რა გადახდა თავს და ვინ დაატყვევა ჯარისკაცი?

ვაზიანის სამხედრო ბაზიდან დაკარგული ჯარისკაცი რამდენიმედღიანი ძებნის შემდეგ ერთ-ერთ სასტუმროში იპოვნეს.

გავრცელებული ინფორმაციით, თეიმურაზ გიუნაშვილი უვნებელია და თავს კარგად გრძნობს. ის ახლა გარდაბნის პოლიციაში დაკითხვაზე იმყოფება, ამის შემდეგ ცნობილი გახდება მისი გაუჩინარების მიზეზი.

“ალიასთვის” კულუარულად გახდა ცნობილი, რომ სამხედრო სასტუმროში ქალბატონთან ერთად იმყოფებოდა. სამი დღეა ლამის მთელი ერი ეძებს, თუ ოჯახი, თუ ახლობლები, თუ შსს და თუ თავდაცვის სამინისტრო, ჯარისკაცი კი უბრალოდ ქალბატონთან ერთად იმყოფებოდა სასტუმროში.

მართალია, სასტუმროები დაკეტილია და მხოლოდ კოვიდსასტუმროები მუშაობს, მაგრამ ჯარისკაცი მაინც სასტუმროში იპოვნეს!

32 წლის თეიმურაზ გიუნაშვილი 21 დეკემბერს ვაზიანის სამხედრო ბაზიდან გაურკვეველი მიმართულებით გავიდა და სახლში არ მისულა, არც მეორე დღეს გამოცხადდა სამსახურში, რის შემდეგაც მისი ძებნა დაიწყეს.

ბოლო ორი დღის მანძილზე ყველა მედია გადმოცემდა მისი გაუჩინარების შესახებ, მაგრამ როგორც ჩანს, მას ტელევიზორისთვის და ინტერნეტისთვის არ ეცალა.

ამ ამბავმა “ალიას” ყველასთვის საყვარელი ფილმი, “ჭირვეულის მორჯულება” გაგვახსენა, რომლის მთავარი პერსონაჟი რამდენიმე დღე ვერ გამოჰყავთ საძინებლიდან.

სამდღიანი სასიყვარულო თავგადასავლის შემდეგ, ჯარისკაცი რომ თავს კარგად გრძნობს და დაკითხვასაც უძლებს, კი არის საარაკო ამბავი.

რას ვიზამთ, სიყვარულმა ტარიელი გადარია და…

ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც კიდევ უფრო მხიარულ ხასიათზე გვაყენებს, ეს მუხლი თავისუფლების უკანონო აღკვეთას ითვალისწინებს, გამოდის, ქალბატონმა შეანგრია დაკეტილი სასტუმროს კარი, შეათრია ჯარისკაცი და გამოამწყვდია იქ სამი დღე. წარმოდგენაც არ გვინდა, რა გადაიტანა საბრალო ჯარისკაცმა.

სხვათა შორის, სულ არ იქნება სიცილის ხასიათზე ქალბატონი, რომელსაც ჯარისკაცის დატყვევება ედება ბრალად, მას დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, 4 წლით პატიმრობა ემუქრება.

ისჯება თუ არა ჯარისკაცის სიყვარული და ჯარისკაცთან სიყვარული, ეს კანონში გაწერილი არ არის, ასე რომ ბოლო სიტყვა შსს-სა და თავდაცვის სამინისტროზეა.

რა ბედი ელის სასტუმროს და დაჯარიმდა თუ არა, ამაზე კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

  •  
  •  

7 Comments

  1. კაცი კი არა, ნაძირალა ხარ შენ.

    აუღეთ ანალიზი ნარკოტიკზე, არაფერია გამორიცხული. ოჯახს რომ ასე ააფორიაქებ, ე.ი უპასუხისმგებლო ნაძირალა ხარ, შენი დაცული სამშობლო, არ გაიშვა არსად.

  2. ანონიმური

    ერთი გული მეუბნებოდა, ესებუას პურ-მარილი ხომ არ წაუღო საახალწლოდთქო))

  3. ანონიმური

    თავის სახელი დაარქვით ყველას და ყველაფერს, თორემ სასტუმროში ქლბატონთან ერთად იმყოფებოდა…არადა ადრე ასეთს ბოზს ეძახდნენ და არა ქალბატონს

  4. ანონიმური

    ბოზებთან დღეები არ იკარგებიან! ავღანეთში ნაბრძოლი, გააკავა ერთმა ქალმა? მობილური შეგნებულად დატოვა? ბოზთან ვერ წაიღებდა?

  5. ანონიმური

    ჯარისკაცი უტვინო და უპასუხისმგებლო!

  6. ლევანი

    თავდაცვის სამინისტროს ბევრი ჰყავს ამისთანა ჩამოსხმა ….

  7. ბათუ

    საერთოდ რა ქვია ამ ახლგაზრდის ქმედებას არ ვიცი….წახვიდე ქალთან კი ბატონო,მაგრამ მობილური არ წიღო,დროზე ბაზაში არ გამოცხადდე,ააფორიაქო ოჯახი და ნათესავები,თანამშრომლები…ამ კაცს რა უნდა ჯარში

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.