რა უთხრეს შეხვედრაზე ექიმებმა პრემიერს? – “ეს ავტომატურად შეამცირებს სიკვდილობის ციფრს”

ჰოსპიტალური სექტორის გადატვირთვა რეალური პრობლემაა, თუმცა ეს პრობლემაა არა სახელმწიფოს, არამედ სამედიცინო ნაწილში; ამიტომ, თითოეული ჩვენგანის, ყველა ექიმის ვალია, პაციენტებს ავუხსნათ, რასაც ახლაც ვაკეთებთ, რომ მათ უმეტესობას არ სჭირდება სტაციონარიზაცია და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ადამიანებმა სახლში მშვიდად იგრძნონ თავი, – ამის შესახებ იმუნოლოგ-ალერგოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

„ვთანხმდებით, რომ ქვეყანა პიკთან ახლოს არის. რა თქმა უნდა, თითოეული ადამიანის სიცოცხლე ჩვენთვის, თითოეული ექიმისა და სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვანი და ძვირფასია. სწორედ ამაზე იყო საუბარი, რომ შესაბამისობაში მოვიდეს ერთმანეთთან პაციენტების გაზრდილი რაოდენობა და სახელმწიფოს შესაძლებლობები. ვისაუბრეთ ჰოსპიტალური სექტორის გადატვირთვაზე, რაც რეალური პრობლემაა, თუმცა ეს პრობლემაა სამედიცინო და არა სახელმწიფოს ნაწილში. თითოეული ჩვენგანის, ყველა ექიმის ვალია, პაციენტებს ავუხსნათ, რასაც ახლაც ვაკეთებთ, რომ მათ უმეტესობას არ სჭირდება სტაციონარიზაცია და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ადამიანებმა სახლში მშვიდად იგრძნონ თავი. ამისთვის საჭიროა რესურსებზე ხელმისაწვდომობა და აქ პირველ რიგში იგულისხმება პირველადი ჯანდაცვის სისტემა და მისი გაუმჯობესება. ასევე რა თქმა უნდა, საუბარი იყო მობილობის შემცირებაზე, რათა ჩვენ ვირუსის გავრცელების ბუნებრივ მაჩვენებლებს დავარტყათ. ეს თავისთავად აისახება ავადობის შემცირებაზე, რაც ავტომატურად ნიშნავს ჰოსპიტალიზაციის შემცირებას და მასზე შეწონილ სიკვდილობის ციფრს. ამ ყველაფერთან დაკავშირებით განმეორებითი შეხვედრები გაიმართება“, – განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა.

  •  
  •  

One Comment

  1. berkey

    Hello! I’ve been reading your blog for a while now and finally got the courage to go ahead and give you a shout out from Atascocita Tx! Just wanted to tell you keep up the fantastic job!|

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.