რა გეგმა აქვს მთავრობას, მას შემდეგ, რაც აღიარა, რომ წელს ტურისტი ვერ ჩამოვა? – “ალიას” ექსკლუზივი

დღეს ეკონომიკის მინისტრმა, მთავრობის ორი მნიშვნელოვანი მესიჯი გააჟღერა:

  1. ველოდებით დაღმასვლას, ველოდებით, რომ კომპანიების მდგომარეობა გაუარესდება.
  2. ფრენა არ აღდგება ივლისის ბოლომდე, მხოლოდ ჩარტერული რეისები დარჩება, ის რეისები, რომლებიც აქამდეც ხორციელდებოდა, მარტშიც და აპრილშიც.

1 ივლისი მოახლოვდა და ხელისუფლებას მოუწია იმის თქმა, რომ სინამდვილეში ტურისტი არ იქნება და არც ტურისტული ბიზნესი იქნება ქვეყნის ეკონომიკის გადარჩენის გეგმა.

რას გააკეთებს ახლა ხელისუფლება, ახლა როცა ამდენი ისაუბრა ანტიკრიზისულ გეგმაში ტურისტული ბიზნესის როლზე? – ამაზე “ალია” კარგა ხანია წერს, მთავრობის მომავალი გეგმა ასეთია:

დაანონსებული ტურისტული სეზონი დიდი საფრთხის ქვეშ დადგა და ჩვენი ინფორმაციით, ხელისუფლება უარს იტყვის უცხოელი ტურისტების შემოყვანაზე. ამით, ტურისტულ ბიზნესს სერიოზული დარტყმა მიადგება, თუმცა ხელისუფლება სუბსიდირებას გეგმავს, ანუ ფულს უბრალოდ მისცემენ სასტუმროების მეპატრონეებს და ზარალს გარკვეულწილად აუნაზღაურებენ.

ჰოდა, ახლა ჭიდაობა იმაზე მიდის, რომ ეს ფული დეპუტატების (და მათ უმრავლესობას საკუთარი სასტუმრო აქვს და თან არაერთი) სასტუმროებზე გადანაწილდეს.

გასაგებ ენაზე რომ ვთქვათ, დგას შენობა, რომელსაც ჰქვია სასტუმრო, ის ტურისტების არყოფნის გამო, ვერ იფუნქციონირებს და მიიღებს ფულს სახელმწიფოსგან, ანუ სუფთა მოგებას, რადგან მომსახურე პერსონალისთვის ხელფასი იმ მარტივი მიზეზის გამო არ ექნება გადასახდელი, რომ ის უბრალოდ არ ჰყავს.

საუბარი მილიონობით ლარზეა და ამიტომ, ცხიმიან ქვაბში ხელის ამოვლება არაერთ დეპუტატს უნდა

ანი დვალიშვილი, ალია №20

  •  
  •  

კომენტარი

  1. ეთო

    ვინც მუშაობდნენ სასტუმროებში კომპენსაციას ხომ მიიღებენ

    1. bidzina

      eter damimtkice ertguleba da trakze makoce

      1. ეთო

        რაღა შენსას? საკოცნელი სახლში სამი ვაჟი მყავს,ორი ქალიშვილი ასე რომ შენ თვითონვე მიწვდი შენსას,თუ ვერა მაშინ მიდი მთავარ არხზე ბევრნი არიან უარს არ გეტყვიან.

        1. ანონიმური

          ravi su aqeb da adidep sami vajis dedas aq ukan dzrom8s dro saidan gaq? an sami caji ykavs da eset wvekanashi cxovrobden mogcons?

  2. ##

    კოშმარი ხდება ჩვენ თავს. რა კომპენსაცია ? 200 და 300 ლარი უშველის ოჯახს? გახსენით გზა, იქნებ სხვა ქვეყანაში ვიშოვოთ ლუკმა.გვხოცავთ?? ასე უიმედოდ ხალხის მიტოვება შეიძლება? გახსენით საზღვრები

  3. ანონიმური

    Erti vici ro ver gvakvs kargad sakme

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.