rogor gamoidiebt. Mere vnaxot visi ajobebs.

    1. ანონიმური

      მართალი ხართ

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.