რა სკანდალური ციფრები დაუდეს ივანიშვილს და ვინ იქნება “ოცნების” სიის პირველი ნომერი?

ივანიშვილს მაგიდაზე მის მიერვე დაქირავებული კომპანიის მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგები დაუდეს. როგორც გვეუბნებიან, დღეის მდგომარეობით „ქართულ ოცნებას“ მხარს 39 % უჭერს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ოპოზიცია გამარჯვებულია. არა, ამ 39%-თაც კი, „ოცნება“ პირველ ადგილზეა და მეორე ადგილოსან „ნაციონალურ მოძრაობას“ გვარიანად უსწრებს, მაგრამ კატასტროფულად დიდია იმ ადამიანთა რიცხვი, რომელიც პასუხს ან თავს არიდებს, ან არჩევნებზე წასვლა საერთოდ არ სურს.

ამ ადამიანთა ოდენობა ლამის 40%-ია, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ წინასაარჩევნოდ ისეთი რამ მოხდება, რაც ამ ადამიანებს ტვინს გადაუბრუნებს და სხვა მიმართულებით წაიყვანს, „ოცნება“ მარცხისთვის არის განწირული. რეალურად რომ შევხედოთ მოვლენებს, ივანიშვილს უტყუარი ინფორმაცია მიაწოდეს. ჩვენს ირგვლივ ძალიან ბევრი ადამიანი, რომელიც ნიჰილისტურად არის განწყობილი და არჩევნებზე წასვლას არ აპირებს პრინციპით – „ყველას დედაც“…

ეს ერთი შეხედვით მმართველი გუნდისთვის კარგია, რადგან თუ ეს ადამიანები მართლაც შინ დარჩნენ, გარანტირებული 38% „ოცნებას“ შესაძლოა 60%-ად ექცეს, ანუ ხალხის მიუსვლელობით, პროცენტულობა მისული ადამიანების ხარჯზე გაიზარდოს, მაგრამ ამ ყველაფერს დიდი კითხვის ნიშანი უსვია. პარალელურად, არის ერთი, არც თუ უმნიშვნელო ნიუანსი – ბოლო არჩევნებზე ძალიან ბევრი ბათილი ბიულეტენი ამოვიდა და დაზუსტებით შეგვიძლია გითხრათ, რომ ბათილ ბიულეტენებზე დასავლელმა ელჩებმა ხელისუფლება ცალკე და კონკრეტულად გააფრთხილეს. ანუ, თუ ბათილი ბიულეტენების რაოდენობა საჭიროზე მეტი იქნება, შესაძლოა დასავლეთმა ხმების გადათვლა მოითხოვოს, რაც მმართველი გუნდის მხარდამჭერებში აშკარა პანიკას გამოიწვევს და არავინ იცის, რა როგორ დასრულდება.

არადა, ეს ნიჰილისტურად განწყობილი 40% არჩევნებზე რომ მივიდეს და საკუთარი ბიულეტენები გააფუჭოს, ანუ ყველა გადახაზოს, შესაძლოა ისე მოხდეს, ბათილი ბიულეტენი ნამდვილზე მეტი აღმოჩნდეს, რაც ოპოზიციას ყვირილის საბაბს მისცემს, დასავლეთს – ხმების ხელახალი დათვლის მოთხოვნის შესაძლებლობას და საბოლოოდ გაუძლებს თუ არა ხელისუფლება ზეწოლას, ძნელი სათქმელია.

ჰო, მთავარი არ დაგვავიწყდეს – გიორგი გახარია მთელმა ოპოზიციამ და ბეჭდური თუ სატელევიზიო მედიის უმრავლესობამ სახლში რომ გაუშვა, პრაქტიკულად მხოლოდ ჩვენ „დავტოვეთ“ თანამდებობაზე და ისიც ვთქვით, რომ დიდი შანსი იყო, ის სიის პირველი ნომერი ყოფილიყო. ახლა, რამდენიც არ უნდა იძახონ, გახარია გადადგება და სახლში წავაო, შეგვიძლია თითქმის გადაწყვეტილად გითხრათ, რომ ის სიის პირველი ნომერი, ანუ ლოკომოტივი და შესაბამისად, პრემიერობის კანდიდატი იქნება. თითქმის კიდევ იმიტომ, რომ კაცმა არ იცის, ზედ სიის შეტანის ბოლო დღეს, რა ხასიათზე გაიღვიძებს „პირველი მოქალაქე“ და ამიტომ, ერთ პროცენტს მის ხასიათს ვუტოვებთ, თორემ ისე, გახარიას პირველობა სწორედ მისი ინიციატივაა.

წეღან ქაოსი ვახსენეთ და განვავრცოთ. ხელისუფლებას 30 მაჟორიტარის დასახელებისთვის სულ უფრო ცოტა დრო რჩება. მათ დედაქალაქზე ასე თუ ისე წარმოდგენა უკვე აქვთ და თამამად შეუძლიათ გადაწყვეტილების მიღება. რეგიონებში კი… ძალიან კარგად იმუშავა სუს-მა და ოპოზიციის სავარაუდო კანდიდატთა სია პარტიის ოფისში უკვე დევს.

„მმართველი გუნდი თანხმდება იმაზე, რომ მაქსიმუმ 5 ოლქის გარდა, ყველგან მეორე ტური მოუწევს და ისინი ამისთვის მზად არიან. უფრო მეტიც, დარწმუნებულნი არიან, რომ 30-ვე ოლქს მოიგებენ, თუმცა მთავარი ახლა პარტიული სიაა. სია პირველი ტურის შედეგების მიხედვით დგება, რაც იმას ნიშნავს, რომ პირველ ტურში პარტიულმა სიამ 50% აუცილებლად უნდა გადალახოს, რაც გარანტირებულად იქნება 60 დეპუტატი. ამას დაუმატეთ 30 ოლქი და „ოცნებას“ მთავრობის ჩამოყალიბება დამოუკიდებლად შეეძლება. ანუ, თუ პირველ ტურში პარტიული სიით გუნდმა 50% აიღო, გადაუნაწილებელი მანდატებით კიდევ ერგება რამდენიმე ადგილი და თან იმედი იმისა, რომ ხმები მხოლოდ 50% არ იქნება და ის დაახლოებით 55%-ის ფარგლებში ითამაშებს, გუნდს აქვს, ოღონდ საამისოდ აუცილებელია იმ ნეიტრალური ხალხის არჩევნებზე არ მისვლა, ან საარჩევნოდ „ოცნებისკენ“ შემოტრიალება ყველა საშუალებით, იქნება ეს ფული თუ სხვა დაპირება“,-გვეუბნება მმართველი გუნდის ერთ-ერთი ლიდერი.

ზოგადად, ფული ამ არჩევნებზე მოსახლეობის დასარწმუნებლად მთავარი არგუმენტი იქნება. ოპოზიციამ და ხელისუფლებამ ზუსტად იცის, რომ თავგადაკლული ქომაგის გარდა, არჩევნებზე ნებით არავინ მივა, ძალით ვერავის მიიყვან, ამიტომ ფულის გადახდა მოუწევთ. ახლა საკითხავი ისაა, რა ფასს დაადებს მოსახლეობა საკუთარ ხმას და მხოლოდ ერთ მხარეს მიყიდის თუ მეორესაც? ანუ, არსებობს ეჭვი, რომ კონკრეტულმა ადამიანებმა ფული შეიძლება პოზიცია-ოპოზიციისგან აიღონ. ეს კარგად იციან ოპოზიციაში და ამიტომაც იყო, ნიკა გვარამიამ ყველას რომ „დაასწრო“ და გამოაცხადა, ივანიშვილისგან აიღეთ ფული და ხმა ჩვენ მოგვეცითო. რამდენად იქნება ეს შესაძლებელი, ოქტომბერში გამოჩნდება, რადგან ხელისუფლება თავის დაზღვევას აპირებს და ნუ გაგიკვირდებათ, თუ ამომრჩეველთა დიდი ნაწილი საარჩევნო კაბინიდან გამოსვლის შემდეგ გაკეცავს შემოხაზულ ფურცელს, ანუ კონკრეტულ პირებს დააფიქსირებინებს ვინ შემოხაზა. მართალია, უბანზე ორი ბიულეტენი იქნება, მაგრამ პირველ ტურში ხელისუფლება მხოლოდ პარტიულ ხმებზე აკეთებს გათვლას, მერე კი მეორე ტურისთვის იწყებს მზადებას, რათა მაჟორიტარული ოლქები 100%-ით მოიგოს.

ანი დვალიშვილი, ალია №21

  •  
  •  

კომენტარი

  1. ანონიმური

    გახარია იქნება თუ ღარიბაშვილი მერე მე რაა რო?!
    რა შემეცვლება ან მადარდე რაა ამ ოცნებაასრულებულთა სია?! მაინც ბიძინა წერია სულ თავში და ბრმა ვერ ხედავს მაგას

  2. წერტილი

    სიის პირველი ნომერი უნდა იყოს პარტიის ხელმძღვანელი-ბატონი ბიძინა ივანაშვილი!

    1. ანონიმური

      mogitkan batoni bidzina she mona certilo

      1. kutaisi

        durak iz durakov um fafuuuuu

        1. ანონიმური

          vergevige qurtaisi

          1. kutaisi

            I NE POIMESH HIKOGDA.OBRAZOBANIE NE XVATIT

          2. ანონიმური

            ifi naxui ra shene bidzinas jopalezixar simon

        2. ანონიმური

          sam durak bliay

  3. ნია

    თქვენც კაი ჭორიკნები ხართ, რა წერია ახლა აქ ჭკუასთან ახლოს ან ისეთი რაც უკვე არ ათრია ძაღლმა და ღორმა ქუჩა ქუჩა? თქვენც ხართ რა ჟურნალისტები

  4. ანონიმური

    tbiliselo mogalate satakvanebeli gkavs bidzo? pu mimipurtxebia shennairistvis satanas etakvanebi projo kide kai cotaa shennairi dzaglis nashobi prochebi

  5. Simartle

    Jurnalistebi sasacilo mdgomareobashi nu igdebt tavs ra … Auf,statia aseti sataurit-sasrafod!-ukve sasacilod igdebt tavs jurnalistebi!!! Tqven jurnalistebs aseve isetive dabali reitingi gaqvt isetive undobloba gaqvt xalxis mxridan rogorc zalian bevr vai-politikosebs dges saaartveloshi!!!

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.