რა დაადგინა სინამდვილეში ევროსასამართლომ? – დავით ჯანდიერის სკანდალური წერილი

იურისტი, იუსტიციის მინისტრის ყოფილი პირველი მოადგილე, დავით ჯანდიერი, სოციალურ ქსელში, წერს:

“ევროპული სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებაში ყველაზე პრობლემურია ის, რომ სასამართლომ თერთმეტი ხმით ექვსის წინააღმდეგ დაადგინა, რომ საომარი მოქმედებების აქტიურ ფაზაში (2008 წლის 8-დან 12 აგვისტომდე) მომხდარი მოვლენები არ შედიოდა რუსეთის ფედერაციის იურისდიქციაში კონვენციის 1-ლი მუხლის მიზნებისათვის (რომ რუსეთის ფედერაცია არ ახორციელებდა ეფექტურ კონტროლს) და საჩივრის ეს ნაწილი სცნო დაუშვებელად.

შესაბამისად, კონვენციის მუხლების დარღვევა, რომლებიც დაადგინა სამწუხაროდ არ ეხება ზემოთხსენებულ, არამედ მხოლოდ საომარი მოქმედებების დასრულების შემდგომ პერიოდს.

პ.ს. ყველა ინტერვიუზე ვთქვი უარი. კარგად გასაანალიზებელია ეს გადაწყვეტილება.

პ.ს. (2) რაც მთავარია, რუსთავი 2-ის საქმეზე ხომ იყავით სუპერ კონცენტრირებულები ყველანარი თვალსაზრისით”

კომენტარებში წერენ:

“ვაჰ, აბა სხვებმა რად შემოჰკრეს დაფდაფებს?! არაფერი არ იცვლება.”

“კი, ეს ასეა და მთელი საქართველო დეტალებში გარკვევის გარეშე გადაირია სიხარულით. 8-12 აგვისტოს გამოყოფა ნამდვილად არაა კარგი. ჰააგა გველის და…”

შეგახსენებთ, თეა წულუკიანმა დღეს გვამცნო, რომ ევროსასამართლოს ზეპირი მოხსენების საფუძველზე, საქართველომ რუსეთს დავა მოუგო.

  •  
  •  

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.