რა სიტყვების გამო დააკავეს გოგი წულაია?

ხმაური იყო დღეს ქუთაისის ცენტრში. ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის პატრულმა „თავისუფალი საქართველოს“ თავმჯდომარის მოადგილე, გოგი წულაია დააკავა.

მას ადმინისტრაციული სამართალდარღვევის კოდექსის 173 მუხლით, პოლიციელისთვის სამსახურებრივი მოვალეობის დროს სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენებისთვის ადმინისტრაციული პატიმრობა ან ჯარიმის გადახდა ემუქრება.

ქუთაისის მერიის წინ ბრიფინგის დროს პატრულმა გოგი წულაიას პირადობის მოწმობა მოთხოვა, რომელიც პარტია ”თავისუფალი საქართველოს” თანათავმჯდომარეს მანქანაში ჰქონდა.

საპატრულო პოლიციის თანამშრომელმა ასევე განუცხადა წულაიას, რომ საგანგებო მდგომარეობის დროს მას პროტესტის უფლება არ ჰქონდა.

მცირედი შელაპარაკების შემდეგ, გამონათქვამისთვის “დედას გიტირებთ” ოპოზიციონერს ხელბორკილები დაადეს და პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს.

კორუფციის ნიშნებს ხედავს გოგი წულაია სავალუტო პუნქტების დახურვის გადაწყვეტილებაში. პარტია “თავისუფალი საქართველოს” თანათავმჯდომარე აცხადებს, რომ ხალხის გაჭირვებაზე ხელისუფლება და საბანკო სისტემა ითბობს ხელს.

სხვა შემთხვევაში რა მიზანი უნდა ყოფილიყო უამრავი ადამიანის უმუშევრად დატოვება, როდესაც ისინი სხვებზე უკეთ არიან დაცული ვირუსისაგან , რადგანაც გამოყოფილ, დახურულ სივრცეებში მუშაობდნენ .

გოგი წულაია მთავრობისაგან სავალუტო პუნქტების გახსნას მოითხოვს.

  •  
  •  

კომენტარი

  1. გიორგი

    👍🏻თავისუფლება ხალხისთვის მებრძოლ წულაიას!!!
    👎🏿ძირს რეგვენი ნაცქოცური დიქტატურა!

  2. რეგვენი

    რეგვენები ჩვენ ვართ, რომ დავაჩმორებინეთ თავი. თორემ მთავრობას რა ენაღვლება ჩაიქცნენ ფულში!!!

  3. რას გიხდიან ამდენს.

    წულაია, ნაცებიგან მართული კლოუნია

  4. ანონიმური

    წულაიააააა ყლეაააააააააა? შე დედამიტყნული ეპიდემიაააა და რა გებრიფინგება დედა აქვს მოსატყნავი ამ ყლიშვილს. ყველაფერს აქვს საღვარი. წულაიასნაირწბი რომ არიან პოლიტიკაში იმიტომაც ვართ სადაც ვართ

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.