რა კავშირშია სისხლის ჯგუფი კორონავირუსთან? – უხანის უნივერსიტეტის მკვლევარი

ჩინელი მეცნიერების განცხადებით, ახალი ტიპის კორონავირუსის მიმართ უფრო მოწყვლადები არიან სისხლის დადებითი ჯგუფის მქონე ადამიანები, ვიდრე სისხლის უარყოფითი ჯგუფის მქონე პირები.

ჩინელმა მედიკოსებმა კვლევა 2000 პაციენტს ჩაუტარეს და აღმოაჩინეს, რომ იმ ადამიანებში, რომელთაც სისხლის დადებითი ჯგუფი აქვთ, ვირუსი უფრო მწვავე ფორმით მიმდინარეობს.

„სისხლის დადებითი ჯგუფის მქონე ადამიანებმა განსაკუთრებით უნდა დაიცვან რეკომენდაციები, რათა არ დაინფიცირდნენ. ინფიცირების შემთხვევაში მათ უფრო აგრესიული მკურნალობა სჭირდებათ“, – განაცხადა უხანის უნივერსიტეტის მკვლევარმა ვანგ ხინგუანმა.

  •  
  •  

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.