“რა მათხოჯობა გამოუგონია “ბიძას” იმის დასამტკიცებლად რომ გიორგი მსუბუქად სცემეს და არა სასიკვდილოდ”

ქიმიკოსი, ხათუნა აფაქიძე, სოციალურ ქსელში, წერს:

“ეუფ , მირიან ნიკოლაძე იყო რევაზიშვილის თანამესაკნე ?

რა სამარცხვინოა “რევაზიშვილის” ეს ვითომ აღსარება. იმდენად ხელოვნურია,რომ გინდა როგორც მუზეუმში შესვლამდე სადმე ამ პერფონმანსისთვის ფული გადაიხადო.

განსაკუთრებით ნაცოდვილარია ბოდვა-წვალება, შაქარაშვილის ორივე თვალბუდეში არსებული სისხლნაჟღენთების წარმოშობის ახსნაზე. დაუკვირდით რა მათხოჯობა გამოუგონია “ბიძას ” იმის დასამტკიცებლად, რომ ე.წ სათვალე, ფუძე -ქალის მძიმე, სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანების გამო კი არ აღებეჭდებოდა გარდაცვლილს, არამედ, ყურადღებით – ხელისგულით (!) თვალებში დარტყმებით (ვინმეს, ოდესმე თუ უნახავს ასეთი დარტყმა ჩხუბის დროს ?).

ანუ ამ აშკარად არაბუნებრივი ტრიუკით და ფანტაზიის ნაყოფი ილეთით – ხელისგულების თვალებში დარტყმით მტკიცდება ვერსია მაგის ჭკუით გიორგის მსუბუქ ცემაზე და არა მის სასიკვდილოდ გამეტებაზე (მკვლელის ან მკვლელების გადასარჩენად).

ასევე ყალბია და ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს რევაზიშვილის თანამესაკნესადმი “მოყილილი” იმის შესახებ, რომ გიორგი თურმე- “მდინარისკენ გაგვექცა” ( ანუ ამით ახლა უკვე დახრჩობის ქმედების მოკლულზე “შეწერა” და წყალში დახრჩობის განმხორციებლების ან განმხორციებელის გადარჩენა მიდის).

ეს ხაზი, ანუ, ცემა მსუბუქი დაზიანებებით, შემდეგ კი მდინარისკენ შაქარაშვილისავე გადაადგილება და თავისივე ბრალეულობით წყალში დახრჩობა თავიდანვე ვითომ ოსტატურად შემოგვაპარა გეჯაძე- ნიკოლაძე- ნიკოლეიშვილის კგბ-შნიკმა ტრიომ.

როგორც იცით, თუ ნაწარმოებში თუნდაც გადაკვრით მოხსენიებულია იარაღი, ის ფინალამდე აუცილებლად რომ გაისვრის, ჰოდა სწორედ ამას ემსახურებოდა ეს სხვადასხვა მედიებით აქა/იქ დააქცენტებული “მსუბუქი ცემა ” და ცემის შემდეგ შაქარაშვილის ფიზიკური მდგომარეობის მობილურად შემოსაღება.

აქეთ მკვლელები გადაურჩინა საარჩევნოდ მთავრობას მოხერხებულმა ფიგარო – ბიძამ, იქით ოჯახს მისცა იმის განცდა, რომ ეს ვერსია სინამდვილეა, არადა უტყუარი ფაქტების წყება სამწუხაროდ აცამტვერებს მის ამ სურეალურ ზღაპარს.

და ეს ზემოდთქმული, მხოლოდ დღევანდელი “სკანდალური ნიუსის ” ორი აბზაცის წაკითხვის შემდეგ… მერე რა იბოდიალა ნიკოლაძემ თანამესაკნის ბაგედან უკვე არც წამიკითხავს….”

შეგახსენებთ, გუშინ ერთ-ერთი ბრალდებულის, ნიკოლოზ რევაზიშვილის ჩვენება გამოქვეყნდა, რომლის სრული ვერსია შეგიძლიათ იხილოთ აქ.

  •  
  •  

6 Comments

  1. ანონიმური

    აი გაიხარე ჩემო გოგო! ეშმაკთან ბრძოლა არაა იოლი

  2. ანონიმური

    ეს ბიძა ამ საქმით თავის საქმეს აკეთებს.100%ით პროჭია

  3. ირმა

    ნაწარმოებში არა, ფრაზა იარაღის შესახებ ა.ჩეხოვისაა.

  4. ანონიმური

    ეს ქიმიკოსი გამომძიებელია?

  5. დიტო

    შენ საიდან გამოიჩეკე ახალო გამომძიებელო და ექსპერტო? არაქალი ხარ ჭორიკანავ.რას გადაეკიდე ამ ბიძას? შენ ხარ გიორგის ჭირისუფალი თუ ბიძა? ეშმაკები და პროჭები სწორედ თქვენ და თქვენისთანები ხართ, ენა ჩაიგდეთ.

    1. აბასა

      ერთი შენ ხარ გიორგის ჭირისუფალი და მეორე “ბიძა”

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.