რა ლექსი მიუძღვნა ტარიელ ხარხელაურმა გიორგი გახარიას

პოეტი, ტარიელ ხარხელაური, სოციალურ ქსელში, პრემიერ გიორგი გახარიასადმი მიძღვნილ ლექსს და ფოტოს აქვეყნებს:

მადლიერების გრძნობით გიორგი გახარიას

ყოველი ნერვით საქართველო უნდა გტკიოდეს,
თავი გადადო, მსახურება თუ დაივალე…
გვირგვინი მეფის თავზე ედგა თორმეტ გიორგის
იმათთაგანაც ერთი იყო მხოლოდ ბრწყინვალე.
დღეს რთული დროა, რთული დროა, საოცრად რთული,
ათასი მტერი დაბოგინობს შინა თუ გარეთ,
შენს მკერდში უნდა ბობოქრობდეს დავითის გული,
რომ გაუღვივო საქართველოს იმედი ხვალის.
სირცხვილიანი ბევრჯერ მოვრწყეთ სისხლით მინდორი,
ბევრჯერ ავისხით სისხლიანი დღენი ბინდებად,
საქართველოსთვის ოცნებაა მხოლოდ დიდგორი,
დღეს სულ ახალი, უჩვეულო სიბრძნე გვჭირდება.
არ დაგამძიმოს შენი ქვეყნის მაღალმა ჩრდილმა,
დიდი იქნები – თუ ამ ჩრდილით მზეზე გამოხვალ,
სამშობლო ჩვენი დღეს ქართულმა გამოხრა ჩრჩილმა,
მამული ჩემი დღეს ქართულმა ჩრჩილმა გამოხრა..
ვერ შესძლო ჟამმა, ვერ დანისლა, ვერა, კრწანისი,
დრომ ბაზალეთი დაგვიტოვა მუდმივ იარად,
ფიქრს სადღეისოს ნუ გადასდებ “შვილო” ხვალისთვის,
სხვა გზა არა არის! – ხანჯლის პირზე უნდა იარო…

ტარიელ ხარხელაური

  •  
  •  

კომენტარი

  1. ირინე

    მე ამეტირა ….ძალიან მაგარი ლექსია ძალიან მაგარ ადამიანზე

    1. ანონიმური

      თან ძალიან მაგარი კაცის,უმაგრესი პოეტის დაწერილი.ხარხელაური ტყუილ-უბრალოდ სიტყვასაც არავისზე იტყვის და მით უმეტეს ლექსს.

    2. ანონიმური

      გეთანხმებით ნამდვილად მაგარი ლექსია მაგარი კაცისთვიდ მიძღვილი

  2. ანონიმური

    bravooooo !!! Zalian kargi leqsia. gaixareT !!!!

  3. ანონიმური

    Namdvilad girsia batoni giorgi am leksis is imsaxurebs tashs

  4. ანონიმური

    ამეტირა მთელ ტანში ჟრუანტელმა დამიარა

  5. სოსო ნატროშვილი

    გიორგი გახარიამ საქმე რომ აკეთოს და ქვეყანას უშველოს, თავისი კანონიერი უფლებები უნდა დაუბრუნდეს რეალურად და მთავრობიდან უნდა მოიშოროს ყველა მარიონეტი!
    სანამ მთავრობა ფიქტიური ხელისუფლებაა და რეალურად კულისებიდან იმართება ყველაფერი, ამ შემადგენლობით ვერც ვერაფერს გააკეთებს და არც უფლებას მისცემენ!
    ქვეყნის გადარჩებნას ახლა ქვეყნის ყველა რესურსის მობილიზება, სწორი გამოყენება და საზოგადოების ჯანსაღი აზროვნება სჭირდება. რაც სამწუხაროდ არსად ჩანს!
    ქვეყანას ახლა უზარმაზარი ფინანსები სჭირდება და სანამ საქართველოში დიდი ფულის შემოტანა ხარკის გადახდის გარეშე არ უშვებენ, მოსახლეობა ვირუსზე მატად შიმშილი მოკლავს და მანამდე სულ უფსკრულისკენ ვიფრენთ!
    იმ ბაიყუში საზოგადოებით, რომელიც იმ ჯანდაცვის არაოფიციალურ მინისტრს უკრავს ტაშს, რომელმაც ასეთ კრიტიკულ სიტუაციაში ჯერ ლუგარის ლაბორატორიის გარდა ყველა სხვა ლაბორატორიას აუკრძალა ვირუსის გამოკვლევა, ხოლო შემდეგ ნება დართი სამ დღეში გახსნილ შპს-ს და 5$-იანი სინჯის გაკეთებაში 150 ლარს ახდევინებს მოსახლეობას, სიკეთეს არ მოველი!
    უბედურების დროს 800%-იან მოგებაზე მომუშავე და მისი მფარველიც ისე უნდა დაისაჯოს რომ სხვამ ვეღარ გაბედოს!
    ვირუსის მკურნალობა კი არ მიდის, არამედ ერთეული ადამიანების ქანცგაწყვეტილი მუშაობის ხარჯზე ხდება დროებით შეჩერება და თუ პროფესიონალებს და ეროვნულ ადამიანებს გვერდით არ დავუდექით, საგანგებო მდგომარებას მხოლოდ საგანგებოდ დიდი მოგებისათის გამოიყენებენ!
    გიორგი გახარიას ახლა ლაქიობა, ლექსი და სიმღერა კი არა, გვერდში დგომა უნდა რომ თავისი რეალური უფლებების გამოყენება შეეძლოს!

    1. ანონიმური

      წახალისება და მადლიერების გამოხატვა სულაც არ არის ლაქიაობა!!!

    2. ლევანი

      ბაიყუში თავად ხართ, უაზრო და გაბოროტებული ბაიყუში.

    3. ანონიმური

      mgosnis akadrosi satxovaria____gmertma didxans gacocxlot batono tariel!

      1. ანონიმური

        გაიხარეთ ძალიან კარგი ლექსია ამას დამსახურება უნდა

    4. dd

      mova dro yvelafers tavisi saxeli daerqmeva.giorgi gaxaria dges zalian bevrs ,rom shromobs da ibrzvis natelia.damsaxureuladac miuzgvna leqsi.tariel xarxelauri is kaci araa haerze isrolos sityvebi.

    5. ანონიმური

      kargi geyofa nu profesorob….

    6. ანონიმური

      არ ვხმარობ ელ. ფოსტას და საერთოდ რა საჭიოა.
      თქვენ აზრი გაიგეთ თორემ ვინ ამბობს რასაჭიროა.
      გინება ან ლოცვა მაშინვე მოგაფრინდებათ?!

    7. ანონიმური

      Es adamiani martals wers asi frocentit getanxmebit

    8. ავთანდილი

      რატომ ტკენთ გულს ადამიანს? არავინ ელაქუცება ბატონ პრემიერს ! ბევრს უყვარს ბატონი გიორგი და ეამაყება რა არის აქ ცუდი? და ვინც მარხულობს საწყის ლოცვებში ლოცულობს კიდეც მთავრობასა და მხედრობაზე პატრიარქთან ერთად !

    9. ანონიმური

      მთავრობის პრევენციული მუშაობის არდანახვა უბრალოდ ერიისა და ქვეყნისათვის თვალში ჩაფურთხების ტოლფასია

    10. ანონიმური

      ესლექსი თქვენ ლაქიობათ აღიქვით?!😥

  6. ანონიმური

    ბრავოოოო დაიმსახირა გიორგი გახარიამ ეს ლექსი 🙏🙏🙏🙏🇬🇪🇬🇪👏👏👏👏

  7. ანონიმური

    მომეწონა,სიამოვნებით წავიკითხე.დამსახურებული აქვს პრემიერს👍👏👏❤

    1. იზა ბელა

      გიორგი ძლიერი პიროვნებაა რასაც ხელს მოკიდებს გააკეთებს ხუთიანზე ,ზოგჯერ ხალხის მონაწილის არმოსაწონს მაგრამ ქვეყნისთვის სასარგებლოს .ისტ9რია ყველას თავის ადგილს მიუჩენს. ლექსი პირდაპირ ქართველის გულს ხვდება. ღამდება შეშურდება? ნათელაშვილს მაგალითად და მის პროტეჟეებს..ვინც თქვენს ამოიცნობთ გამოეხმაურ3თ, გივარგი კი გივარგად დარჩება.

      1. ანონიმური

        გაიხარეთ…🌹

  8. ნელი

    წახალისება და მადლიერების გამოხატვა სულაც არ არის ლაქიაობა!!!

  9. მიხეილი

    კეისარს კეისრისა…გახარიამ ერის პატივისცემა დაიმსახურა.

  10. ანონიმური

    დიდებული ლექსი , დიდებული ადამიანისაგან , საქართველოს და ქართველი ხალხის იმედს…….

  11. ანონიმური

    ლექსიც, ავტორიც და ადრესატიც ერთმანეთზე უკეთესები არიან.

  12. ანონიმური

    Гаумарчос Гахариас

  13. бадри

    Гаумарчос Гахариас

  14. ანონიმური

    კი არ აქებს და ელაქუცება,ამ რთულ დროში მოვალეობასა და პასუხისმგგებლობას მოითხოვს გახარიასგან კი არა, პრემიერმინისტრისგან !!!

  15. Შალვა

    Მე ვამაყობ რო მხარი დავჭირე გიორგი გახარიას მე ვამაყობ რომ არსებობს ასეთი ძლიერი ადამიანი მე მადლობას ვუხდი ყველა ექიმს და ჩვენს მთავრობას

    1. ანონიმური

      არ დაგეკარგოთ გიორგი თავიანთი ხროვებიანად!!! რა გააკეთეს კაცის სასარგებლოდ თქვიით ერთი!! მაინც რაა! უბრალო ხალხისთვის არაფერი! არანაირი დახმარება!!! არანაირი ყურადღება! შეყარეს ხალხი სახლებში ბედის ანაბარად! ღმერთმა უშველოს ჩვენ ერს და გაუნათოს გონება!

      1. ანონიმური

        ღმერთმა ჯერ თქვენ გაგინათლოთ გონება,მაპატიეთ,მაგრამ ძალიან უმადური ხართ,გრცხვენოდეთ…..

  16. ირაკლი

    დიდებული ლექსი დიდებულ, ეროვნულ კაცზე, საქართველოს ეროვნული მთავრობის მეთაურზე, ჩვენი მხარდაჭერა დს თანადგომა გიორგი გახარიას

  17. იზაბელა ვისაც უკვეე

    ხალხი გრძ ჯობს ვის გულით უყვარს და ვის ჯიბით ,ვვინ სავარძლის თვის ცდილობს ვინ მელაკუდობს.

  18. ლეკ

    მედროვე…საბოლოოდ დამეკარგა წარმოდგენა.ტფუ!!!

    1. mtiuli sulit da gulit..

      medroves sanam ityvit dafiqrdit.tariel xalxelauri is kavi araa vinmes elaqucos…mtis xalxs eg ar chveviat..

      1. მაკაკო

        დიდებული ლექსი; დიდებული კაცისგან ;დიდებულ ადამიანს.

      2. ანონიმური

        ტარიელს არ ვიცნობ მაგრამ ბერულავას მოლაქუცე მთიელებს ვიცნობდი…

        1. ანონიმური

          კეთილ საქმეში ორივეს ღმერთმა ხელი მოუმართოს

          1. ანონიმური

            😍

    2. ანონიმური

      სამარცხვინო ხართ ბ-ნო ტარიელი და მედროვება?!

  19. ანონიმური

    დიდი მადლობა გვახარია და ლექსის ავტორს ორივენი მამულიშვილებზე ბრძანდება

  20. დიდი მადლობა გვახარია და ლექსის ავტორს ორივენი მამულიშვილებზე ბრძანდება

    1. ანონიმური

      leksi kagia, magram midgvnili shezdomitaa. ra knas poetma. viszez ubrdsanes , imas miudsgvna. axla upro vzel lekss ivanashvilse.gamkrelidsesaz xom daazerines vrzeli statia isiz mxaris itteresebis gatvaliszinebit. kozebi zdiloben isargeblon korona virusis saprtxit. tkulebit movidnen da tkuilebit tkulebtan ertad gakrebian. poetebs, ekimebs,da namdvil chesmarit kartvels ar uda ehlebodes simartlis agkma. es mavneblebi zavlen da tkven magadgan gaubedurebuli kartvelebis sakvedurebs miiiigebt damsaxurebulad.

  21. ნათელა

    გამოფხიძლ
    დით, ნაცსექტავ!!! მათო მომხრე ზომბირებულო ხალხო! უკან ვეღარ დააბრუნებთ კომუნისტებსა და მათ ახალგაზრდა ფრთას. უარი თქვით იმ ყოფილ მთავრობაზე, რომელმაც 900 000-მდე ადამიანი, პროფესიონალები სამსახურებიდან დაითხოვა. ბეტეერებით მიადგა ეკლესიას და ციხეებში ცოცხები გაურჭო პატიმრებს……

  22. ანონიმური

    გახარია ყველაფერს საუკეთესოს იმსახურებს გადადებული აქვს მაგ ადამიანს თავი დღეს ქართველი ხალხსისთვის

  23. ანონიმური

    გახარია არის სუპერ პრემიერი!

  24. ფიქრია წიკლაური

    ძალიან კარგი,გულით ნათქვამი ლექსია ღირსეულ ადამიანზე.მთიელი კაცის გულიდან წამოსული ალალი სიტყვებია. <3

    1. ანონიმური

      გიორგი გახარიამ საქმით დაამტკიცა,რომ ღირსეული ადამიანია

    2. ფიქრია წიკლაური

      გიორგი გახარიამ საქმით დაამტკიცა,რომ ღირსეული ადამიანია

  25. k

    გახარია მართლა ენერგიული კაცია, მაგრამ პოეტის მიერ ხელისუფალზე მიძღვნილი ლექსები იმთავითვე წამგებიანია ხალხის თვალში……… მაგრამ მომგებიანი ავტორისათვის, რომლის მუზამ დიდი ხანია დაყვინა. ესაა სიმართლე, თუ გინდათ……

  26. koba

    გახარია მართლა ენერგიული კაცია, მაგრამ პოეტის მიერ ხელისუფალზე მიძღვნილი ლექსები იმთავითვე წამგებიანია ხალხის თვალში……… მაგრამ მომგებიანი ავტორისათვის, რომლის მუზამ დიდი ხანია დაყვინა. ესაა სიმართლე, თუ გინდათ……

  27. მოქალაქე

    გიორგი ,საქართველოს ღირსეული წარმომადგენელია ნამდვილად.გახარია ჩვენი დროის გმირია უდავოდ..ძნელია ამ ქაოსში მართო ქვეყანა უშეცდომოდ. მისი სავიზიტო ბარათი სიმშვიდე და დიპლომატიაა.მადლობა პოეტს,ამ ემოციისთვის….

  28. ანონიმური

    დათხრილი თვალები დაგავიწყდათ?

    1. სვეტა

      ასეთი მაგარი თუ ხარ ანონიმურად ნუ წერ, გამოაქვეყნე შენი სახელი და გვარი. აქედან ჩანხარ ვინ და რისი გამკეთებელი ხარ!

  29. ანონიმური

    დიდი მადლობა ბატონო ტარიელ, შესანიშნავი ლექსია. ორი დიდი მამულიშვილი <3

  30. ლაშა

    ქვეყნისთვის ექსტრემალურ ვითარებაში კარგად დავინახეთ ვინაა გახარია, და რას წარმოადგენს ნაცსექტა, რომელიც ყველაზე დიდი პარაზიტია არამხოლოდ საქართველოსთვის.

  31. ანონიმური

    yvelam boroti politikuri ena gaacheros da tu ar exmarebian qartvelebistvis tavdadebul gaxarias siborotis gamoc nu cdiloben xelis sheshshlad acalon

  32. მედეა

    რა დიდებული ლექსია, გაიხარეთ, ბატონო ტ ა რ ი ე ლ, ისეთი სახელი გქვიათ–ქართველს რომ სიამაყეს მოგვრის. მინდა ჩემი სახელიდან გამომდინარე, გავახსენო საზოგადოებას, რომ მ ე დ ი ც ი ნ ა ჩვენი კოლხი მედეადან სახელდება! სად იყო ევროპა და ამერიკა– კოლხი გრძნეული—მ ე დ ე ა —რომ წარმატებით კურნავდა ხალხს! მისი ჯ ი შ ი ს ა ნ ი ვართ და დროშას ამაყად ატარებენ დღევანდელი ამირანები, პაატები, თენგიზები და მრავალი სხვა. “დაე, იარონ, იარონ, აიარონ, ამინ!”

  33. ანონიმური

    ამ მთავრობის მომხრე არასდროს ვყოფილვარ მაგრამ რასაც გახარია და ეს მთავრობა დღეს ქვეყნისთვის აკეთებს ეს რომ ვერ დაინახო როგორი ნაციც გინდა იყო უბრალოდ სამარცხვინოა, ღმერთმა ხელი მოუმართოს გიორგისაც და ყველას დღეს საქართველოს შველა ჭირდება და არასწორ კრიტიკას თავი დაანებეთ ღმერთის გეშინოდეთ თორე მოგაკითხავთ ის 2% კორონა და სტატისტიკას გაგვიფუჭებთ 😀

  34. ანონიმური

    რიტიდაიმსახურა ხალხს თვალები დასთხარა და კიდევ მაგას ვუძვრებით უსაპნოთ ერთ ადგილას

  35. ანონიმური

    ბრავო მაესტრო!
    “გვირგვინი მეფის თავზე ედგა თორმეტ გიორგის
    იმათთაგანაც ერთი იყო მხოლოდ ბრწყინვალე.”
    უფალმა შეაძლებინოს,რომ ღირსეულად გაუმკლავდეს ურთულეს გამოწვევებს!

  36. ანონიმური

    ნაცსექტა! შესანიშნავმა პოეტმა მართებულად გიწოდათ “ქართული ჩრჩილი”, მოკეტეთ და ტვინი გაანძრიეთ, თუკი შეგრჩათ ცოტაოდენი მაინც, ვის ეთაყვანებით, ფესვებმორღვეულ მიშას? ვისი გჯერათ, უნამუსო და მატყუარა გვარამიას პროპაგანდის? გეყოფათ ჩრჩილობა, გონს მოეგეთ! არსებული მთავრობა შეიძლება არ მოგწონდეთ, შეიძლება უკეთესი გვინდოდეს, მაგრამ ნაცები ხომ სრული კატასტროფაა, მკვლელების, ადამიანთმოძულე უსინდისოების ხროვა!

  37. ლალოლა

    ნუ ახლა “დარია თუ ავდარია”-ს და “ჩემი გმირი გიწოდე”-ს ფონზე მთლად მალამოდ ვერ ედება ყურს და გულს და……

  38. სოსო

    მთავრობის პრევენციული მუშაობის არდანახვა უბრალოდ ერიისა და ქვეყნისათვის თვალში ჩაფურთხების ტოლფასია

  39. ანონიმური

    დიდებული ლექსია და მართლად დიდებულ ადამიანს ეძღვნება

  40. ლელა

    უმაგრესი ლექსია, უმაგრესი პოეტის უმაგრეს ადამიანზე

  41. ანონიმური

    თფუი თქვენ,მიშა მაგირია ჯობდა ხომ.ზუსტადაც კარგი პოეტის კარგი ლექსია კარგ პიროვნებაზე

  42. ლეილა

    გაიხარეთ

    1. ანონიმური

      მაგარ კაცს ხოტბას ასხამენ, ჭკუას კი არ არიგებენ და ჩევას აძლევენ

  43. ნუნუ დუმბაძე

    გაიხარეთ

  44. დაფნა

    ჩემი უდიდესი პატივისცემა ბატონ ტარიელს! უძლიერესი მიძღვნაა. მთავარია ადრესატმა იცოდეს სტრიქონებს შორის კითხვა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.