“რა პასუხი აქვს ამაზე განათლების სამინისტროს?” – თიკა ფაცაცია

ტელეწამყვანი და მომღერალი თიკა ფაცაცია სოცილური ქსელში წერს:

“სამი შვილი მყავს – პირველკლასელი, მეოთხეკლასელი და სტუდენტი. სამივეს ონლაინ უწევს სწავლა… რამდენი კომპიუტერი, რამდენი ოთახი და რამდენი ასისტენტი სჭირდება მათ?

ერთმანეთსაც ვერ დაეხმარებიან ხომ? ყველას თავისი გაკვეთილი აქვს… როგორ უნდა შეძლონ სრულფასოვანი სწავლა, ყველა ლინკის ჩართვა და დასწრება (თან სკოლა ითხოვს მზადყოფნას, რომ არ შეჩერდეს პროცესი რომელიმე მოსწავლის გამო) და შემდეგ მეცადინეობა?

მაინტერესებს, მშობელმა რა ქნას? როგორ იცხოვროს, იმუშავოს (თუ გაუმართლა და სამსახური აქვს) და ეს დაამენეჯმენტოს? მაინტერესებს რა პასუხი
აქვს განათლების სამინისტროს?”

Rating
  •  
  •  

კომენტარი

  1. გვიშველეთ

    გვიშველეთ ამ საგიჟეთისგან.ოცნება გამოფხიზლდი.არჩევნები მოდის.სულ დაკარგავთ ხმას.მე ვიყავი ერთ-ერთი.არავითარ შემთხვევაში არ მოგცემთ ხმას, თუ არ გამოასწორებთ ამ იდიოტურ სიტუაციას.ასწავლეთ ბავშვები სკოლაში.არა-ონლაინს!!!!!!!

  2. ანონიმური

    მოგიტყანთ მთავრობა

  3. ანონიმური

    შუშის სახლში ეგრეა, სკოლაში არ დადიანოო

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.