რა მდგომარეობაშია 24 წლის გოგონა, რომელსაც ბიჭმა ბენზინი მიასხა და ცეცხლი წაუკიდა?

24 წლის გოგონა, რომელსაც ასევე 24 წლის ბიჭმა ბენზინი მიასხა და ცეცხლი წაუკიდა, დამწვრობის ცენტრის რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული. აღნიშნულის შესახებ, „ინტერპრესნიუსს“ დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელმა გუგა ქაშიბაძემ განუცხადა.

„გოგონას მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა, დამწვრობის შოკიდან არ გამოსულა, მეორე-მესამე ხარისხის 37%-იანი დამწვრობა აქვს, ქვემო კიდურები დაზიანებული აქვს, ასევე ორივე წვივი და ორივე ბარძაყი. ტრავმა სავარაუდოდ, ბენიზნის ააალების შედეგად აქვს მიღებული. ვიმეორებ, გოგონას მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა, საკმაოდ სერიოზული დიაგნოზი აქვს, დამწვრობის ცენტრის რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთვსებული“

ცნობისთვის, სამართალდამცავებმა 24 წლის მამაკაცი, რომელსაც განზრახ მკვლელობის მცდელობას ედავებიან, უკვე დააკავეს.

გამოძიების ინფორმაციით, მამაკაცმა ურთიერთშელაპარაკებისას, 1996 წელს დაბადებულ გოგონას საცხოვრებელ სახლთან სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, ბენზინი მიასხა და ცეცხლი წაუკიდა. სამართალდამცველებმა ნივთმტკიცებად ბენზინის ბოთლი ამოიღეს. დაკავებული დანაშაულს აღიარებს.

  •  
  •  

კომენტარი

  1. ანონიმური

    ვინმე არ ყავს გოგოს, ეგ გამჩენაძაღლებული დააბით და დაწვით, აცხოვრეთ იგივე და უარესი, რომ მიხვდეს!!!

  2. ანონიმური

    საიდან ამდენი დსიქიურად ავადმყოფი და მანიაკალური ქცევის ახალგაზრდა? სად იზრდებიან, სახელმწიფოს მმართველებო, ეს თქვენ არ გეხებათ? როგორ ფიქრობთ, საიდან, რატომ, იქნებ დაფიქრდეთ თქვენ.

  3. ანონიმური

    სათავიდან ააყროლეს!

  4. SOS

    ALIAS KOMENTAREBIS DAMWEREBsI BEVRS NAXAVt….

    1. ანონიმური

      დაიბარეთ პროკურატურაში!!!!

  5. გულნარა

    იმდენ სიძულვილს აქვს ადგილი ქვეყანაში, პოლიტიკაშიც და ხალხშიც, რომ ეს ახალგაზრდები, უმრავლესობა მშობლების მოუცლელობის გამო იზრდებიან სხვის ხელში, სადაც ვერ იღებენ აღზრდას და უარყოფით გარემოში იზრდებიან და სჩადიან მერე არადამიანურ,მანიაკალურ დანაშულს! რა გვეშველება, ეს ნაგავი ბიჭი, გამოდის ბენზინით ხელში მომზადებული მივიდა, რომ ასეთი საშინელება გაეკეთა. ვერ ეღირსები კარგი ხანი დღის სინთლეს შე არაკაცო, რომ უმწეო გოგოს ასე გაუსწორდი! თფუი შენს გამჩენსაც, გამზრდელსაც და დაბადებასაც!

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.