რა ეჭვები აქვს იტალიაში მცხოვრებ ქართველ ემიგრანტს და რას უყვება ის “ალიას”?

“14 ათასამდე ემიგრანტი მყავს ჯგუფში და ვერ ვიპოვე ადამიანი, ვისი დამსაქმებელი, ან ამ დამსაქმებელის ახლობელი მაინც გარდაიცვალა კორონავირუსით”

„ალია“ ესაუბრება იტალიაში მცხოვრებ ქართველ ემიგრანტს, მწერალ ლელა ლაჩაშვილს:

იტალიაში ძალიან ცუდი მდგომარეობაა, რასაც ვუყურებთ, თუმცა, საუბრობენ, რომ მიუხედავად ამისა, პანიკა არ არის, მართალია?

-შიში და პანიკა უფრო ქართველებშია, ვიდრე იტალიელებში. იტალიელები კიდევ მიდი-მოდიან ოჯახებში, გუშინ გავიგეთ, რომ ერთ იტალიელ ბებოს შვილმა მიიტანა ოჯახში ვირუსი და გადასდო ყველას. ამ მომენტში მძიმედ არ არიან, ახალ დაინფიცირებულნი არიან და ჯერ არ ვიცით.
აი, იტალიაში მცხოვრები ხანდაზმული ადამიანებია უმეტესად პანიკაში – ჩვენ ბარში ვცხოვრობთ და ბარში არ არის ამდენი დაინფირიცებული, მაგრამ ყოველ წამს გაისმის სასწრაფო მანქანის ხმა – ზოგს ინფარქტი ემართება, ზოგს ინსულტი, სხედან ეს მოხუცებულები და გაოგნებულები უყურებენ ტელევიზორებს, სადაც მთელი დღე იმას აცხადებენ, რომელ საათზე რამდენი ადამიანი გარდაიცვალა და შიშით გულები უსკდებათ.

-იცნობთ ვინმეს, ვისი დამსაქმებელიც გარდაიცვალა?

-მიუხედავად იმისა, რომ 14 ათასამდეა ჩემს ჯგუფში ემიგრანტების – ყველას ვეკითხები და ჯერ ვერ ვიპოვნე ადამიანი, ვისი ახლობელი, ან ნაცნობი გარდაიცვალა, რაც ძალიან უცნაურად მეჩვენება. იტალიელები ძალიან მისდევენ ნათესაობას, სულ მიდიან, ან ურეკავენ ერთმანეთს და ნუთუ რომელიმე ქართველი დამსაქმებლის ახლობელიც არ მოჰყვა გარდაცვლილთა სიაში?

-ჩვენ ვნახეთ როგორ გადაჰყავთ გარდაცვლილები სამხედრო მანქანებით…

-კი, ვნახეთ, მაგრამ ვინმემ ნახა, ვინ გადაჰყავთ იმ მანქანით, ვინმემ ნახა, ვინ წევს კუბოში? ვინმემ ნახა, რამდენს ჩაუტარდა კრემაცია და რამდენი დაიკრძალა?

-თქვენ გგონიათ, ციფრები არასწორია?

-მინიმუმ, გაზრდილი მგონია, თუნდაც იმ კუთხით, რომ კორონას გარდა, სხვა დაავადებებითაც იღუპება ახლა იტალიაში ხალხი. არ ვიცი, ყოველ შემთხვევაში, თავად ის ფაქტი, რომ თითქმის ყველა ქალაქის ემიგრანტებთან მაქვს მიმოწერა და ვერ ვიპოვნე პირი, რომელიც იტყოდა, რომ მისი ნაცნობი, მისი დამსაქმებლის ახლობელი გარდაიცვალა კორონავირუსით – უცნაურად მეჩვენება. იმდენად უკონტროლო სიტუაციია, ვფიქრობ ახლა ძალიან რთული დასადგენი იქნება, ვინ რით გარდაიცვალა.

-ძალიან ბევრი ექიმი და ექთანია დაინფიცირებული, როგორც ვრცელდება ინფორმაცია.

-ამბობენ, რომ დაინფიცირებულია მედ.პერსონალთა დიდი ნაწილი, არც ნიღაბი ჰქონდათ, არც ხელთათმანი, გარდა ამისა, საუბრობენ იმაზეც, რომ არ ჰყავთ ბევრი ინფექციონისტი და ვერც გადამზადება მოასწრეს. ძალიან ბევრი ექიმი და ექთანი გარდაიცვალა, პენსიაზე გასულ ექიმებსაც სთხოვეს გამოსვლა და მუშაობა, იმდენად უჭირთ. დაავადებული მეტი ჰყავთ უკვე ვიდრე მედ.პერსონალი.
ძალიან უწესრიგო სიტუაცია, როცა ჩრდილოეთ იტალიაში დაიწყო ვირუსის აფეთქება – არ დაკეტეს დროულად რეგიონი – და ჩრდილოეთიდან ბევრი წამოვიდა სამხრეთისკენ, ოჯახებით მოდიოდნენ – შედეგად აქეთაც გავრცელდა. ასე თუ გაგრძელდა, ალბათ, დიდხანს გასტანს ეპიდემია ქვეყანაში და საუბრობენ კიდეც, რომ სამწუხაროდ ასეც იქნება.
იმედენად რთული ვითარებაა, რომ ემიგრანტებში ეძებენ სამედიცინო განათლების მქონე პირს, თუნდაც უსაბუთო იყოს, მივიღებთ და მაღალი ანაზღაურება ექნებათ, ოღონდაც დაგვეხმარონ და იმუშაონო. – წარმოუდგენელი იყო, ემიგრანტს, მით უფრო უსაბუთოს, პროფესიით დაეწყო იტალიაში მუშაობა, მაგრამ ფიზიკურად აღარ ჰყავთ პერსონალი.
იტალიელები ზოგადად დიდხანს ცოცხლობენ, მოწესრიგებული აქვთ კვება, გამოყოფილი აქვთ დასვენების საათები – წარმოგიდგენიათ, შუადღით, კვების შემდეგ, აუცილებლად ისვენებენ მინიმუმ ორი საათი, რა დაწესებულებაც არ უნდა იყოს, მაღაზია დაიკეტება და წავა და დაისვენებს. თავისი თავის და ჯანმრთელობის ფასი კარგად იციან. ამიტომ, იტალიაში ბევრი ადამიანი აღწევს ასს წელს, არ ითვლება განსაკუთრებულ შემთხვევად ას წლამდე მიღწეული ადამიანი აქ, თან მაღალი პენსია აქვთ და პენსიაზე გასვლის შემდეგაც შეუძლიათ საკუთარი ჯანმრთელობისა და ჯანსაღი ცხოვრების რიტმის შენარჩუნება.

ემიგრანტებზე უნდა გკითხოთ, ვრცელდება ინფორმაცია, რომ ბევრი დარჩა ჭერის და საკვების გარეშე და ქუჩაში დარჩენა ემუქრებათ, რადგან ვერ ბრუნდებიან სამშობლოშიო, იწერება.

-მე მაქვს სოციალური ჯგუფი, „ქართული დიასპორა იტალიაში“, სადაც ყველა იმ პრობლემაზე ვწერთ, რომელიც გვაქვს. არის შემთხვევები სხვადასხვა ქალაქში, რომ ქართველები დარჩნენ უმუშევრები, მაგალითად, ჩემი მეგობარი, სალონში მუშაობდა დღისით და საღამოს კაფეში მრეცხავად – ორივე სამსახური დაიკეტა. იყო შემთხვევები, რომ მოხუცთან ვინც მუშაობდა, ისიც გამოუშვეს, შვილებიც სახლში დასხდნენ და იფიქრეს, მოდი, რაკი სახლში ვარ, მე თავად მოვუვლი დედას, ან მამას და დაითხოვეს დამხმარე – ზოგი დროებით და უთხრეს, რომ მერე დაურეკავენ. შესაბამისად, ზოგი დარჩა უმუშევარი, ზოგი ჭერის და საკვების გარეშე, ვანაწილებთ და ვისაც საშუალება აქვს, იფარებს, ვდებთ განცხადებებს და რომელ ქალაქშიც საკვები არა აქვს ქართველს და იზოლაციაშია, იმ ქალაქში მცხოვრები სხვა ქართველი მიდის და მიაქვს. ჩვენ ბევრნი ვართ და ყოველ დღე ვკითხულობთ, ხომ არ იცით, ვინმეს ხომ არ უჭირს.
ახლა ერთი შემთხვევა იყო, ქართველი გოგო დარჩა ქუჩაში და წამოვიყვანეთ, დავაბინავეთ. ისევ ქართველმა გამოაგდო – იტალიაში არის გახსნილი დასაქმების ე.წ. სახლები – სახლი აქვს ნაქირავები ერთ ქართველს და იტალიაში ჩასულ ემიგრანტებს პირდება დასაქმებას, დასაქმებულებს დასაქმების მერე ართმევს გარკვეულ თანხას, მანამდე კი სანამ დაასაქმებს, აცხოვრებს იმ დაქირავებულ სახლში და ჭერის საფასურად ართმევს თვეში 150 ევროს (კონკრეტულ ამ ერთ მაგალითზე ვსაუბრობ, თორემ, სხვადასხვა თანხებია) და მერე ცალკეა ასევე კვების თანხა. ახლა ქართველები დასაქმებულები რჩებიან სამსახურის გარეშე, ახალ სამსახურს ვინ იპოვნის და გადაწყვიტა ამ ქალმა ისინი ვინც ვერ დაასაქმა და ბინის ფულსაც ვერ გადაუხდიან ამ თვეში, იმიტომ რომ არა აქვს, გაყაროს ქუჩაში. ამან რომ ეს ქალები გამოყაროს ქუჩაში, სხვაც ასე მოიქცევა, რამდენი ასეთი ე.წ. დასაქმების სახლებია იცით, გახსნილი იტალიაში? ყველა ქალაქშია გაბნეული. სად წავიდეს ამდენი ქართველი, რომელიც ერთ დღეში დარჩება ქუჩაში? ვესაუბრეთ ამ ქალს, დღეს თქვენთან ინტერვიუში მისი სახელის გაჟღერებასაც ვაპირებდი, მაგრამ დამირეკა ახლა და მითხრა, რომ არ გამოყრის გარეთ ქართველ ქალებს და ვნახოთ, იმედია, შეასრულებს სიტყვას.
მას შემდეგ რაც ფრენები შეწყდა, ქართველთა პანიკა გაათმაგდა. რომც დაინიშნოს სპეცრეისი, ყველა ქალაქში არიან გაბნეულნი, რომამდე ხომ უნდა ჩავიდნენ და ქალაქიდან ქალაქამდე გადაადგილება უკვე ძალიან შეზღუდულია, შეუძლებელია ქალაქიდან ქალაქში გადაადგილება. ყველა ქალაქში ხომ ვერ დაჯდება სპეც თვითმფრინავი? არ ვიცი, მე ვერ წარმომიდგენია ამის მოგვარება, როგორ შეიძლება მოხდეს.

-ვიდეოები ვრცელდება, სადაც ჩანს როგორ გადაადგილდებიან იტალიელები ქუჩებში თავისუფლად… რამდენიმე ქალაქის მერის მიმართვაც გავრცელდა, როგორ სთხოვენ მოქალაქეებს, არ გამოვიდნენ ქუჩებში.

-კი, მილანის ბაზრობა ამ შაბათს გავსებული იყო ხალხითო, წერენ და ვიდეოები იდება. მაგრამ უმეტესად იქაც იტალიელები არიან, რომელთა დიდი ნაწილი არ თვლის საჭიროდ გამოიჩინოს სიფრთხილე, თორემ ქართველები ნაკლებად გადიან და ან ვინ მისცემს ქართველს იმდენის უფლებას, რამდენის უფლებაც იტალიელს აქვს?
უამრავი ქართველი მირეკავს, რომელიც პანიკაშია და მიყვება, რომ ახველებს, ან პირის სიმშრალე აქვს, ვსაუბრობთ, მშვიდდება და მერე ხვდება, რომ სულაც არა აქვს პირის სიმშრალე და ცრუ განგაში იყო – რა თქმა უნდა ფსიქოლოგიური მომენტიცაა და ახლა, ამ ეტაპზე, ვერ ახერხებს იტალიის ჯანდაცვა, ყველა, ვისაც ახველებს, გასინჯოს. შესაბამისად, თავად ვცდილობთ, ერთმანეთის დახმარებას.

ჯერ კიდევ წლების წინ, გამოვეცი წიგნი – „იქ, სადაც შენ არ ხარ, ზღვებია“ – საქართველოშია გაყიდვაში და ამ წიგნში მოთხრობილია ემიგრანტების ცხოვრებაზე, რეალური ფაქტებია გამოყენებული. ემიგრანტის პრობლემების გადმოცემა ძალიან რთულია, დასვენების დღეს რამდენი ემიგრანტი ატარებს ქუჩაში, რომ თუნდაც ერთი ევროც კი დაზოგოს და ოჯახში მეტი გამოაგზავნოს… ჩემი წიგნის წაკითხვის შემდეგ, ბევრს წამოსვლა არ მოუნდება, ან თუ მოუნდება, სხვაგვარად მოიქცევა და თუნდაც, იმ ე.წ. დასაქმების ოფისებს ისე აღარ ენდობა.
იმედია, გადავრჩებით და ამ მძიმე ეპიდემიასაც უკან მოვიტოვებთ. რასაც ვუყურებ, ერთ მუშტად შევიკარით ქართველები ამ გაჭირვების ჟამს და ეს მახარებს. მადლობას ვუხდი ყველა ქართველს, რომელიც სოლიდარობას იჩენს და ადამიანებს, ქართველს თუ იტალიელს, ეხმარება და ასევე დიდი მადლობა მინდა ვუთხრა საქართველოს კონსულს, თამთა რჩეულიშვილს და მთელ საკონსულოს, რომელიც ყველაფერს აკეთებს და მუდმივადაა ხაზზე, 24 საათიანი რეჟიმით მუშაობს, პოსტებზეც კი რეაგირებს.

„ალია“ დაუკავშირდა იმ დასაქმების ოფისს, რომელზედაც რესპონდენტი გვიყვებოდა –

ქალბატონმა, რომლის სახელსა და გვარს ამჯერად არც ჩვენ დავასახელებთ, გვითხრა, რომ არ აპირებს არავის გაყრას: „მე ვუთხარი ქალებს, რომლებიც ახლა აქ არიან, 14 ადამიანია სულ, იქნება, ერთმანეთს ასესხოთ, ხელი მოუნაცვლოთ და ქირა გადამიხადოთ, რომ კომუნალურები და ქირა გადავიხადო-თქო. არ ვიცი ჯერ, უქმდება, ან ჩერდება თუ არა კომუნალური გადასახადი იტალიაში, არც ის ვიცი ჯერ, იქნებ ამ ერთი თვის თანხა არ გამომართვას მეპატრონემ და არც მე გამოვართმევ გოგოებს. თვეში 150 ევროს იხდის თითო ბინაში. დასაქმების შემთხვევაში გააჩნია პირობას – 400 ევრომდე მიხდიან. ისევ ქართველები ვამუშავებთ ერთმანეთს, მეტყვის ქართველი დასაქმებული ინფორმაციას და მერე მე მიმყავს ჩამოსული ქართველი და ვასაქმებ.
დღეში 1 ევროს ვაგროვებთ კვებისთვის. ახლა ეს დღეები ემიგრანტებმა მოგვაწოდეს საკვების თანხა, გუშინ (ანუ შაბათს – რედ.) მოგვიტანეს 70 ევრო, გავედით და სამი დღის საკვები ვიყიდეთ, ქუჩაში გაგდებას არავის ვუპირებ. სახლში დაბრუნებასაც არ ვაპირებთ, სიამოვნებით დავბრუნდებოდი მეც, მაგრამ ქალიშვილის ქმარი მყავს ავად და შვილიშვილებს რჩენა უნდათ. იგივე პრობლემები აქვთ ამ ქალებსაც, სად წამოვიდნენ, არ იცით რა პრობლემებია საქართველოში? ვერ წამოვლენ სამწუხაროდ.~

ქალბატონმა ტელეფონთან დაუძახა მასთან მცხოვრებ ქალბატონებს, ხმამაღალ კავშირზე ჩართო ტელეფონი და სთხოვა მათ მოეყოლათ რა პირობებში არიან:
`ჩაიც გვაქვს, შაქარიც, წყალიც და ყავაც იმ ერთ ევროში, საკვებიც, კვირაში სამჯერ ვბანაობთ – ოთხშაბათს, ხუთშაბათს და კვირას. თმების შეღებვის უფლებაც გვაქვს, სარეცხის გარეცხვისაც. ათ დღეში ერთხელ თეთრეულს ვცვლით. საერთოდ რა საჭიროა ეს კითხვები, რომ არ მოგვწონდეს, ხომ არ ვიქნებით?~

პ.ს. როგორც ქართველი ემიგრანტები გვატყობინებენ, ამ ეტაპზე, იტალიაში არავინ გაუთიშავს არც ერთ სახლს გაზს, ელექტროენერგიას, ან წყალს.
ასევე ემიგრანტები გვატყობინებენ, რომ კონკრეტულად ამ ე.წ. დასაქმების სახლიდან კიდევ ერთი ქალი უნდა გადაეყვანათ ხვალ სხვა ბინაში, რადგან მას ხვალვე უშვებდნენ ქუჩაში უფულობის გამო, მაგრამ ე.წ. დამსაქმებელმა, რომელიც, როგორც თავად გვიყვება ერთი ქართველისგან იგებს ვაკანსიას და მეორე ქართველზე ყიდის და ესაა მისი სამსახური – მას შემდეგ რაც ქართველი ემიგრანტები და „ალია“ დაუკავშირდა, ამ ქალბატონების ქუჩაში გაშვება გადაიფიქრა.

გვიხარია, რომ ათასობით კილომეტრის დისტანციითაც რომ ვახერხებთ, ადამიანებს მცირე პრობლემები მაინც მოვუგვაროთ.


როგორც ჩანს, ქალბატონმა დამსაქმებელმა ერთი რამ მაინც გვითხრა სწორი – საქართველოში მართლაც ძალიან მძიმე პირობებია, როგორც ჩანს, რაკი – ყავა, შაქარი, ჩაი, კვირაში სამჯერ ბანაობა და ათ დღეში ერთხელ თეთრეულის გამოცვლა – კომფორტად ითვლება.


და ბოლოს, ძალიან მაგარი ქვეყანაა იტალია, რომელიც ამ მძიმე ჟამსაც კი არ ითხოვს, მისი ქვეყანა დატოვონ უსაბუთო ემიგრანტებმა, და არც იმათ ავალდებულებს ამ უსაბუთო თუ საბუთიანი ემიგრანტების შენახვას, ვისაც უკანონოდ აქვს გახსნილი ე.წ. დასაქმების ცენტრები, სახელმწიფოს არაფერს უხდის და როცა თავად ვერ იღებს მოგებას, სახელმწიფოსვე უტოვებს ქუჩაში დასაქმების გამო ჩამოყვანილ ემიგრანტებს.

თამო კეშელავა

ალია №11

  •  
  •  

კომენტარი

  1. ირაკლი

    ნაკლები კი არა მეტიმგონია….
    ძალიან ჭკუასუსტებთან ნუ ჩაწერთ ინტერვიუს “ალია”.
    ეს პროფესიული რჩევაა

  2. თინა

    როცა ჩავიდნენ და დაასაქმა მაგ ქალმა ხომ კარგი იყო? ჩადიხარ უცხო მიწაზე და ეგრევე გამუშავებს, თქვენ კიდე დგახართ და ინტრიგნობთ. არც საქართველოში გაცხოვრებთ არავინ ბინის ფულს თუ არ გადაიხდი…

  3. ანონიმური

    ანუ ეგ არის მისი ,,სამსახური” რომ ერთი ქართველისგან იგებს სამსახურს და მეორეს აყიდებს???
    ნუ სხვა კომენტარს ამაზე ვერ გავაკეთებ. ლელა ლაჩაშვილი და ან სხვები თუნაც ჩვენ სამსახურს რომ ვიგებთ და არ ვაყიდებთ სხვას ანუ ეს არარის სამსახური და ის თურმე სამსახურში მუშააობს.
    ნუ უკომენტაროდ

    1. ვაყიდებთ????

      ნუ როგორ დააფასე კაცობრიობა შენ რომ კომენტარი გაიმეტე. შენი სახელი რა გვარია ე…

  4. ანონიმური

    ეგ ვერ არის რა. ან სად პოულობთ ამ რესპონდენტებს? გაზრდილია არა ისა მიდე. ნაკლებს არ ამბობდნენ, თორემ გაზრდის რა მოგახსენოთ. ის რომ პანიკაა ჩვენს ხალხში უფრო ვიდრე იტალიელები-გეთანხმები მებით. ეს იმითაც არის განპირობებული, რომ ჩვენ მოწყვეტილი ვართ ოჯახებს და აქ მარტონი ვართ. ეს შიში გვიტაცებს უფრო ასეთ ვითარებაში.

  5. მარია

    ეგ ვერ არის რა. ან სად პოულობთ ამ რესპონდენტებს? გაზრდილია არა ისა მიდე. ნაკლებს არ ამბობდნენ, თორემ გაზრდის რა მოგახსენოთ. ის რომ პანიკაა ჩვენს ხალხში უფრო ვიდრე იტალიელები-გეთანხმები მებით. ეს იმითაც არის განპირობებული, რომ ჩვენ მოწყვეტილი ვართ ოჯახებს და აქ მარტონი ვართ. ეს შიში გვიტაცებს უფრო ასეთ ვითარებაში.

  6. ანონიმური

    უნამისო ქალო

  7. :(

    რა პრიმიტიულად აზროვნებს ეს გოგი

  8. აჩიკო

    სულ გადაირიეთ ხალხნო რა დეზინფორმაციას ავრცელებთ,საწყალი ხალხი მოწყვეტილია ოჯახებს და ემიგრაციაში იმყოფებიან საწვალებლად და სატანჯველად,მათ ეს გულის ხეთქვა უნდა კიდევ? გრცხვენოდეთ რომ ასეთ სიბოროტეს ჩადიხართ,,უფალს შეხედეთ და გულებში ჩაიხედეთ,,დაანებეთ ხალხის დაპანიკებას თავი,,მეც ემიგრაციაში ვიმყოფები და ვიცი რაც ხდება,,ვცდილობ ელემენტარული ხალხი გავამხნევო და სიტყვიერად მაინც დავუდგე გვერდით,,არა თქვენსავით პანიკაში ჩავყარო,გონს მოეგეთ უაზრო გამოხტომებისგან და დეზინფორმაციის გავრცელებისგან,, ილოცეთ რომ საქართველო და ქართული ერი გადარჩეს,,ჩაუდეთ რწმენა ერთმანეთს გულებში და სიყვარული,არამედ ბოროტება,,უფალი ფარავდეს სრულიად სამყაროს…. დიდება მამასა ძესა და სულისა წმიდასა აწ და მარადისი უკუნითი უკუნისამდე ამინ!!!

  9. აჩიკო tsiklauriarchil025@gmail.com

    სულ გადაირიეთ ხალხნო რა დეზინფორმაციას ავრცელებთ,საწყალი ხალხი მოწყვეტილია ოჯახებს და ემიგრაციაში იმყოფებიან საწვალებლად და სატანჯველად,მათ ეს გულის ხეთქვა უნდა კიდევ? გრცხვენოდეთ რომ ასეთ სიბოროტეს ჩადიხართ,,უფალს შეხედეთ და გულებში ჩაიხედეთ,,დაანებეთ ხალხის დაპანიკებას თავი,,მეც ემიგრაციაში ვიმყოფები და ვიცი რაც ხდება,,ვცდილობ ელემენტარული ხალხი გავამხნევო და სიტყვიერად მაინც დავუდგე გვერდით,,არა თქვენსავით პანიკაში ჩავყარო,გონს მოეგეთ უაზრო გამოხტომებისგან და დეზინფორმაციის გავრცელებისგან,, ილოცეთ რომ საქართველო და ქართული ერი გადარჩეს,,ჩაუდეთ რწმენა ერთმანეთს გულებში და სიყვარული,არამედ ბოროტება,,უფალი ფარავდეს სრულიად სამყაროს…. დიდება მამასა ძესა და სულისა წმიდასა აწ და მარადისი უკუნითი უკუნისამდე ამინ!!!

  10. ანონიმური

    რას ბოდავთ ხალხნო? ყოველ დღე ველაპარაკები ასობით იტალიელს საქართველოდან და ყველა ნერვიულობს… ყველა ამბობს რომ დრამატული სიტუაციაა. რას ჯანდაბებს წერთ. კიდევ ეს უნდა ამ დალაყებულ ქართველს ? გაცვივდებიან ახლა გარეთ… პ.ს. ემიგრანტებსაც ველაპარაკები. შესაძლოა პანიკას არ აჩვენებენ, მაგრამ სტრესის დონე ვარსკვლავებამდეა. როგორც თქვენ იქცევით არის მინიმუმ უპასუხისმგებლობა და მაქსიმუმ უნამუსობა

  11. nikita_sco@mail.ru

    რას ბოდავთ ხალხნო? ყოველ დღე ველაპარაკები ასობით იტალიელს საქართველოდან და ყველა ნერვიულობს… ყველა ამბობს რომ დრამატული სიტუაციაა. რას ჯანდაბებს წერთ. კიდევ ეს უნდა ამ დალაყებულ ქართველს ? გაცვივდებიან ახლა გარეთ… პ.ს. ემიგრანტებსაც ველაპარაკები. შესაძლოა პანიკას არ აჩვენებენ, მაგრამ სტრესის დონე ვარსკვლავებამდეა. როგორც თქვენ იქცევით არის მინიმუმ უპასუხისმგებლობა და მაქსიმუმ უნამუსობა

  12. თეა

    ერთს ვიტყოდი ეს რეალობა რაც ხდება სამწუხაროდ, მაგრამ ქართველების უმეტესობას სულში სიცივე და ყინულის ლოდი უდევთ, ან რომელია ის დამსაქმებელი რომელიც სამჯერ აცვლევინებს თეთრეულის და ან სამჯერ ვინ აბანავებს,ეს ხომ საშინელი ტყუილია, სულს ხდიან პირიდან , თუმცა არის ერთი ქალბატონი რომელიც მასე არ ზღუდავს და თუარააქვს ფულიც არც მაგას თხოვს, 90°/° კი

  13. here g

    What’s up to all, the contents present at this web site are genuinely amazing for
    people knowledge, well, keep up the good work fellows.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.