რა მედიკამენტის მიღებას შემდეგ გარდაიცვალა 30 წლის ქალი? – ტრაგედია ხობში

ხობში 30 წლის ქალი, ელისო ლომაია, გარდაიცვალა. გარდაცვალების მიზეზი უცნობია. ოჯახის მტკიცებით ქალი ჯანმრთელი იყო და 3 დღე მხოლოდ ხველა აწუხებდა.

სპაზმის დროს ოჯახის ექიმის რეკომენდაციით დედამ “დექსამეტაზონი” დაალევინა და ახალგაზრდა ქალი რამდენიმე წუთში კომაში ჩავარდა. სასწრაფო დახმარების ბრიგადა ხობის რაიონის სოფელ საჯიჯაოში 2 საათისა და 30 წუთის შემდეგ მივიდა. ელისო ლომაია ექიმებს გარდაცვლილი დახვდათ.

ელისო ლომაიას 2 დღეში დაკრძალავენ, თუმცა ჯერ არავინ იცის რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში გარდაცვალების მიზეზად.

ახლობლები ვარაუდობენ, რომ ქალს კორონავირუსი ჰქონდა და ამბობენ, რომ მათი აზრით, დექსამეტაზონმაც უკუჩვენება სწორედ ამ ვირუსის გამო გამოიწვია.

ოჯახის ახლობლების თქმით, სასწრაფო დროზე რომ მისულიყო გამოძახებაზე ახალგაზრდა ქალი გადარჩებოდა.

წყარო – ნიუპოსტი

  •  
  •  

3 Comments

  1. ანონიმური

    დამაინტერესა და ვიკითხე,მითხრეს რომ საეჭვოა,დექსამეტაზინის გამო მოხდაო.შესაძლებელია უფრო სისხლის შედე

    1. ანონიმური

      უფრო ალბათ სისხლის შედედების პრობლემა დაემართა.

  2. საცოდავი ექიმები თქვენს ხელში.

    სწრაფი სიკვდილი თრომბოემბოლიურ გართულებას გავს. არამც და არა დექსამეტაზონი სიკვდილს არ გამოიწვევდა. სპაზმური ხველის დროს დექსამეტაზონი პირდაპირი ჩვენებაა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.